შეიძლება თორნიკე შენგელიასთან ერთად ცსკა-ში ვილდოსაც გადავიდეს

AutoSharing Option
Eurohoops-ის ჟურნალისტი ვარლას ნიკოსიც ადასტურებს, რომ "ბასკონიას" კაპიტნის, თორნიკე შენგელიას კონტრაქტს მოსკოვის ცსკა 1.5 მილიონ ევროდ გამოისყიდის და სამწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს. მისი მტკიცებით, მხარეებმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს.

Piratas Del Basket-ი კი ირწმუნება, რომ შეიძლება თორნიკესთან ერთად "არმიულ" გუნდში "ბასკონიას" 24 წლის არგენტინელი გამთამაშებელი ლუკა ვილდოსა (სიმაღლე 194 სმ) გადავიდეს, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ვილდოსა ბასკური გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, ევროლიგის ვადამდე შეწყვეტილ გათამაშებაზე კი საშუალოდ მატჩში 7.1 ქულასა და 3.2 გადაცემას აგროვებდა. ამჟამად კლუბები ვილდოსას
ტრანსფერზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.

რაც შეეხება "ბასკონიას", უკვე გაცნობეთ, რომ "პანათინაიკოსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული მძიმე ფორვარდის, დეშონ ტომასის გადაბირებას ცდილობს, თუმცა მან შეიძლება კარიერა "ტოკიოში" გააგრძელოს.

ვიტორიული კლუბი აგრეთვე მოლაპარაკებას აწარმოებს "ანადოლუ ეფესის" 25 წლის ამერიკელ ლეგიონერ ალეკ პიტერსთან (სიმაღლე 206 სმ).

მკითხველის კომენტარები / 17 /
რატო ვერ ხვდებით იმდენს რო იქ შენგელიამ რო დაგლიჯოს ყველაფერი და გამოაჩენს ქართველები რა ძლიერები ვართ , საქართველოს დროშას რო ააფრიალებს ამხელა ქვეყანაში რავი მე მაგალითად მაგრად გამისწორდება . ყველა რუსზე მაღლა რო დადგება მათივე ქვეყანაში რავიი ჩემი აზრით სასიხარულოა და უფრო პატრიოტობა იქნება ვიდრე თქვენი პატრიოტობა კომენტარების წერით .
ლაშა
03 ივლისი 2020 12:53
1
სამარცხვინოა ეს გადაწ
ყვეტილება შენგელია რა გვარს არცხვენ....რისი დაწერაც მინდა აქ დაბლოკავენ და ამით შემოვიფარგლები
Smouk
03 ივლისი 2020 07:57
4
თოკოს აქვს უფლება აირჩიოს გუნდი, ისევე როგორც მის გულშემატკივარს აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი. არასდროს არ გამოვა სპორტის, ხელოვნების და სხვა სფეროს პოლიტიკისგან გამიჯვნა. თოკოს წარმატებებს ვუსურვებ რა თქმა უნდა, მაგრამ ცსკ-ას და საერთოდ რუსეთის ვერც ერთ კლუბს, იქნება ეს კალათბურთი თუ ფეხბურთი ვერანაირ წარმატებას ვერ ვუსურვებ. პირიქით.....
მალაქია
02 ივლისი 2020 12:59
0
მეორე მსოფლიო ომში გერმანელების ხელით მოიკლა 300 000 ქართული. ამიტომ არცერთმა ქართველმა არ უნდა ითამაშოს გერმანიაში. უფრო მეტიც მე გერმანულ მანქანაშიც არ ვჯდები.ასევეა თურქეთიც იქაც არ უნდა იმუშაოს არცერთმა ქართველმა. არც თურქული პროდუქტი არ უნდა იყიდოს.
ლუიჯი
02 ივლისი 2020 12:45
15
გასაგებია რომ იმდენი შეგნება არ გაქვთ ქვეყნის პრესტიჟზე რომ იფიქროთ მაგრამ შენი ძმა რომ რუსეთ საქართველოს ომს შეწიროდა შენ წახვიდოდი იმ ქვეყანაში სათამაშოდ???????????????????????????? (აღარაფერს ვაბობ იმაზე რომ ცსკ პირდაპირ არმიის კლუბია)
dzialoga
02 ივლისი 2020 11:00
5
ვისაც ძმა ომში დაეღუპა, იმან თავის თავზე აგოს პასუხი. თორნიკეს ეგეთი ტრაგედია არ ქონია და ნუ ცდილობთ თავს მოახვიოთ ეგ უსაგნო აზრები!
თქვენ თუ რაიმე შეგიძლიათ, გააკეთეთ. თუ იმ დონის წარმატებას მიაღწევთ თქვენ საქმეში, რასაც თორნიკემ მიაღწია, შეგიძლიათ რეალურ სიტუაციაში შეაფასოთ მისი ქმედება. ისე კი, ეგეთი კომენტარები სრულიად უსაფუძვლოა!
თომა
02 ივლისი 2020 13:07
12
კი ბატონო რუსეთი ოკუპანტია,მაგრამ აფხაზეთში და სამაჩაბლოში ვინ შევიჭერით ტანკებით 90-იანებში?ჩვენ ხომ,რუსეთის გინებამ რაც მოგვიტანა ვხედავთ სუყველა,გამათხოვრებული ქვეყანა,სამუდამოდ დაკარგული ტერიტორიები და ა.შ.,უნდა გადავიდეს თოკო აბა რა,იმ ფულით რასაც იქ იშოვის ისევ აქ დაეხმარება ბევრ გაჭირვებულს დარწმუნებული ვარ
გარინჩა
02 ივლისი 2020 10:30
25
Shevicherit ras nishnavs? Shen teritoriaze wesrigis damtareba an samamyulo omi shechras nishnavs?
Soso
02 ივლისი 2020 12:14
2
რუსეთში არ წახვიდეო რომ მოუწოდებთ ბასკონიაში თავი უკვე ამოწურა იქ მეტი წინ ვეღარ წავა რეალი ან ბარსელონა რომ იწვევდეს და მაინც რუსეთში მიდიოდეს მაშინ არის საკრიტიკო კალათბურთელის კარიერა არც ისე ხანგრძლივია.
90
02 ივლისი 2020 08:19
14
არავისი საქმე არაა ვინ სად ითამაშებს და ვისთან გააფორმებს კონტრაქტს. ბარემ ისიც აკონტროლეთ ვინ რა ჭამოს და დალიოს.
ვეტერანი ფეხბურთელი
02 ივლისი 2020 01:22
16
ეგ რასაც შეჭამს მანდ გადასვლით, ჩემმა მტერმა აკონტროლოს ....)))
გაიტანეთ გრენლანდია
03 ივლისი 2020 12:25
2
ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა თორნიკეს ტრანსფერს, სპორტის და პოლიტიკის გაიგივება რამდენად სწორია მართლა არ ვიცი, უბრალოდ ფეხბურთის მაგალითი რო ავიღოთ უფრო რბილადაა საქმე არავინ არ საუბრობს ჩვენ ფეხბურთელებზე რომლებიც რუსეთის კლუბებში გამოდიან. ჩემი აზრით უფრო საამაყო იქნება როცა თოკო ტიტულს მოიგებს და რუსუთის ეგრედწოდებულ არმიის გუნდის მიწაზე ქართულ დროშას აღმართავს
Batumi90
01 ივლისი 2020 22:38
21
დავითი. არ ვიცი სპორტში რამდენად ხარ ჩახედული თუმცა გეტყვი რომ ყოფილა ისეთი შემთხვევბი სადაც ქართველ სპორცმენებს ზუსტად იმ რუსეთში რომელსაც შენ გულისხმობ ქართული დროშა უფრიალიათ.. ჯანომ როდესაც როსტოვის შემადგენლობაში თასი მოიგო, აგრეთვე სილომონ კვერკველიამ ლოკომოტივი როდესაც ჩემპიონი გახდა, ეხლა რათქმაუნდა საზოგადოებაში რომ აზრი გაყოფილია ამ საკითხთან დაკავშირებით ფაქტია, სუხიშვილების კონცერტის ჩატარების არ იყოს... თუმცა ადამიანები რომლებიც უარყოფუთად არ არიან განწყობილნი შენგელიას ტრანსფერზე არავისზე ნაკლები პატრიოტები არ არიან.
Batumi90
02 ივლისი 2020 12:38
3
დავითი. არ ვიცი სპორტში რამდენად ხარ ჩახედული თუმცა გეტყვი რომ ყოფილა ისეთი შემთხვევბი სადაც ქართველ სპორცმენებს ზუსტად იმ რუსეთში რომელსაც შენ გულისხმობ ქართული დროშა უფრიალიათ.. ჯანომ როდესაც როსტოვის შემადგენლობაში თასი მოიგო, აგრეთვე სილომონ კვერკველიამ ლოკომოტივი როდესაც ჩემპიონი გახდა, ეხლა რათქმაუნდა საზოგადოებაში რომ აზრი გაყოფილია ამ საკითხთან დაკავშირებით ფაქტია, სუხიშვილების კონცერტის ჩატარების არ იყოს... თუმცა ადამიანები რომლებიც უარყოფუთად არ არიან განწყობილნი შენგელიას ტრანსფერზე არავისზე ნაკლები პატრიოტები არ არიან.
Batumi90
02 ივლისი 2020 12:10
2
ყველა გამოხმაურება
ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!!!!!!!!!
ILIA
01 ივლისი 2020 21:30
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული