ფოტო: facebook.com/cskabasket/
მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.
"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.
საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.
NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.
"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:
"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
საქართველოს მტერთან გადახვედი, ეროვნული გუნდის კაპიტანი?
გეორგიევსკის ბაფთის მკერდზე გაკეთება არ დაგავიწყდეს, მავოზლეუმშიც მიდი და პატივი მიაგეს ბელადის გვამს.
გასაგებია რომ სპორტიც პოლიტიკაა, მაგრამ, თოკო ჩვენია, ბევრი ქართველი საზღვარგარეთ ჩვენია.. ჩვენი ბრალია რაც გვჭირს, ხინკალის ჭამის და ღვინოს სმის მეტი არაფერი შეგვიქნია, რამდენი ქართველია უკვე არაქართველი? ბევრი.. ვისი ბრალია? ჩვენ არავართ ღირსი საქართველოსი... რუსი თუ თურქი ჩვენ უკვე ყველამ გვაჯობა... ყველას ჩვენი ხოცვა უნდოდა.. და თუ ჩვენ ვერ ვივარგეთ, არა თოკოს ბრალია და ჭავჭავაძის... !) მოდით ჯერ ქართველიბა გავიხსენოთ, მომავალი თაიბა გავზარდოთ და მერე დავიწყოთ ქართველობაზე ლაპარაკი! პილიტიკა ბინძური საქმეა და სპორტიც ასე მოევლინა უკვე 21 საუკუნეს! ასე რომ, ჩვენი შვილები არა რუსეთში და თურკეთში უნდა ავღზარდოთ , გეყოფათ ქურდობა, ერთმანეთის გინება, და არ იქბება მაშინ იმის პრობლემა ვინ სად ითამაშებს და ვინ სად რას მღერის !! მე ემიგრანტი ვარ, ვცხოვრობდი 20 წელი რუსეთში, მე არ მიყვარს მათი კულტურა, მათი ტრადიციები, და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე ქართული სული მაქ, ქართული ენა მიყვარს, ქართული ჰავა მჭირდება, მარა, ვინ აიძულა ჩემ ოჯახს წასვლა საქართველოდან? ომმა 1992 წელს, ვისი ბრალია? ჩვენი ჩემო ქართველნო, გული კი მტკივა, რო გარუსებულია ბევრნი... და როდის ვნახავ ჩემ საქართველოს... მარა რეალობა საშინელია... რა დაემართა დიდი ილიას ერს, სად დავკარგეთ დავითის საქართველო?!! სადაა კონსტანტინეს დიდი მარჯვენა?! რას ვშვებით ქართველნო?!!
ნუ შეჭამთ ერთმანეთს ძმებო... !!!!
აბაზანის ტესტი
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიზიტის დროს ერთ-ერთმა ვიზიტორმა მიმართა დირექტორს:
- რა არის კრიტერიუმი, რომლითაც ისინი წყვეტენ, ვინ უნდა იყოს საავადმყოფოში?
დირექტორმა უპასუხა:
- ჩვენ ვასხამთ აბაზანაში წყალს და ვთავაზობთ პაციენტს კოვზს, ჭიქას და ვედროს. ვთხოვთ, რომ დაცალონ აბაზანა. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ გადაწყვეტს იგი მის დაცლას, ჩვენ გადავწყვეტთ მის ჰოსპიტალიზაციას.
- აჰ! გასაგებია.
- ნორმალურმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს ვედრო, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ჭიქა და კოვზი, - თქვა სტუმარმა.
- არა! უპასუხა დირექტორმა.
- ჩვეულებრივი ადამიანი ხსნის გადინების საცობს.
- რა გირჩევნია?
კერძო თუ საერთო ოთახი?
ზოგჯერ ცხოვრებას უფრო მეტი ვარიანტი აქვს, ვიდრე გთავაზობთ, უბრალოდ დააკვირდით მათ.