matchtv: ცსკა შენგელიას ტრანსფერს ამ კვირაში გამოაცხადებს

AutoSharing Option
რუსული ტელეკომპანია matchtv მოკლედ და კონკრეტულად აანონსებს საქართველოსა და "ბასკონიას" კაპიტან თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას:

"ცსკა-მ "ბასკონიას" ფორვარდ თორნიკე შენგელიასთან პირადი კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმა.

ტრანსფერის შესახებ განცხადება ამ კვირაში გაკეთდება.

ამასთან, "არმიული" კლუბი არ გაუგრძელებს ხელშეკრულებას ანდრეი ვორონცევიჩს".

"ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც ხვალ, 30 ივნისს, "ბარსელონას" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ჯანომ კარიერა რუსეთში პატარაობიდანვე ააწყო და პირიქით დასაფასებელი იყო მისი საქციელი
რომ საქართველოს ნაკრები აირჩია,იმის მიუხედავად შემოთავაზება ქონდა რუსეთის ნაკრებში და განსხვავებას თუ ვერ ხედავ მინიმუმ სათვალე გჭირდება,და კაცმა რომელიც ევროპაში თამაშობდი რუსეთის არმიის გუნდში გადადის და სამარცხვინოა ესეთი კაპიტანი
Smouk
08:01 03-07-2020
0
კარგი იქნებოდა თოკო საერთოდ NBA-ში წასულიყო, მაგრამ რას იზამ ასეა სპორტში კონტრაქტები, ტრანსფერები.. ისე რაღაც არ მახსენდება ჯანო ანანიძეზე ვინმეს ოდესმე ეთქვას მოსკოვის სპარტაკში რატომ თამაშობსო?
papai
12:01 02-07-2020
6

სიახლეები პოპულარული