თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

altარის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა



მკითხველის კომენტარები / 86 /
ნუ გექნება ილუზია, რომ შენს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება!
ფულის გამი, პატრიოტი ადამიანი ოკუპანტის გუნდში არ უნდა გადავიდეს!
მითუმეტეს, რომ მშვენიერ კლუბში და ქვეყანაში ასპარეზობ!
არ დაიწყოთ ეხლა ფულის გამო არა და ბლა ბლა ბლაა....
თორნიკეს
11:32 07-07-2020
20
კიკუს თემაა. ფულის გამო ყველაფერი მოსულა.
საქარ უპირვ ყოვლ
11:04 07-07-2020
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული