ჩვენთან მოდის შენგელია - რუსული მედია აღფრთოვანებულია!

AutoSharing Option

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას ცსკა-ში გააგრძელებს. championat-ზე შენგელიას მოსკოვურ გუნდში შესაძლო გადასვლას ვრცელი წერილი მიუძღვნა ჟურნალისტმა ალეკსეი ფალკომ.

ცსკა-ს ისტორიაში ყველაზე ეფექტური შემადგენლობა ჰყავს. აგიხსნით, რატომ

მიიჩნევდნენ, რომ შენგელიას რუსეთისადმი ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ქართველი მოსკოვში გამოემგზავრება. თორნიკე ჯეიმსთან და მილუტინოვთან ერთად მძლავრ შემადგენლობას ჩამოაყალიბებს

ცსკა-მ "ბასკონიას" მძიმე ფორვარდ თორნიკე შენგელიასთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა. ამის თაობაზე ბერძნულმა გამოცემა SDNA-მ გვაუწყა და რიგმა ევროპულმა წყარომაც დაადასტურა.

"ბასკონიასთან" შენგელიას კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული,
რომლის გამოსასყიდად ცსკა დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის. თანხა შეიძლება უფრო მცირეც იყოს, ახლა უკანასკნელი დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს.

შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ოფიციალურად მხოლოდ მომავალ თვეში გამოაცხადებენ, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატი დასრულდება. მიუხედავად კორონავირუსისა, პირინეებზე ჩემპიონატის 17 ივნისისთვის განახლება გადაწყვიტეს. შენგელია გამომშვიდობების წინ შეეცდება, "ბასკონიას" ტიტული მოაგებინოს, თუმცა ქვეცნობიერად უკვე ცსკა-ს მოთამაშე იქნება.

შენგელიასადმი ცსკა-ს ინტერესზე ინფორმაცია კარგა ხანია ვრცელდებოდა, თუმცა საქმე შეთანხმებამდე არ მიდიოდა. ამბობდნენ, რომ ქართველი ცუდად იყო რუსეთის მიმართ განწყობილი და ამიტომ არანაირ ტრანსფერზე საუბარიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამის თქმისას თითქოს თორნიკეს მიერ მედიაში გაკეთებულ ნეგატიურ განცხადებებს ეყრდნობოდნენ, მაგრამ რუსეთის მიმართ მის ინტერვიუებში შეურაცხმყოფელი საძიებო სისტემაში არაფერი იძებნება და ეს ყველაფერი მოგონილს ჰგავს.

ცსკა-სთან მატჩების შემდეგ შენგელია არაერთხელ მეგობრულად გაესაუბრა ანდრეი ვორონცევიჩსა და "არმიელთა" სხვა კალათბურთელებს. ცნობილმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქართველ კალათბურთელს რუსეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

"არმიელები" ევროპის უძლიერესი ტურნირის ყველაზე სასარგებლო 6 მოთამაშიდან 3-ს მიიღებენ! სხვადასხვა დროს ცსკა-ში ბევრი ვარსკვლავი თამაშობდა, მაგრამ 2019/20 წლების სეზონის შემადგენლობა მართლაც უძლიერესი იქნება. არც ერთი მთავარი შემსრულებელი 30 წლის არაა: ჯეიმსი - 29 წლის, მილუტინოვი - 25 წლის და შენგელია - 28 წლის. სამივეს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და ასე გამოდის, მოსკოვში სერიოზულად და დიდი ხნით მოდიან.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცსკა-ს დაკომპლექტება არ დასრულებულა. ევროლიგის ტოპ-მოთამაშეებს, კოსტას სლუკასსა (ფენერბახჩე) და ნიკ კალატესს (პანათინაიკოსი), შესაბამისად, "ოლიმპიაკოსსა" და "ბარსელონაში" უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას, მაგრამ მათი ტრანსფერები ჯერ არ განხორციელებულა. ადრე ცსკა-ს მათდამი დაინტერესებაზე საუბრობდნენ და ვინ იცის, რა მოხდება უახლოეს მომავალში. ჯეიმსის, შენგელიასა და მილუტინოვის გარდა, გუნდში აგრეთვე კლაიბერნი, კურბანოვი, ჰეკეტი და ფოგტმანი არიან, რომელთა როტაციაში დამატებაზე უარს არც ერთი მწვრთნელი არ იტყოდა. განსაკუთრებით მძლავრად წინა ხაზი გამოიყურება. თუ მხედველობაში წმინდა სათამაშო ასპექტებს მივიღებთ, გუნდის კაპიტნის, ჰაინსის წასვლა უკვე პრობლემას არ წარმოადგენს.

ცსკა-ში იქნება ყველაზე ეფექტური ცენტრი და ევროლიგის საუკეთესო მომხსნელი მილუტინოვი. პლუს, სარგებლიანობის მხრივ მეორე მძიმე ფორვარდი შენგელია (თავის პოზიციაზე მას მხოლოდ "ბარსელონას" სუპერვარსკვლავი მიროტიჩი სჯობია), უნივერსალური თავდამსხმელი კლაიბერნი და შესანიშნავი გამთამაშებელი, მეოთხე ნომერი ფოგტმანი, რომლის სამქულიანები "არმიელთა" მეტოქეების ძლიერი თავსატკივარი გახდება. უკანა ხაზში ტოპ-მოთამაშის დამატება დმიტრის იტუდისის გუნდს საერთოდ ევროპულ "დრიმ ტიმად" აქცევს.

რამდენადაც ძლიერები უნდა იყვნენ ესპანური გრანდები "რეალი" და "ბარსელონა" და თურქული "ანადოლუ ეფესი" შეინ ლარკინის ხელმძღვანელობით, ბუკმეკერები, დიდი ალბათობით, ცსკა-ს 2020/21 წლების სეზონის ფავორიტად მიიჩნევენ. ახლა მხოლოდ სეზონის დაწყებას უნდა დაველოდოთ, რომელიც გვპირდება, რომ ძალიან ღირსშესანიშნავი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 35 /
რაზე ვკამათობთ? საქართველოს ნაკრების კაპიტანს გულზე, რომ რუსეთის არმიის გერბი არ უნდა ეკეთოს ეს საკამათოა??? ვაი ჩვენ თავს:(((
სულ ჩავქიმეთ
17 ივნისი 2020 00:17
2
გერბსაც გაგიკეთებს და სხვა რამესაც თუ ჭკვიანად არ მოიქცევი
ჩექმაზე მაკოცე
17 ივნისი 2020 17:52
0
არასდროს არ იქნება საქართველოში ერთობა. გაიხსენეთ ერეკლეს დრო. ნახევარი საქართველო თურქეთთან და ირანთან შეერთებას ურჩევდა. ეხლა არ მითხრათ ცუდად მოიქცა ერეკლე რუსეთს რომ შეუერთდაო.
გრიგოლ1408
16 ივნისი 2020 13:14
11
ცოტა ისტორია გესწავლა არ გაწყენდა. სასაცილო რაღაცეებს რომ წერ. არავისთან შესაერთებლად არ ქონდა საქმე ერეკლეს საქართველოს, და არც არავინ ურჩევდა თურქეთთან და ირანთან შეერთებას. ვერც აღა მახმად ხანი მოაღწევდა თბილისადმე ერეკლეს რომ ჯარი შეეკრიბა დროზე და პირადი გვარდიის იმედად არ დარჩენილიყო. მაგრამ რუსებს დაუჯერა და დააგვიანა.
გაიტანეთ გრენლანდია
17 ივნისი 2020 14:10
2
არმიის სპორტული კლუბია და ადრე არმიის კლუბებში ვინც თამაშობდა სამხედრო წოდებას აძლევდნენ, ანუ საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კაპიტანი იქნება?)) ვაი რა გვეშველებაა
იოანე
16 ივნისი 2020 13:10
19
რა შენგელიაზე ატეხეთ ერთი ამბავი როცა საქართველოს რუსი ოლიგარხი მართავს და ნახევარი ქართველი უძვრებით,ჭკუასელმა ერისიონი მოსკოვში გააქანა ომის შემდეგ,მომღერლებზე არაფერს ვამბობ.
ფული ბაბაია
16 ივნისი 2020 12:22
35
ისე, რომ იცოდე ომის შემდეგ ერთ თვეში გრიგოლ ვაშაძემ მიწერა რუსებს ჩამოვალთ და კრემლში გიცეკვებთო.
H
16 ივნისი 2020 16:58
3
ივანიშვილს არ ვაფანატებ , მაგრამ რუსი როგორ არის ახსენი ერთი თუ ძმახარ ( ან თუ და ხარ ) , ვერ ვწვდები თქვენს ლოგიკას .
Tedo
16 ივნისი 2020 13:30
9
რა თქმა უნდა ყველა პროფესიონალი სპორტსმენის გადასაწყვეტია თავის კარიერას რას უზამს და სად განავითარებს.. მაგრამ ასევე ყველა გულშემატკივარს აქვს უფლება თავისი პოზიცია ქონდეს ამ გადაწყვეტილებაზე. ჩემთვის სამწუხარო იქნება თუ გადავა რუსული არმიის კლუბში ან ნებისმიერ რუსულ კლუბში კონკრეტულად ისეთივე მისი გულშემატკივარი ვეღარ ვიქნები, მაგრამ ნაკრებში როცა ითამაშებს, მინდა თუ არა 'მომიწევს' მისი გულშემატკივრობაც. სხვა რა გზაა რო?
მიჩინიო
16 ივნისი 2020 12:01
4
არ მინდა შერლოკ ჰოლმსად ან ერკიულ პუაროდ მოგაჩვენოთ თავი , მაგრამ დარწმუნებული ვარ , რომ ამ შემთხვევაში , არც სპორტული და არც ფინანსური მხარე არ გამხდარა თოკოსათვის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი . ეს უფრო პირადი , ემოციური და შეიძლება ითქვას , გასაგები მიზეზია ჩემთვის , იმედი მაქვს თოკო იპოვის ჭეშმარიტებას . მოვლენებს ცოტა წარსულიდან შეხედეთ და შეიძლება მიხვდეთ მიზეზს . ჩემთვის თოკო ყოველთვის ლომივით მებრძოლ კაპიტნად დარჩება , ყოველშემთხვევაში , ტოტალიზატორის რეკლამშიკად არა ზოგიერთებივით , რომელი უფრო საზიანოა , მომავალი თაობებისათვის , ეგ კიდევ საკითხავია !!! ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ქართველებო , ვინც ცუდს უსურვებთ თოკოს , თქვენ ალბათ სააკაძეს ცოცხლად დაწვავდით , თუმცა არამგონია თოკოსოდენა ან სააკაძისოდენა წვლილი ქონდეს ნებისმიერ ჩვენთაგანს ქვეყნის წინაშე . გაუფრთხილდით ერთმანეთს .
ATP 16
16 ივნისი 2020 10:04
12
იტოგში ახლა, კულტურულად და პანიკის გარეშე შევდივართ და ვპოსტავთ თოკოს ფეისბუქ გვერდზე. საჭირო კაცია ნაკრებისთვის და ყველას გვიყვარს ძალიან, ასე რომ არაფერი გადაამლაშოთ.
გოროზა
16 ივნისი 2020 09:54
10
აუ, არადა კომენტარებში ისეთი ტიპები ლანძღავენ შენგელიას, რო უთხრან 100 ლარით მეტს გადაგიხდით ხელფასს, ოღონდ რუსეთში იმუშავეთო თავქუდმოგლეჯილები გავარდებიან
სიმართლე
16 ივნისი 2020 09:36
15
აქ ისეთი ხალხი ლანძღავს შენგელიას ატოცში შარვალჩახდილები რომ აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას.ასე რო დააყენეთ ერთი ადგილი თქვე ძალათ და ვითომ პატრიოტებო.თქვენი იდიოტური ლოგიკით არგენტინელებიც არ უნდა თამაშობდნენ ინგლისში,იაპონელები ამერიკაში და გერმანიაშიც მარტო გერმანელები უნდა აგორებდნენ ბურთს.არველაძეები რო თურქეთში თამაშობდნენ რა თურქეთი მეგობარი და ძმაა? და ისიც უნდა იცოდეთ თქვე უწიგნურებო რომ ცსკა დიდი ხანია არ ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.კერძო კლუბია.ასე რომ თოკო წარმატებები და არ მიაქციო ყურადღება ამ ჭორიკნებს.დარბაზიც ტაშს დაგიკრავს და მაყურებელიც მხარს დაგიჭერს.
ზაზა
16 ივნისი 2020 09:25
22
არ არის სამწუხაროდ კერძო კლუბი – ოფიციალურად რუსეთის არმიას ეკუთვნის, რომლის საერთო ხელმძღვანელიც პოლკოვნიკი გრომოვია https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A6%D0%B5%D0%BD%D1%82%D1%80%D0%B0%D0%BB%D1%8C%D0%BD%D1%8B%D0%B9_%D1%81%D0%BF%D0%BE%D1%80%D1%82%D0%B8%D0%B2%D0%BD%D1%8B%D0%B9_%D0%BA%D0%BB%D1%83%D0%B1_%D0%90%D1%80%D0%BC%D0%B8%D0%B8
მერაბი
16 ივნისი 2020 12:21
3
Toko tu gadaxval rusetshi cadi nakrebidan chavtvlit rom ar arsebob an iseti tramva miige daasrule kariera. Rogorme avitant shens danakliss. Martla agar gvinda sheni nakrebshi danaxva shen tu qartveli gulshematkivaris azri ar gainteresebs mashin agarc chven dagvaintereseb. Aq gamochndeba puli jojoxets anatebs tu vera.
Tokos
16 ივნისი 2020 09:13
14
Me RA gamoval eg sheni erti adgilis saqme araa! RusetShi Vinc cavida pulis shovnis meti vin RA daichira xelshi? Tu puli unda cavides iranshi da itamashos. Me chemi da bevri qartveli kacis azri davcere. Rusetshi kiara tu unda imis iqit casula!!!
Datos da fsius
17 ივნისი 2020 09:17
0
სხვის მაგივრად ნუ ლაპაროკობ შენ კი რაც გინდა ის ჩათვალე გამოვიდა პატრიოტი
დათო
16 ივნისი 2020 12:27
4
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული