თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

altარის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა



მკითხველის კომენტარები / 86 /
შეიცვლება დამოკიდებულება თორნიკე, შეიცვლება და მერე როგორ. წითელ ნაჭერს რო აუფრიალებ დაჭრილ ხარს, აი მაგას უშვრები შენ ეხლა საქართველოს და ვერც ხვდები.
თევდორე
11:57 09-07-2020
0
რა თქმა უნდა რომ გადავიდეს იმიტომ რომ თორნიკე 20 წლის აღარაა და მაქსიმუმ რამდენიმე წელიწადი აქვს დარჩენილი უმაღლეს დონეზე. ცსკა მოწონს ეს ვინმეს თუ არა ევროპული კალათბურთის გრანდია და ევრო-ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი.რაც შეეხება პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ რომ ვინც აქ თორნიკეს მოღალატეს და ათას სისაძაგლეს უძახის, სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ფანია. და თქვენი დორბლიანი ბელადი, რომელიც მაიმში მილიონიან აპარტამენტებს ყიდულობს თავის პირად კეთილდღეობაზე არ ფიქრობს და ქვეყნის მომავალზე ფიქრში ათენებს და აღამებს არა? რუსულ კლუბში მილიონებზე უარის თქმა კი არა, ამ ურა პატრიოტებს, რუსის კაი ნაშა რო დაანახო ვერ მიასწრებ, ეგრევე დაავიწყდებათ აფხაზეთიც და ცხინვალიც.
ირაკლი
23:40 08-07-2020
9

სიახლეები პოპულარული