ფოტო: facebook.com/cskabasket/
მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.
"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.
საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.
NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.
"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:
"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
1. ნებაყოფლობით გადადგეს ნაკრების კაპიტნობიდან (თუკი შერჩა ღირსება და თავმდაბლობა) და ნაკრებში მაღალი დონის, რეგულარული თამაშით გამოისყიდოს "დანაშაული" - ამ შემთხვევაში მზად ვართ მივიღოთ მისი ეს გადაწყვეტილება, ხოლო თუკი კუდაბზიკობას დაიწყებს და იტყვის, არაფერი მჭირს ასახსნელიო და არც კაპიტნობაზე იტყვის უარს, მაშინ უნდა მოიკვეთოს ნაკრებიდან - წინააღმდეგ შემთხვევაში, კალათბურთის ფედერაციასა და მას პირადად ნაკრების ფანები მოვუწყობთ ობსტრუქციას!
თან იმას დავამატებ წინა კომენტარს , რომ ქართველ გულშემატკივარს არა მარტო თავისი ცსკაში გადასვლით მიაყენა შეურაცხყოფა არამედ რუსების თვალში ისე გამოვიდა რომ მათი ფულის გამო სულ ფეხებზე დაიკიდა ქართველი გულშემატკივარი !!!