"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
წარმატებები თოკო დაიკიდე უაზრო შეფასებები , მთავრობა პრპრუსი გვყავს და შენზე რა აჯანყდნენ ასე ვერ გავიგე
ნუგო
09 ივლისი 2020 13:44
35
მოდით თორნიკეს აჩვენეთ ყველა პატრიოტმა თქვენ როგორ მოიქცეოდით. უარი თქვით რუსულ გაზზე და არ მოიხმაროთ გაზი და მიეცით მაგალითი თოკოს.აჩვენეთ რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.ტყუილი ბრახა ბრუხი რომ მე არ გადავიდიო ყინულზე წერია,ჯერ თოკოს დონის სპორტსმენი უნდა გახდე,მერე ცსკამ უნდა დაგიძახოს და მერე უნდა უარი თქვა! ისე ლაპარაკი ცარიელი სიტყვებია.ამიტომ თქვით უარი რუსული გაზის მოხმარებაზე,გააკეთეთ ის რაც ყველაზე ადვილად შეგიძლიათ და მერე დანარჩენზე ვილაპარაკოთ.აზარალეთ გაზპრომი იმით რითაც შეგიძლიათ. გაზპრომია პირველი დამფინანსებელი რუსული არმიის და ყველა უბედურების რაც საქართველოს რუსეთმა დაატეხა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ (ვითომ)პატრიოტებო უარი თქვით გაზპრომის გამდიდრებაზე და ნუ მოიხმართ რუსულ გაზზს!
ლ.გიო
09 ივლისი 2020 13:43
38
შენ ისიც არ გცოდნია ყაზახეთის და აზერბაიჯანის გაზს, რომ მოიხმარ.
რა რუსის გაზი?
09 ივლისი 2020 15:10
5
გილოცავთ, თოკო, მრავალი გულშემატკივრის სახელით!!!

მრავალი გამარჯვება და ტიტული მოგეპოვებინოს შენი თავისა და პირველ რიგში საქართველოს სახელის სადიდებლად!!! ეს კარგი საშუალებაა რუსეთს აჩვენო, რანი ვართ ქართველნი და საქართველო!

საქართველოს დროშა ევროლიგის გამარჯვების დროსაც გეფრიალებინოს, როგორც ამას წინათ გააკეთე!!!

კლავიატურის ვაიპატრიოტებს კი (დიდგორობის დღესასწსაულად დაწესებაზე რომ ხმას არ იღებენ) ყურადღებას ნუ მიაქცევ.
ჯანო
09 ივლისი 2020 13:40
42
ეს კალათბურთელი ამ ფაქტის მერე საშინლად შემიყვარადა ... ლიბერალების და მათი შახიდების აზრი რო დაიკიდა ფეხებზე .... აქ ზოგი ისეთ კომენტარს წერთ იშიფრავთ თავებს ))) ცხოვრებაში ჭიქა არ აგიწევიათ ხელში და ქართველობას ასწავლით ამ კაცს
თოკოს ვენაცვალე
09 ივლისი 2020 13:39
47
ალბათ ყველა ხვდებით გორგოძე როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში.
David
09 ივლისი 2020 13:35
16
"მე არ მოვიხმარ გაზპრომის გაზს!

ყველა მოღალატე ხართ ვინც გაზპრომის გაზით თბებით და საჭმელს აკეთებთ. მირჩევნია გავიყინო და ცივი საჭმელი ვჭამო!

მხოლოდ მოღალატე თუ გადაუხდის ოკუპანტი ქვეყნის მთავარ დამფინანსებელ ორგანიზაციას ათმაგ ფასს გაზში და კიდევ მეტად გაამდიდრებს."

namdvili patrioti
09 ივლისი 2020 14:24
16
გააკეთა რაც გააკეთა! მორჩა და გათავდა! რას წაჭამეთ ტვინი! სპორტია თუ ომია ვერ გავიგე!
მწვრთნელი
09 ივლისი 2020 13:35
61
ომია ომი. სპორტიც ომია როცა ოკუპანტი ქვეყნის არმიის გუნდის ღირსაბას იცავ!
ქომაგი
09 ივლისი 2020 14:04
8
თორნიკეს ვინც ლანძღავთ დაჩექინდით 2008 წლის აგვისტოში სად იყავით,თუ პატარები ხართ,მამებს ჰკითხეთ სად იყვნენ. ვინც წითელ ხიდთან იყავით საცობში,რომ ხმა აღარ ამოიღოთ მაინც
საქართველო
09 ივლისი 2020 13:40
42
ამდენი უარყოფითი კომენტარი რა უბედურებაა? რამდენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს რუსულ კლუბებში, თუ თორნიკე პირველი ქართველია ვინც რუსეთში გააგრძელებს სპორტულ კარიერას?
sport
09 ივლისი 2020 13:35
48
მერჩივნა „ლეიკერსში“ მენახე,მაგრამ რაც არი ეს არი...წარმატებებს გისურვებ და იმედების გამართლებას!!!
Jordan Beli
09 ივლისი 2020 13:32
34
არაფერ შეურაწყოფას არ ვწერ რატო მიბლოკავთ?
თავს დავდებ ლიანდაგებზე რო აქ ვინც აკომენტარებს პონტი რო ქონდეთ 2000 ლარიანი ხელფასის ცსკაში კი არა კრემლში წავლენ სტაჟირებაზე და კრასნადარებში და ვოლგოგრადებში წავლენ უკან მოუხედავად :))
ყველამ თავის გულში ჩაიხედოს ))
sm
09 ივლისი 2020 13:29
40
ეგრე ზუსტად საიდან იცით? ეტყობა ვინც ესეთ რამეებს წერს სუყველა წინ რიგებშია ნაომარი რუსებთან და ეგ გაძლევთ მაგის თქმის უფლებას.
ან ეს ამდენი ვეტერანი საიდან მოგროვდით ამ საიტზე სხვებს რო უწერთ ნიშნის მოგებით "აგვისტოში სად იყავით" და მისთანანი, სუყველა იქ როგორ იყავით?
saidan
09 ივლისი 2020 14:05
8
მალადეც შენგელია! ისევე დაგიკიდებს ქართველი გულშემატკივარი, როგორც შენ დაგვიკიდე!
ალექსანდრე
09 ივლისი 2020 13:28
25
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული