კიდევ ერთი ქართველი ამერიკულ კალათბურთში - მიქიაშვილი NCAA-ში ითამაშებს

AutoSharing Option
კიდევ ერთი კალათბურთელი გოგონა გაემგზავრა ოკეანგაღმა სათამაშოდ. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთ ლიდერ ლია მიქიაშვილს კონტრაქტი ამერიკის კოლეჯთა ლიგაში მოასპარეზე "ოკლაჰომა კრისტიანმა" გაუფორმა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კოლეჯთა ლიგაში წარმატებით იასპარეზა ნატალია ოთხმეზურმა, რომელმაც "კასპერ თანდერბერდს" "რეგიონ IX" კონფერენცია მოაგებინა.

"ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი და აგრესიული ცენტრია. მიქიაშვილი ფარზე კარგად თამაშობს და მოედნის კარგი ხედვა აქვს", – ასე ახასიათებს ქართველ გოგონას ოკლაჰომის უნივერსიტეტის ვებგვერდი.

ლია მიქიაშვილმა 2017 წელს საქართველოს 16 და 18-წლამდელთა ნაკრებებში – ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. ის 16-წლამდელთა ნაკრების ლიდერი
იყო და საშუალოდ 10.5 ქულასა და 12.2 მოხსნას აგროვებდა. მიქიაშვილმა ბოლო სეზონი თბილისის "დინამოში" გაატარა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ის 18 წლისაა და სიმაღლეში 190 სანტიმეტრია.

მომზადებულია GBF.GE-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული