თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

altარის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა



მკითხველის კომენტარები / 86 /
ბიჭოოო რამდენი ფანი ყოლია ამ რუსეთში გადაბარგებას და ამის გაპრავებას:დდდდ ბასკონია თუ ვერ მოიგებდა რეალ მადრიდი ხო მოიგებდა ?? ანდა ამერიკაშიც წავიდოდა ბასკონიაც ხელწამოსაკრავი გუნდი. არა მე მოვიგე წელს ესპნეთის ჩემპიონატი. მოკლედ რუსეთს წესით საქართველოს ჩემპიონატში კარიერის გაგრძელება გერჩივნოს ქართველ კაცს. კაი აღარაა თუ რა? გამოიყვანწნ ახლა ცსკას მადიდებლელები მსოფლიოს ნ1 გუნდად. ვაი საქართველო მართლა
Haaland
07 ივლისი 2020 12:55
7
ისეთი გაორებული რეაქცია ქართველი სპორტსმენის არცერთ ტრანსფერზე არ მქონია, ვერც კი გადმოვცემ კომენტარში...სიტყვებით არ შემიძლია აღვწერო...დაილოცოს ღმერთის სამართალი.
emigranti
07 ივლისი 2020 12:53
8
ტყუილი იმედია!
ლევანი
07 ივლისი 2020 12:49
3
ანწუხელიძემ ქვეყანა სიცოცხლის სანაცვლოდ არ გაცვალა!
საქართველოს დროშის მიფურთხებაზე და მუხლებზე დგომაზე, გმირმა უარი განაცხადა და დახვრიტეს, დახვრიტა იმ შენმა ცსკას დამფინასებელმა არმიამ, პირადად ნაძირალა შოიგუს ბრძანებით.
აქ კიდე ვაი პატრიოტები გაიძახიან ლიგის თასს მოიგებსო.
გამოდის, რომ თორნიკეც და თქვენც რაღაც ლითონის ჯართზე მარტივად ცვლით ქვეყანას!
პირადა მე, თუ ცსკაში გადახვედი პირველსავე თამაშში გისურვებ მიგეღოს უმძიმესი ტრავმა, რომ კალათბურთი ვერასოდეს ითამაშო! ისე 100 წელი ჯანმრთელად გეცოცხლოს.
სამწუხაროდ!
07 ივლისი 2020 12:41
12
ასეთ სიბოროტეს, რაც შენ დაწერე, ვერავითარი ანწუხელიძით ვერ გაამართლებ!!!! უბოროტესი "ადამიანი" ხარ!!!!!
ეკა
07 ივლისი 2020 14:54
18
ეგ ომი მაკკეინმა დააწყებინა მიშას, როცა დარწმუნებით იცოდა, რაც მოყვებოდა ამას, უნდოდა "ენახვებინა ყველასთვის, ვინ იყო რუსეთი", გეგონება არ ვიცოდით! და ამერიკელებთან რატომ არა გაქვთ პრეტენზიები?????
999999
07 ივლისი 2020 14:30
19
შემდეგი გუნდი სოხუმის "აფსუა" იქნება სადაც გვასახელებს
დათო
07 ივლისი 2020 12:34
7
ვინ უფრო გიყვარს? პუტინი, ლავროვი თუ გავრილობი? ტფუი
roma bejanidze
07 ივლისი 2020 12:24
10
მესმის იმ სეგმენტის ვისაც კონკრეტულად გუნდის სახელწოდება ,, არმია" აღიზიანებს მაგრამ რაც არ უნდა იყოს შეცდომად მიმაჩნია მისი სპორტული არჩევნისა და პატრიოტიზმის სასწორზე დაყენება... მე მის პატრიოტიზმში დარწმუნებული ვარ 1000000000 % ით... თოკო რაც არ უნდა მოხდეს ჩვენთვია პრიორიტეტული საქართველოს ნაკრებია... და დარუნებული ვარ ამ ევროპაზე უძლიერეს ფორმაში შეხვდები და დიდი წარმატების მოტანას შეძლებ ნაკრებში...წარმატებები!!!! გვიყვარხარ თან ძალიაან!!!
მევარმე
07 ივლისი 2020 12:21
35
ვაიპატრიოტები ის იქნება ვინც შენგელიას ნებისმიერ გადაწყვეტილებას გააპროტესტებ. სხვის საქმეში ბრძენობა არ გინდათ რა. სპორტს და პოლიტიკას ნუ ურევთ ერთმანეთში, არც მე მინდა რომ გადავიდეს რუსულ კლუბში მაგრამ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვუბალეშიკებ.
MISTERIK
07 ივლისი 2020 12:14
35
აი, ამიხსნას ვინმემ, რა პრინციპებიდან გამომდინარე უნდა უგულშემატკივროს ქართველმა ადამიანმა თორნიკე შენგელიას გამო რუსეთის არმიის ცენტრალურ კლუბს? ან რა სამხედრო ჩინ-მედლები ჰკიდია მაგ კალათბურთელს, რომ მის პატრიოტიზმში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ? იომა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სადმე და ჩვენ გამოგვრჩა? სხვა რაში იკვეთება მაგის პატრიოტიზმი?!
klimenti
07 ივლისი 2020 12:12
23
დაიხსომეთ მანქურთებო ერთხელ და სამუდამოდ ის,რომ ყველაფერს რასაც რუსეთი "გვაწვდის",ვიძენთ მსოფლიოში არსებული დადგენილი ფასებით და რუსეთი ჩვენზე მეტად არის დაინტერესებული თავისი ენერგორესურსებისა და სხვა "ხლამის" გასაღებით!!!
ემი-ს და სხვა რუსოფილებს!!!
07 ივლისი 2020 14:59
2
მე აგიხსნი ,კლათბურთი არის სპორტის სახეობა , და არა პოლიტიკური განშტოება , ჩვენი მტერია პუტინი თავისი დუმით და არა რუსი სპორტსმენები და ხალხი, რუსეთიდან გზავნილები გვინდა გაზის და ნავთობი გვინდა , რის უმისოდ ფაქტიურად ვერ ვიარსებებთ, ამაზე არ რატო არ ვიძახით არ გვინდა ამათი არაფერიო , იმიტომ რომ ეს ჩვენ გვინდა და დამოკიდებული ვართ. რას გადაეკიდეთ შენგელიას .ცსკა ევროპის ერთერთი გრანდია ასეა თუ ისე და კალათბურთელისთვის კარიერის კუთხით უკეთეს გუნდში თამაში პრიორიტეტი
ემი
07 ივლისი 2020 13:05
36
ყველა გამოხმაურება
თოკო NBA-ში რო დაბრუნდე ამაზე გეფიქრა,ევროპაში ამ დაცვით და ძალისმიერ ლიგებში დაფრინავდი და არ მგონია იქ გაგიჭირდეს,სადაც უნდა ითამაშო ყოველთვის გიბალეშიკებ,წარმატებები!
მირო
07 ივლისი 2020 12:11
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული