თორნიკე შენგელიამ მიროტიჩი გააგდო და მინუსში გადააგდო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ლიგა ენდესას ფინალში "ბარსელონას" 69:67 სძლია და ჩემპიონი გახდა, ამ მატჩის წინ კი ვიტორიული გუნდის მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა თქვა, რომ ბევრი რამ მძიმე ფორვარდების - შენგელიასა და ნიკოლა მიროტიჩის დუელზე იქნებოდა დამოკიდებული და გაიგებდნენ, რომელია უკეთესი კალათბურთელი. გაიგეს კიდეც.

ახლახან ესპანეთის ჩემპიონატის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარებულმა მიროტიჩმა as-ის აზრით, სეზონის ყველაზე საშინელი მატჩი ჩაატარა.

"მარკა" აღნიშნავს, რომ მიროტიჩი მთელი სეზონი ჩემპიონატის მთავარი გმირი იყო, ოღონდ უკანასკნელი შეხვედრის გამოკლებით, რომელშიც უმწეოდ გამოიყურებოდა.
საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე თორნიკემ პარკეტი დაატოვებინა და "ბარსა" და მიროტიჩი ტიტულის გარეშე დატოვა.

Sportall.Ge

მიროტიჩის სარგებლიანობის კოეფიციენტი "ბასკონიასთან" მატჩში მინუს ერთი იყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვულუცავ თოენიკწს, იდეალური კალათბურთელია, სამიანების სროლას თუ გამოასწორებს უფრო მაგარი იქნება, წარმატებები....
გია
01 ივლისი 2020 15:08
0
მთელი გულით ვულოცავ თორნიკეს ამ გამარჯვებას, მან ეს ნამდვილად დაიმსახურა და მთელი საქართველო გაგვახარა!
მაგრამ რუსული ცეესკა არა რა, თან რუსული არმიის სპორტული კლუბი, მაგ გუნდს წარმატებას ნამდვილად ვერ ვუსურვებ!
ირაკლი
01 ივლისი 2020 12:57
3
ვისი წარმატებაც რუსეთის წარმატებაა მე იმის გულშემატკივარი ვერ ვიქნები
01 ივლისი 2020 10:55
13
ბრავო თორნიკე!სხვებმა გაიგეს ის,რაც ჩვენ,ისედაც ვიცოდით!ვულოცავ თორნიკეს ამ დიდ გამარჯვებას და კიდევ ვიტოვებ მცირე იმედს,რომ ცსკაში გადასვლის ამბავი,ტყუილი აღმოჩნდება.სამწუხაროდ უშუალოდ თამაშს ვერ ვუყურე,სილქ უნივერსალმა არ გაუშვა,ისევე როგორც ნახევარფინალი.ალბათ სჯობდა ამ არხს ეჩვენებინა,რადგან მისი ყურება ყველას შეუძლია,სილქსპორტებისაგან განსხვავებით.ერთსაც ვიტყვი.ზოგიერთებისაგან განსხვავებით,თორნიკეს გულშემატკივრად დავრჩები ყველგან და ნებისმიერ შემთხვევაში.ერთი ისაა,რომ ცსკაში გადასვლის შემთხვევაში,მხოლოდ მისი პირადი გულშემატკივარი ვიქნები და ეს,არა მგონია სრულფასოვანი გულშემატკივრობა გამოვიდეს,რადგან კალათბურთი,სპორტის გუნდური სახეობაა.თუმცა თორნიკესიც კარგად მესმის და მკაცრად ვერ განვსჯი.
სოსო
01 ივლისი 2020 10:32
3
100% ყველას სათქმელი
x
01 ივლისი 2020 11:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული