საკალათბურთო ვებგვერდმა gigantes.com-მა ევროლიგის აწ უკვე დასრულებული სეზონის 10 საუკეთესო მომენტი გამოარჩია და მათ შორის "ბასკონიასა" და ბერლინის "ალბას" შორის გამართული შეხვედრა დაასახელა, რომლის ბოლო წამზეც თოკო შენგელიამ გამარჯვება მოუტანა საკუთარ გუნდს.
აი, რას წერს საიტი აღნიშნული მატჩის შესახებ:
"ვიტორიაში, მარტში გამართული შეხვედრის ბოლო წამები გიჟური ინტენსივობით წარიმართა. "ბასკონია" 1 ქულით წინ შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე გავიდა. ეს სეზონი ბასკური კლუბისთვის ბოლო წლებში ყველაზე რთული აღმოჩნდა. გუნდს ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდა, გარკვეულ მომენტებში არასტაბილური იყო და ასეთი კოლექტივის ნდობა ძალიან რთულია.
ბერლინის "ალბამ" ეს ყველაფერი დაამტკიცა, როცა 6 მარტს გამართულ შეხვედრაში. მეთ ჯენინგის 3-ქულიანმა და თოკო შენგელიას საოცარმა ბლოკმა იმ საღამოს ვიტორიის ცა გაანათა. ეს უდიდესი სიხარული იყო ბასკონიელებისთვის."
აღნიშნული მატჩი "ბასკონიამ" 73:72 მოიგო. თოკო შენგელიამ ბოლო წამზე "ალბას" ცენტრს დაუფარა და გუნდი წაგებისგან იხსნა. გარდა ამისა, თოკო პარკეტზე საუკეთესო იყო და იმ შეხვედრაში გუნდს 24 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაც მოუტანა.