თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

altარის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა



მკითხველის კომენტარები / 86 /
ნუ გექნება ილუზია, რომ შენს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება!
ფულის გამი, პატრიოტი ადამიანი ოკუპანტის გუნდში არ უნდა გადავიდეს!
მითუმეტეს, რომ მშვენიერ კლუბში და ქვეყანაში ასპარეზობ!
არ დაიწყოთ ეხლა ფულის გამო არა და ბლა ბლა ბლაა....
თორნიკეს
07 ივლისი 2020 11:32
20
ეს მაგრად იცით ფულის გამო ... დიახ, ძალიანაც სასიამოვნოა როცა შენს გაკეთებულ საქმეს გიფასებენ და კარგად გიხდიან, მერე მეორე, ბასკონია ვერასდროს მოიგებს ევროლიგას, ცსკა კი ყოველ წელს ფავორიტია და თოკოსთან ერთად ხო საერთოდ ...
emre
07 ივლისი 2020 11:55
41
კიკუს თემაა. ფულის გამო ყველაფერი მოსულა.
საქარ უპირვ ყოვლ
07 ივლისი 2020 11:04
17
რამდენჯერ მოგიწევს რუსეთის ჰიმნზე დგომა შენ დათვალე და იმედია რასაც მაშინ იგრძნობ იმით მაინც მიხვდები სად წახვედი.
David
07 ივლისი 2020 12:10
9
აი, ამიხსნას ვინმემ, რა პრინციპებიდან გამომდინარე უნდა უგულშემატკივროს ქართველმა ადამიანმა თორნიკე შენგელიას გამო რუსეთის არმიის ცენტრალურ კლუბს? ან რა სამხედრო ჩინ-მედლები ჰკიდია მაგ კალათბურთელს, რომ მის პატრიოტიზმში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ? იომა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სადმე და ჩვენ გამოგვრჩა? სხვა რაში იკვეთება მაგის პატრიოტიზმი?!
klimenti
07 ივლისი 2020 12:12
23
დაიხსომეთ მანქურთებო ერთხელ და სამუდამოდ ის,რომ ყველაფერს რასაც რუსეთი "გვაწვდის",ვიძენთ მსოფლიოში არსებული დადგენილი ფასებით და რუსეთი ჩვენზე მეტად არის დაინტერესებული თავისი ენერგორესურსებისა და სხვა "ხლამის" გასაღებით!!!
ემი-ს და სხვა რუსოფილებს!!!
07 ივლისი 2020 14:59
2
მე აგიხსნი ,კლათბურთი არის სპორტის სახეობა , და არა პოლიტიკური განშტოება , ჩვენი მტერია პუტინი თავისი დუმით და არა რუსი სპორტსმენები და ხალხი, რუსეთიდან გზავნილები გვინდა გაზის და ნავთობი გვინდა , რის უმისოდ ფაქტიურად ვერ ვიარსებებთ, ამაზე არ რატო არ ვიძახით არ გვინდა ამათი არაფერიო , იმიტომ რომ ეს ჩვენ გვინდა და დამოკიდებული ვართ. რას გადაეკიდეთ შენგელიას .ცსკა ევროპის ერთერთი გრანდია ასეა თუ ისე და კალათბურთელისთვის კარიერის კუთხით უკეთეს გუნდში თამაში პრიორიტეტი
ემი
07 ივლისი 2020 13:05
36
ყველა გამოხმაურება
შეიცვლება თოკო, აუცილებლად შეიცვლება და მაგ ფული მიხვდები რომ არ ღირდა ამად. საქართველოში ქუჩაში გავლის დროს, ეკლესიასთან ჩავლის დროს, რაიმეს შენს შესახებ წაკითხვის დროს, მეგობრებში, ნათესავებში და ყველგან ყოველთვის იმ ფიქრში იქნები, რომ ხალხი, ღმერთი, ქვეყანა-ყველა- გსაყვედურობს ღალატისთვის. დიახ, ღალატია საქართველოს ნაკრების კაპიტნის მხრიდან ეს...
ევროპის კალათბურთის ერთ ერთი ცნობილი სახე ხარ და რაღა ეს საღორე აირჩიე...
lasha-გიორგი
07 ივლისი 2020 13:29
10
არ ქნა ეგ გთხოვ, მაგრად მახსოვს მარკოიშვილი რო გადავიდა ცსკა-ში უზომოდ გამიტყდა და ხალხის რეაქციაც ეგეთი იყო, ტიპმა კარიერა დაისრულა. შენც იგივეს ნუ იზამ, გთხოვ!
თოკო
07 ივლისი 2020 11:31
7
ამას რომ ამბობს, თავადაც კარგად ხვდება, რომ შეიცვლება და შეიცვლება აბსოლუტურად სამართლიანად!
ცსკა-ს წევრობა იგივეა, რომ რუსული არმიის რიგებში მყოფმა სროლა დაუწყოს ქართველებს!!!
უშანგი
07 ივლისი 2020 11:25
16
ძაან მიყვარს ეს კალათბურთელი, გამორჩეულია აშკარად და ამაზე ვამყარებთ იმედებს მაგრამ ერთი ფაქტია - რუსული არმიის გუნდში აგრძელებს თამაშს...:(:(:(
sormona
07 ივლისი 2020 10:58
3
აი გუნდის შემადგენლობას რომ შეხედავ, სულ არმიელებითაა დაკომპლექტებული, ხილარდი, ვოიტმანი, ხეკეტი, მილუტინოვი, ჯეიმსი, აი კლაიბერნი საერთოდ არმიის გენერალი ყოფილა. რამდენიმე რუსი თამაშობს და ისინიც სკამზე უნდა იჯდნენ. მაგ მიდგომით ლოკომოტივი რუსეთის რკინიგზის გუნდია, დინამო რუსეთის შსს-ს და ა.შ. მოდი რა პოლიტიკას და სპორტს ნუ აურევთ ერთმანეთში, ბიჭს შანსი აქვს ევროლიგის ჩემპიონი გახდეს და რატომ უნდა თქვას უარი?
სტუმარი
07 ივლისი 2020 11:14
44
წარმოიდგინეთ თქვენი ძმა უსამართლოდ ცემეს და სახლი წაართვეს... თქვენ ბიძაშვილს შვილი მოუკლეს და თვითონ დაჭრეს... თქვენ ნათესავს მოხუცი უიარაღო მშობლები მოუკლეს, ცოლი და ქალიშვილი გააუპატიურეს...
ამის მერე იმ ადამიანებთან მეგობრობა თქვენ რად გაქცევთ???

ახლა შეხედეთ და დაინახეთ, როცა მთელი ევროპა სიამოვნებით მივიღებდი შენ კლუბში, როცა რეალის და ბარსელონას დამრცხებელი კლუბის კაპიტანი და ლიდერი ხარ... და მაინცდამაინც რუსეთში მიდიხარ და ისიც რუსეთის ცენტრალურ სპორტული არმიის კლუბში - მასეთი ადამიანის მიმართ სიბრალული და სიბრაზის გარდა მხოლოდ ზიზღს თუ იგრძნობ, მაგრამ ზიზღი შენვე განადგურება და ამიტომ მასზე მაღლა უნდა იდგეს! მაგრამ სიბრალული და სიბრაზე ვისაც არ გიჩნდებათ, არ ვიცი რა გელაპარაკოთ... ერთი აზერბაიჯანელი მაჩვენეთ სომხურ კლუბში ან პირიქით, ერთი პალესტინელი ებრაულ კლუბში ან პირიქით... აბა ჩვენ რა გვჭირს რატომ არ გვტკივა 300 ათასამდე ნატანჯ-ნაწამები ადამიანის ტკივილი - და-ძმად არ მიგვაჩნია, სკლეროზი გვაქვს თუ რამდენიმე ათეული ათასით მეტი ხელფასის გამო ეპატიება საქართველოს ნაკრების ახალ ლიდერს ეს ჩათლახობა?
პ.ს. ბოლო-ბოლო მამამისიც სპორტსმენი იყო, ახლა უკვე 50-თან ახლოს იქნება და მას მაინც არ რცხვენია???
დავითი
07 ივლისი 2020 13:21
4
რატომ თურქეთთან და ირანთან დაკავშირებით არ გიჩნდებათ ეს პატრიოტული გრძნობები, ბოლოსდაბოლოს, ირანში ჩვენი დედოფალი საქვეყნოდ აწამეს!!! მაშინ გამოვეთიშოთ მსოფლიოს, ჩავიკეტოთ ჩვენ ტყავში და წარვუდგინოთ პრეტენზიები ხან ერთ ქვეყანას, ხან მეორეს, ალბათ ესაა პატრიოტიზმი
!!!
07 ივლისი 2020 13:36
25
რა თქმა უნდა შეიცვლება. სათამაშოდ გუნდები დაილია თუ ვინმე უარს იტყვის თქვენნაირ პროფესიონალზე.
მაია
07 ივლისი 2020 11:18
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული