საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და ცსკა-ს მოთამაშემ თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში გადასვლის საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. თორნიკეს თქმით, მედია საშუალებები ყურადღებას არ ამახვილებდნენ მის კონტრაქტზე, რომელსაც მნიშვნელოვანი დეტალები გააჩნია. თორნიკემ ამ ყველაფერზე რადიო ჯორჯიან თაიმსთან ისაუბრა.
"პირველ რიგში მინდა ყველაფერს სპორტული დატვირთვა ჰქონდეს. ცსკა ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის. აქედან გამომდინარე მე რომ ევროლიგა მოვიგო უახლოეს წლებში, ამის შანსი არის უდიდესი. შესაბამისად, ეს მიმჩნია წინ გადადგმულ ნაბიჯად სპორტული კარიერის თვალსაზრისით. იყო სხვა მიზეზებიც რატომაც გადავედი, მაგრამ მათი თქმა თავის მართლებად მიმაჩნია, რისგანაც
თავს ვიკავებ.
მე ძალიან გული დამწყდება თუ ცსკა-ში გადასვლით ხალხს გული დავწყვიტე, ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. პირიქით, ყველა ჩემ ნაბიჯს წარმატებისთვის და ქართველი ხალხის სასახელოდ ვდგამ.
ქართულ დროშას ყველგან ავაფრიალებ, სადაც არ უნდა ვიყო, სადაც საშუალება მომეცემა ამას ყოველთვის ვიზამ.
იყო რაღაცები, რაც მედიამ არ აღნიშნა და ეს საწყენია. ცსკა-ს პრეზიდენტის განცხადებაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. მპლაპარაკებების დაწყების წინ ყველაზე მთავარი რაც იყო ის განისაზღვრა პირველ რიგში: როცა იქნება ნაკრების თამაში, მე გამოშვებაზე პრობლემა არ უნდა შემექმნას. ჩემთვის რთული იყო საქართველოს ნაკრების თამაშები ტელევიზორიდან მეყურა.
თუ ჩემთვის შემოთავაზება იქნება NBA-დან და ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს შემოთავაზება უკეთესი იქნება, აუცილებლად გადავალ. ცსკა-სთან კონტრაქტში ის პუნქტიც არის გათვალისწინებული, რომ მე ყოველ ზაფხულს შემიძლია გუნდის დატოვება."
გომელსკი: შენგელიას სტაბილური სროლა არა აქვს, სამაგიეროდ სხვა პლუსები გააჩნია
შოთა არველაძე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე: მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას
უუუჰჰჰჰ... აქ იმდენი აზრი და შფოთი ირევა თავში, დალაგება მიჭირს... მთავარი კი მაინც ის მგონია, რომ ე.წ. აპოლიტიკურობის აპოლოგეტებმა ერთი ფრიად პოლიტიკური ლოზუნგი შემოგვატყუეს და ჩვენც სახელდახელოდ ავიტაცეთ განსახილველად... ყბადაღებულ თემაზე, - პოლიტიკისგან სპორტის (თუ პირიქით) გამიჯვნაზე მოგახსენებთ. ანუ, ეს რუსებმა აურიონ ერთმანეთში, მაგაში მაინც ბადალი არ ჰყავთ, ჩვენ კი მაგ საძრახის საქციელს გავემიჯნოთ და ორთავეში ცალ-ცალკე ვივაჟკაცოთ, წინ ვინ დაგვიდგებაო... მოკლედ, რუსები თუ ჭადრაკს გვეთამაშებიან ჯოკერის პრინციპით, ჩვენც ავდგეთ და რაგბი ვებურთაოთ ქართული ჭიდაობის ილეთებითაო... არ ვიცი, ამ აჯაფსანდალში ვისი აჯობებს, მაგრამ როგორ გინდა პოლიტიკა არ დაინახო და მხოლოდ სპორტული ინტერესი განჭვრიტო რუსების საქციელში, როცა ნაკრების კაპიტანს და ლამის ეროვნულ სიამაყეს ასე ფუკასავით აგაცლიან და სამაგიეროდ თუ მავანმა ქართული ღვინით შეზარხოშებულმა რუსმა ტურისტმა ხინკალი და ხაჭაპური შეგვიქო (მამა უცხონდათ, ვითომ რატომ უნდა დაგვიწუნონ), სიხარულისგან უნდა ავჭყლოპინდეთ და ქუდი ჭერში ვკრათ - ხედავთ, ხალხო, ისევ ვუყვართ და უჩვენოდ ვერა ძლებენო... აეგეთ გამიჯვნაში, სპორტის რა გითხრათ და პოლიტიკაში კი იმაზე მეტადაც ჩავიქაქავთ, ვინემ აქობამდე მოგვისწრია და გინდ, მომკალით, მე ეგეთ აპოლიტიკურობას ვერ გეახლებით... რუსებმა მშვენივრად იცოდნენ, რა რეაქციაც გვექნებოდა, ამის თვალსაჩინო მაგალითიც ჰქონდათ უკრაინელი რაკიცკის "შახტარ"-იდან "ზენიტ"-ში გადასვლის სახით (ის არც ნაკრების კაპიტანი ყოფილა და უკრაინელებმაც უმტკივნეულოდ მოკვეთეს) და ჩვეულ შოვინისტურ სტილში ჭკუის დარიგებაც არ დაგვამადლეს - თქვენი კაპიტანი ჩვენი რიგითი გახდა და ახლა ჰაერებს თუღა შეარხევთო... მოდი და აქ პოლიტიკას ნუ დაინახავ... რუსები სპორტიდან მოგისინჯავენ კბილს, თუ - ბალეტიდან, მინიმუმ ის მაინც უნდა გახსოვდეს, რომ მტერთან გაქვს საქმე და ეგ მტერი კიდევ დღენიადაგ საბჭოთა იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს... საამისოდ შენი ეროვნული გრძნობების დაკნინება და დამცირება სჭირდება ნებისმიერ ფასად, სხვაგვარად ვერას გახდება, სხვაგვარად სხვა ფასის გადახდა მოუწევს და იქნებ, არც უღირდეს... თუმცა მთელი აღმოსავლეთ ევროპა მაინც ეჭვობს, რომ იქნებ უღირდეს კიდეც, შიშით აკვირდებიან პუტინის ამბიციურად მომძლავრებულ მადას და საკუთარი საზღვრების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ გამალებულნი... და ჩვენ?!... ჩვენ ამ ელემენტარულ გამოცდას ვერ გავუძელით... ვერ გავუძელით, რადგან რუსებმა საწადელს მარტივად მიაღწიეს - ერი კიდევ ერთხელ გაიხლიჩა, შენგელიაზე მეტად ერთმანეთი ვლანძღეთ და ლაფში ვსვარეთ, ქართველი ისევ აბორგდა ქართველის წინააღმდეგ და ახლა მომხრე-მოწინააღმდეგეებს ვითვლით სპორტის სასხლეში მოსალოდნელი "რაზბორკ"-ს წინ... ამაზე რუსულ საქმეს რომელი ტანკით გააკეთებდნენ რუსები?!... ან რა ფასს არ გადაიხდიდნენ თუნდაც იმ კომენტარებში, რომლებშიც ერთმანეთს ვაძახებდით, ვინ რომელ ხიდზე გავრბოდით 2008 წლის აგვისტოში და რეალურად კი მცხეთამდე მოსულ რუსულ ტანკებს მხოლოდ სულმნათი ილიას ძეგლიღა დაუხვდა ეულად, კვარხლბეკზეფილებაყრილი და მინგრეულ-მონგრეული კიბის საფეხურებით... კიდევ კარგი, რომ "ჩესტი" ვერ აუღო რუსული დუმის დეპუტატმა და თბილისისკენ ვერ გამოუძღვა... ვაი ჩვენს დღეს და ვაი ჩვენს იმედად დაგდებულ ქვეყანას... ვაის ვუიც ემატება, იმიტომ, რომ დღეს რომ მოეპრიანოთ რუსებს ტანკების დაძვრა, იმაზე მეტი მომხრე ეყოლებათ, ვინემ 2008-ში ჰყავდათ... იმიტომ რომ არაფერს ვსწავლობთ, არაფრისთვის ვემზადებით და რუსულ ჰიბრიდულ თუ ვირეშმაკულად საინფორმაციო ომს ერთმანეთის ლანძღვის მეტს ვერაფერს ვუპირისპირებთ ვერც ერი და ვერც - ბერი... ჰო, ერისაცა ვთქვათ - ჩვენი ყოველთვის ბობოქარი და შეოპოვარი ერისკაცნი, რატომღაც უჩვეულო წინდახედულობითა და შორსმჭვრეტელი გატრუნულობით შეხვდნენ შენგელიას გარშემო აგორებულ სატრანსფერო სკანდალს და მთელს პოზიცია-ოპოზიციაში მხოლოდ ყველასგან აბუჩად აგდებულ პრეზიდენტს ეყო გამბედაობა, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, ეტყობა, დიპლომატიურმა ალღომ უმტყუნა და ვეღარ მოახერხა პოლიტიკისაგან სპორტის გამიჯვნა... სამაგიეროდ კალათბურთის ფედერაციამ ისეთი კომკავშირული განცხადება გამოაცხო, ვგონებ, რუსებს უკვე ჯიბეში უნდა ვეგულებოდეთ სრულიად საქართველო, რადგან ფედერაციის ჩინოვნიკები ზემოთ შეუთანხმებლად ვერც ვერაფერს ბედავენ და ვეჭვობ, საამისო მოცლა და სურვილი ჰქონდეთ... ნუ, თავისთავად მადლობის მეტი არა გვეთქმის რა შორეული უზბეკიდან შოთი არველაძის ბრძნული გამოხმაურების გამო... თემურ ლენგის სამშობლოში საფუძვლიანად დამკვიდრებულმა და სამართლიანად წარმატებულმა მწვრთნელმა "ერთიანი ტაქტიკისა და წითელი ხაზების" შექმნის აუცილებლობა შეგვახსენა... ალილუია!!! ვისაც ახსოვს, აეგ ერთიანი სტანდარტი, ჩვენ რომ დღემდე მივტირით, იმ ბალტიისპირელებს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჰქონდათ შემუშავებული და იმაში გამოიხატებოდა, რომ მათ ქვეყანაში ჩასულ სტუმარსა თუ ტურისტს ცოცხალი თავით რუსულად არ ესაუბრებოდნენ სულაც რომ ყირაზე გევლო, ქართველი იქნებოდი, თუ - ბანგლადეშელი...ჩვენ ახლაღა დავფიქრდით ამაზე ( ვაააბშე-ტა, ან დავფიქრდით და ან - არა), თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს... ერთი ეგაა, რომ ძალიან გაგვიჭირდება მულტიმილიონერი სპორტსმენებისა თუ იმპერატორის კარზე მიღებული ხელოვანებისა და რუსეთში ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილი ქართველების ერთიან სტანდარტში ჩასმა და ერთი არშინით გაზომვა... აქ ყველამ საკუთარი სინდისითა და საკუთარი გულის კარნახით უნდა დავიწესოთ სტანდარტებიცა და წითელი ხაზებიც, მზა ფორმულა რომ არსებობდეს, ნემსის ყუნწში გავძვრებოდით და განვადებით მაინც გამოვიტანდით... ეეეეჰ, მაინც ამემღვრა გონება და გავუტიე ჩემებურადა... ბოდიში, ბატონებო, შევეცდები, მეტად აღარ გაგაბეზროთ... ნუ, მინიმუმ იმ დრომდე მაინც, სანამ ლაშა ტალახაძე არ გააფორმებს კონტრაქტს ისლამურ სახელმწიფოსთან...
როცა სკოლაში კლასი შატალოზე მიდის და ერთი ადამიანი დარჩება კლასიდან, ეს ამ ერთი ადამიანის პრობლემა არის, ხოლო თუ კლასიდან რამდენიმე ადამიანი დარჩა კლასში, ეს უკვე კლასის პრობლემაა.
შენგელია არ არის ერთადერთი სპორტსმენი რომელიც რუსეთში ითამაშებს და შესაბამისად პრობლემა ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ და არა რომელიმე ერთ ადამიანში...
კლუბის დასუსტება კაია. ეგ ნაკრების გამორჩეული კალათბურთელი და კაპიტანია. ცნობილი მთელ ევროპაში როგრც ქართველი კალათბურთელი, რომლითაც ვამაყობდით ყველანი. ახლა მან მტრის გუნდს გამარჯვებაში უნდა დაეხმაროს და თან გაიხაროს მათი გამარჯვებით. მე ყოველთვის მაგ გუნდის მეტოქრს ვქომაგობდი და ახლა მაგის გულისათვის როგორ ვუქომაგო მაგათ? ვინც გიყვარს მისგანაა უფრო გუდასაწყვეტი ასეთი რამ. სიყვარულიდან ზიზღამდე სულ ერთი ნაბიჯია. ამიტომ უნდა გაეგო ჩვენი ხმა როცა ვთხოვდით არ გადასულიყო. მიხვდი ცოტას თუ ვერა?