შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული, ბერძნული, თურქული და ესპანური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოველებმა თოკოს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კალათბურთელთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის საკითხები.

შენგელია 2019/20 წლების ევროლიგის სეზონში საშუალოდ 15,9 ქულას, 5,6 მოხსნასა და 2,9 გადაცემას აგროვებდა. თოკო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბასკონიას" რიგებს იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო.

მკითხველის კომენტარები / 114 /
ვერ დავიჯერებ,რომ ჩვენმა საამაყო თოკომ რუსი სამხედროების კლუბის "ღირსება" უნდა დაიცვას.გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი.
?
18 ივნისი 2020 17:16
4
შეათანხმა არა ისა...
ქსენია ძალო
18 ივნისი 2020 10:11
3
კარიერისთვის სწორი გადაწყვეტილებაა.მორალურად კითხვებს იწვევს მარა რა გასაკვირია ყოფილმა პრეზიდენტმა მთავარსარდალმა მოქალაქეობაზე უარი თქვა და რაღაც გაურკვეველ თანამდებობაზე სხვა ქვეყანაში.საოცრებაა!!!!
იოსები
16 ივნისი 2020 21:48
15
უტა პატრიტიზმით წაიღეთ ტვინი.
იოსები
16 ივნისი 2020 21:12
11
გიორგი ნუცუბიძე პრო დ2-ის სეზონის საუკეთესო მარცხენა ბურჯის წოდებისთვის იბრძვის

https://myrugby.goal.ge/news/2417
შოთო
16 ივნისი 2020 17:56
2
ერთი წელი გავიდა იმ დღიდან,როცა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა იხ... და ახალ ამბათ მოსალოცი თემა გვაქვს. თორნიკე შენგელია ცსკში გადადის და აი,ეს არის გაფარჩაკება ერის.მისი გადასაწყვეტია,სად გადავა და სად იშოვის ფულს,მაგრამ ქართველი გულშემატკივრის გადასაწყვეტია რას და როგორ გააპროტესტებს. სპორტი და პოლიტიკა ერთიდაიგივეა,მით უფრო რუსეთში და არ ღირს მაგით გამართლება ამ საქციელის. უბრალოდ,სირცხვილია მსგავსი საქციელი და ამ ყველაფრის გაპრავება. აქ კითხვა გაუჩნდათ,რა გაგვიკეთებია საქართველოსათვის და ვინც ვაკრიტიკებთ კლავიატურის ლომები ხართო,ჩემი პასუხია: 17 წლის ასაკში ანუ 2008 წელს მოხალისეთ ჩავეწერე და სასროლეთზე ვიდექი როცა საქართველო სტრატეგიულად ცეცხლი შეწყვიტა,ნებისმიერ გადამწყვეტ სიტუაციაში ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვიდექი. შემეძლო სამხედრო სამსახურისათვის თავი ამერიდებინა და მოვქცულიყავი ისე,როგორც ამ ქვეყნის ახალგაზრდობის ნაწილი იქცევა,მაგრამ წავედი და დღემდე აქტიურ რეზერვში ვარ.არ არის აუცილებელი პატივს ცემდე დაღუპულ ბიჭებს,მით უფრო ვერავინ დაგაძალებთ ამას. ადამიანი,რომელიც არ სცემს თავის ეროვნებას და თავისი ქვეყნის წარსულს,ის დაკარგული ადამიანია. ადრე თუ გვიან ყველა პასუხს აგებს ამის გამო და დღეს მოღალატეების დროა. წარმატებებს ვუსურვებ შენგელიას და ყველა მოღალატეს,მანამ სანამ ჩვენი გზები გადაიკვეთება და როცა ეს მოხდება,არ მინდოდა,ჩემს ჭკუაზე არ ვიყავი და ფულმა გადამძლია არ გამოვა ეგრე. ყველა პასუხს აგებს ამ ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. ეს ფაქტი რუსეთის აქტივში და ანგარიში ბევრით ცოტა გახდა რუსეთის სასარგებლოთ. არაფერია მალე დავქაჩავთ და მოვიშორებთ ამ ჭირს,თან გავაყოლებთ შენგელიას,თოფურიას და რუსეთის მოყვარე "დიდ" ქართველებს.

პ.ს. ობიექტური და თავისუფალი გვერდის სახელი გაქვთ,ყოველშემთხვევაში ესე ამბობთ. ადმინო თუ დაბლოკო შენ იყო პუტინი
ზედა მეზობელი
16 ივნისი 2020 15:55
8
ერთი წელი რისგან გავიდა,ვერ გავიგე? 12 წლის წინანდელ ამბავს გულისხმობ?
dima
17 ივნისი 2020 02:42
4
დარწმუნებული ვარ, არც ის იცი თოფი რომელი მხრიდან ისვრის და არც ის, კალათბურთის ბურთი როგორ იბერება ))) ზუსტად შენნაირები წერენ ხოლმე ასეთ ურაპატრიოტულ ზორბა "მონოლოგებს". მეტი საქმე არ გაქვთ, მეტი არც არაფერი გაგეგებათ და იმიტომ (ისე, არც ამაში უქნიხართ ღმერთს).
100-ზე მეტი კომენტარია ქვემოთ და უმრავლესობა სწორედ ასეთია - სუფრაზე, ენაგატლეკილი თამადისგან გაგონილი "სამშობლოს სიყვარული".
არც ეს დაბლოკო ადმინ !!!
vaxo
16 ივნისი 2020 18:12
9
არ გამოვიდა რეალი ალბათ.ვინც სპორტი იცის,იმას ეცოდინება რამდენად რთულია მოლაპარაკებები,ალბათ არც რეალი იყო რეალურად დაინტერესებული.ბასკონიაში თოკომ ამოწურა თავი,თან ბასკონიამაც ამოწურა თავი,არაფერი გუნდი ეგ არაა.თოკო უბრალოდ მარტო თამაშობდა.წმინდა სპორტული თვალსაზრისით თოკომ გამართლებული ნაბიჯი გადადგა და წარმატებებუ ვუსურვოთ რა.მისი სპორტული ზრდა ისევ საქართველოს ნაკრებს ადგება.ილია ჭავჭავაძემაც რუსეთში განათლება იმპერიული ოკუპაციის დროს მიიღოო ბოლო-ბოლო
Levan
16 ივნისი 2020 10:51
13
ილია ჭავჭავაძის დროს საქართველო ანექსირებული იყო რუსეთი მიერ და სხვა გზა არ ქონდა. ამიტომ ისწავლა პეტერბურგში. განათლება მიიღო და ის განათლება საქართველოს მოახმარა. იმ პერიოდში უფრო თავისუფალი იყო რუსეთი,ვიდრე ეხლა არის. შესადარებლად არ გამოგადგა ჯიგარო,რადგან ილია ევროპაში არ წასულა და რო წასულიყო,იქ მიეღო განათლება არ წავიდო პეტერბურგში და რუსებს არ დაეხმარებოდა თავისი ცოდნით.შენგელია ევროპაში წავიდა და იქედან მოსკოვში დაბრუნდა. რუსულ პრობაგანდას გასაქანი მისცა,არამარტო მან. როცა სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ საქმეს ვაწარმოებთ და ქართველთა გენოციდში ვადანაშაულებთ,ამ დროს ქართველი,არცთუ უცნობი ევრპულ კალათბურთში არმიის კლუბში გადადის. ყველამ იცის,რა ფასი ექნება ამ ყველაფერს და ამ ფასს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი ყოველდღე იხდიან.ზოგს კიტრი და ზოგს ატამი დააქვს რუსეთში,ფულს შოულობს და სურთ რუსეთთან მიერთება. როცა ერთმორწმუნეობას იშველეიბთ და ფანატიკოსობთ,იცოდეთ რო ღმერთი არ იწყალებს მოღალატეებს. თუ ქაქუცა და კოტე აფხაზმა გაგინათ იმ ქვეყანაში არ გაგიკვირდეთ.
ილიას ვადარებთ ბიჭო!!!
16 ივნისი 2020 16:09
5
კარგით რა,სპორტია ბოლო-ბოლო.არც მე მესიამოვნა,მაგრამ დარწმუნებული ვარ თოკო რუსებს დაუმტკიცებს თავის ქართველობას და პატრიოტიზმს.მორჩით წყევლას
Levan
16 ივნისი 2020 10:26
23
აქ თოკოს არავინ ვლანძღავთ, უბრალოდ ჩვენი გულისტკივილი გამოვხატეთ. რეალში როგორ არ გადავიდა ეგ დალოცვილი (

არ მჯერა რომ ფულის გამო წავიდა. ქალის ამბავია ეგ. პრინციპში რუსებს ორივე გამოსდით, ფულიც და ქალებიც.
სერგო
16 ივნისი 2020 09:50
7
რუსული არმიის ხელში ქართველი ხალხის მორალურად გატეხვის ინსტრუმენტი გახდა! იარაღი რომ აეღო და ქართველებისთვის ესროლა უფრო ნაკლებ ზიანს მოიტანდა, ამის შემდეგ კაპიტნის სამკლაური აღარ ეკუთვნის, როგორ ველოდებოდი ბასკონიას თამაშებს ხოლმე, ეხლა ნაკრებში რა ნამუსით უნდა ითამაშოს ამ მოღალატემ!
მებო
16 ივნისი 2020 08:58
17
გეთანხმები 1000 პროცენტით. კაპიტნობა კი არა გასაგდებია ნაკრებიდან. სხვა გუნდი რომ იყოს კიდევ არ ვიტყოდი ამას, ცსკა რომ არის და იცის რომ რუსული არმიის კლუბია მაგიტომ.
ucha
17 ივნისი 2020 15:26
4
ეტყვი მაგას პირში?თუ შეგიძლია დატოვე და დაგიკავშირდებით,თუ არადა ერთი ნაციონალიხარ და ეკრანს უკან კაცუნა
მებოს
16 ივნისი 2020 09:58
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული