სამივე ამ გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი ერთნაირი შედეგით – 13 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა, თუმცა ურთიერთშეხვედრებით პირველი ადგილი "კრეიტონს" ერგო, მეორე – "ვილანოვას", ხოლო მესამეზე "სეტონ ჰოლი"
"სეტონ ჰოლმა" ის დაკარგა, რომ პლეი-ოფში მე-3 განთესილის სტატუსით შევა და პირველ წრეში (მეოთხედფინალში) არა აუტსაიდერ სენტ ჯონსს, არამედ მებრძოლ და საკმაოდ საშიშ "მარკეტს" შეხვდება. პირველობის პლუსი კიდევ ის იყო, რომ მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ოპონენტებს ფინალამდე არ შეხვდებოდა. რაც შეეხება მამუკელაშვილის ბოლო 2 წაგებულ მატჩში ნაჩვენებ სტატისტიკას, საკმაოდ შთამბეჭდავია. "ვილანოვასთან" სანდრომ 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო "კრეიტონთან" - 7 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი.
ახლა მთავარი პლეი-ოფია. მამუკელაშვილისა და მაილს პოუელის იმედით სეტონჰოლელები ჩემპიონობას უმიზნებენ. ვნახოთ, ყველაფერი ნიუ-იორკში გაირკვევა, სადაც 13 მარტს Big East-ის საჩემპიონო ტურნირი მეოთხედფინალიდან დაიწყება. "სეტონ ჰოლის" პირველი მეტოქე "მარკეტი" იქნება.
GBF.GE