რუსული გუნდები ევროლიგიდანაც გამოაძევეს

AutoSharing Option
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ევროლიგამ რუსული გუნდები - ცსკა, "ზენიტი" და "უნიკსი" გათამაშებიდან მოხსნა. ევროთასზე ასპარეზობა "ლოკომოტივ-კუბანს" აეკრძალა.

ამ გუნდების მიერ მიმდინარე ტურნირზე მოპოვებული ქულები ანულირებული, სატურნირო ცხრილი კი კორექტირებული იქნება.

ევროლიგის განცხადებაში წერია, რომ ნებისმიერ ძალადობას გმობენ და მშვიდობას უჭერენ მხარს.

ცსკა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ და მასთან ერთად ყველა ლეგიონერმა დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა თვითონ კლუბებისათვის გაძნელდება,ლეგიონერებისათვის დიდი ხელფასების გადახდა და თვითონვე ეცდებიან მათ გაშვებას.
სოსო
00:45 01-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული