შენგელიასთან ცსკა-ს მოლაპარაკება საწყის სტადიაზეა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტნის, თორნიკე შენგელიას შესახებ მოსკოვის ცსკა-ში შესაძლო გადასვლის თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ტრანსფერის საკითხზე sportall.ge "არმიულ" კლუბსაც დაუკავშირდა. სავარაუდო ტრანსფერში მეტი სიცხადე "იზვესტიამ" შეიტანა, რომლის ჟურნალისტმა ტიმურ განეევმა ვითარება მეტ-ნაკლებად განმარტა:

"უკვე 3 წელია მედია ზაფხულში წერს, რომ "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავა. ადრე ყველა ცნობა ნაკლებად სარწმუნო აღმოჩნდა. ამჯერად ბერძნულმა SDNA-მ კონკრეტული დეტალები გამოაქვეყნა: მხარეებმა უკვე შეათანხმეს სამწლიანი ხელშეკრულება და ფორვარდის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა - 1.5 მილიონი ევრო. თუ ეს მართლაც ასეა,
ციფრი მოსკოველთათვის შეიძლება სარეკორდო გახდეს. ადრე ცსკა-მ "პანათინაიკოსისგან" რამუნას შიშკაუსკასის კონტრაქტი 1 მილიონად გამოისყიდა.

"იზვესტიას" წყარომ ცსკა-ს შენგელიასადმი დაინტერესება დაადასტურა, მაგრამ გარიგებამდე ჯერ ძალიან შორია, - თქვა მან.

- ცსკა-ს თორნიკესადმი დაინტერესება არსებობს, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ მხარეებმა უკვე შეათანხმეს ხელშეკრულება, ძალიან ადრეა, - აღნიშნა "იზვესტიას" თანამოსაუბრემ. - შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი საწყის სტადიაზეა.

ნებისმიერ შემთხვევაში, შენგელიასთან კონტრაქტის გაფორმებას ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე არ გამოაცხადებენ, რომელიც 17 ივნისს განახლდება და 30 ივნისს დასრულდება.

"ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ დადგება დღე, როდესაც თორნიკე "ბასკონიას" დატოვებს. რა თქმა უნდა, გვინდა, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს. 5 წლის განმავლობაში ის კლუბის განუყრელი ნაწილი და ჩვენი სიმბოლო გახდა, შეიძლება ითქვას კიდეც - "ინფლიუნსერი". ის კლუბის ხელმძღვანელობასთან ძალიან ახლოსაა და თუ იტყვის, რომ წასვლა უნდა, არ შევეწინააღმდეგებით", - განაცხადა ესპანური კლუბის დირექტორმა პაბლო ორტისმა.

შენგელიამ "ვალენსიასთან" ერთად 2010 წელს ევროთასი მოიგო, შემდეგ 2 სეზონი ბელგიაში გაატარა და NBA-ში გადავიდა. ოკეანისგაღმა ქართველი კალათბურთელი "ბრუკლინსა" (2012-2014) და "ჩიკაგოში" (2014) თამაშობდა. 2014 წელს თორნიკე ესპანეთში დაბრუნდა და "ბასკონიაში" გადავიდა, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, შევიდა ევროლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებში (2018) და ესპანეთის ACB ლიგის (2019) ყველაზე სანახაობრივი მოთამაშე გახდა. თუმცა, 6 წელიწადში გუნდური ტიტულის მოპოვება ფორვარდმა ვერ მოხერხა. შესაძლოა, ამის გამოსწორება "არმიელთა" შემადგენლობაში შეძლოს".

altთორნიკე შენგელია: "ბასკონიასთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაზე ვფიქრობ

altsportall.ge-მ ცსკა-სგან შენგელიას შესახებ ოფიციალური პასუხი მიიღო

altჩვენთან მოდის შენგელია - რუსული მედია აღფრთოვანებულია!

altშენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

altმოსკოვის ცსკა-მ შენგელიას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო - "მას რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს"

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვეთანხმმები გამოთქმულ აზრს რომ არც პირველია და არც ბოლო. მაგრამ თოკო ვარსკვლავია ევროპაში და თან ნაკრების კაპიტანი, სული, გული, იმედი ნაკრების, მთლიანი ერის, ზოგადად კალათბურთში. ამოტომ მე ასე ადვილით ვერ შევეგუები მის გადასვლას წითელ არმიელთა რიგებში. არ გადახვიდე თოკო გთხოვ, მაგრად მეამაყები და გაფასებ. ცსკა-ში თუ გადახვალ, მე შენ პირადად შეგიძულებ.
G.LA
00:05 18-06-2020
3
თუ გადასვლა უნდა, გადავიდეს, მაგრამ მე, როგორც რიგითი ქართველი ვიტოვებ უფლებას გავაპროტესტო მაგ ინდივიდის საქართველოს ნაკრებში თამაში და მქონდეს ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანზე, რომელიც ჩემი ქვეყნის უპირველესი მტრის არმიელთა გუნდში თამაშობს.
ნუ გადაგვაყოლეთ, გადავიდეს. არც პირველია და არც ბოლო
21:49 17-06-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული