ამერიკული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ 2020 წლის NBA-ს დრაფტზე შეიძლება სანდრო მამუკელაშვილი დადგეს. 20 წლის კალათბურთელი ამჟამად ამერიკული კოლეჯის "სეტონ ჰოლის" ღირსებას იცავს.
nbadraft.net-მა სანდრო მამუკელაშვილი უკვე შეიყვანა პოტენციურ დრაფტერთა სიაში. საიტის ანალიზით, სანდროსთვის იდეალური დრო არა 2020, არამედ 2021 წელია და მას აქვს პოტენციალი, რომ 44-ე ნომრად "სან ანტონიო სპურსმა" აიყვანოს.
სანდრო 211 სმ სიმაღლის ფორვარდია. მისი შედეგიანობა მიმდინარე სეზონში 11.9 ქულას, 1.4 შედეგიან გადაცემას და 6 მოხსნას შეადგენდა.
მამუკელაშვილს ჰქონდა უკვე დებიუტი საქართველოს ნაკრებში. მან 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჯამში 17 წუთი ითამაშა - 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 გადაცემა დააგროვა.
"მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს", - ამბობს "სეტონ ჰოლის" მწვრთნელი