ფოტო: facebook.com/cskabasket/
მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.
"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.
საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.
NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.
"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:
"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
მრავალი გამარჯვება და ტიტული მოგეპოვებინოს შენი თავისა და პირველ რიგში საქართველოს სახელის სადიდებლად!!! ეს კარგი საშუალებაა რუსეთს აჩვენო, რანი ვართ ქართველნი და საქართველო!
საქართველოს დროშა ევროლიგის გამარჯვების დროსაც გეფრიალებინოს, როგორც ამას წინათ გააკეთე!!!
კლავიატურის ვაიპატრიოტებს კი (დიდგორობის დღესასწსაულად დაწესებაზე რომ ხმას არ იღებენ) ყურადღებას ნუ მიაქცევ.
ყველა მოღალატე ხართ ვინც გაზპრომის გაზით თბებით და საჭმელს აკეთებთ. მირჩევნია გავიყინო და ცივი საჭმელი ვჭამო!
მხოლოდ მოღალატე თუ გადაუხდის ოკუპანტი ქვეყნის მთავარ დამფინანსებელ ორგანიზაციას ათმაგ ფასს გაზში და კიდევ მეტად გაამდიდრებს."
თავს დავდებ ლიანდაგებზე რო აქ ვინც აკომენტარებს პონტი რო ქონდეთ 2000 ლარიანი ხელფასის ცსკაში კი არა კრემლში წავლენ სტაჟირებაზე და კრასნადარებში და ვოლგოგრადებში წავლენ უკან მოუხედავად :))
ყველამ თავის გულში ჩაიხედოს ))
ან ეს ამდენი ვეტერანი საიდან მოგროვდით ამ საიტზე სხვებს რო უწერთ ნიშნის მოგებით "აგვისტოში სად იყავით" და მისთანანი, სუყველა იქ როგორ იყავით?