მართლა გადავა თუ არა დივეევი "ნაპოლიში"? - ჯუნტოლიმ ყველაფერი განმარტა

AutoSharing Option
ისევე, როგორც გასულ წელს, რუსულმა მედიამ ისევ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ცსკა-ს მცველის, იგორ დივეევის სამსახურით "ნაპოლია" დაინტერესებული და "სპორტ-ექსპრესი" სიტუაციის გასარკვევად კვლავ დაუკავშირდა ნეაპოლურ კლუბს.

"ეს სიმართლე არაა. ჩვენ დივეევით დაინტერესებული არ ვართ", - მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ.

ფეხბურთელის აგენტმა ოლეგ ერიომინმა განაცხადა, რომ თავისი კლიენტის ტრანსფერზე არავინ არ დაკავშირებია, თუმცა იგორი რუსეთში ყველაზე უკეთესი მცველია და მისი პერსონით დაინტერესება ადეკვატურია.

თავად დივეევი "ჩემპიონატს" გამოუტყდა, რომ იტალიიდან რაღაც ინტერესი არის, თუმცა თვითონ არაფერი იცის, იქ
სათამაშოდ მზადაა, მისი სტილი იქაურ ფეხბურთს მიესადაგება და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება ძალიან უნდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საზონოვი წაიყვანონ!
mdaa
05:29 31-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული