ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში "ბარსელონამ" ადვილად სძლია საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, ტედ მაკფადენის "ბურგოსს" (98:84) და ფინალში გავიდა.
"ბარსამ" პირველი ტაიმი მხოლოდ 2 ქულით მოიგო, მაგრამ მესამე მეოთხედში გადამწყვეტ უპირატესობას დაეუფლა და გაიმარჯვა კიდეც.
მაკფადენმა 26:33 წუთში 10 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი), 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა.
ფინალში კატალონიური გუნდი თორნიკე შენგელიას "ბასკონიასა" და "ვალენსიას" შორის გამარჯვებულს 30 ივნისს შეხვდება.
"ბასკონიასა" და "ვალენსიას" მატჩი დღეს, 22:00 საათზე დაიწყება.