თორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და ცსკა-ს მოთამაშემ თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში გადასვლის საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. თორნიკეს თქმით, მედია საშუალებები ყურადღებას არ ამახვილებდნენ მის კონტრაქტზე, რომელსაც მნიშვნელოვანი დეტალები გააჩნია. თორნიკემ ამ ყველაფერზე რადიო ჯორჯიან თაიმსთან ისაუბრა.

"პირველ რიგში მინდა ყველაფერს სპორტული დატვირთვა ჰქონდეს. ცსკა ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის. აქედან გამომდინარე მე რომ ევროლიგა მოვიგო უახლოეს წლებში, ამის შანსი არის უდიდესი. შესაბამისად, ეს მიმჩნია წინ გადადგმულ ნაბიჯად სპორტული კარიერის თვალსაზრისით. იყო სხვა მიზეზებიც რატომაც გადავედი, მაგრამ მათი თქმა თავის მართლებად მიმაჩნია, რისგანაც
თავს ვიკავებ.

მე ძალიან გული დამწყდება თუ ცსკა-ში გადასვლით ხალხს გული დავწყვიტე, ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. პირიქით, ყველა ჩემ ნაბიჯს წარმატებისთვის და ქართველი ხალხის სასახელოდ ვდგამ.

ქართულ დროშას ყველგან ავაფრიალებ, სადაც არ უნდა ვიყო, სადაც საშუალება მომეცემა ამას ყოველთვის ვიზამ.

იყო რაღაცები, რაც მედიამ არ აღნიშნა და ეს საწყენია. ცსკა-ს პრეზიდენტის განცხადებაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. მპლაპარაკებების დაწყების წინ ყველაზე მთავარი რაც იყო ის განისაზღვრა პირველ რიგში: როცა იქნება ნაკრების თამაში, მე გამოშვებაზე პრობლემა არ უნდა შემექმნას. ჩემთვის რთული იყო საქართველოს ნაკრების თამაშები ტელევიზორიდან მეყურა.

თუ ჩემთვის შემოთავაზება იქნება NBA-დან და ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს შემოთავაზება უკეთესი იქნება, აუცილებლად გადავალ. ცსკა-სთან კონტრაქტში ის პუნქტიც არის გათვალისწინებული, რომ მე ყოველ ზაფხულს შემიძლია გუნდის დატოვება."



მკითხველის კომენტარები / 56 /
თოკო შემოგევლე მხოლოდ წარმატებები და საუკეთესო სპორტულ ფორმში ყოფნა კარიერის განმავლობაში. პ.ს.მორალისტებო საკუთარ მამიდებს მიხედეთ,და თუ არ გყავთ,მაშინ ერთმანეთისას.
sake
11 ივლისი 2020 17:31
26
მე მამიდა აღარ მყავს და მამიდაშენს მიგიხედავ.
D
11 ივლისი 2020 22:14
6
ყველამ თავის როენა მამიდას მიხედოს.ომის დროს კურდღლებო, სხვის საქმეში ლომებო.
90
11 ივლისი 2020 16:53
24
ამის ამბები და ამის საქმე საერთოდ აღარ მაინტერესებს .. აქ ნაკრებზეა ლაპარაკი და არა ამის პირადზე.. სანაკრებო თამაშზე თუჩამოვა მიდი თამაშზე და თვითნ ნახავ იქრაციქნება. ეს ნაკრების კაპიტანია და არა რიგითი კალათბურთელი .. ეს არაა დამწყები უკვე შემდგარი კალათბურთელია.. უკრაინის ნაკრების კაპიტანი როგადავიდა ზენიტში საერთოდ მოკვეთეს ნაკრებიდან.. ისიც ნაკრების ჭამყვანი მოთამაშე იყო და მისი მოკვეთით დაცვის ცენტრმა სერიოზულად იზარალა მაგრამ დღეს ერთერთ ყველაზე სანახაოვრივ თამაშს აჩვენებს თან შედეგიანსაც.
gio
11 ივლისი 2020 18:45
8
დალოცვილო, ვინ უნდა საუბრობდეს შენი კონტრაქტის დეტალებზე, ვის მიუწვდება ხელი, ამასაც ჩვენ გვემართლები?!... თუ სიმართლე გინდა, სანამ ცსკა არ დაადასტურებს, მაგ დაგვიანებით ამოქექილ პუნქტს უფროსი შენგელიას ვირეშმაკობის სუნი უფრო უდის და სიმართლეც რომ იყოს, რუსული დაპირების ფასს მაშინ გაიგებ, როცა ნაკრების თამაშზე ჩამოსვლის ფასად სასტარტო ხუთეულში ადგილს დაკარგავ, სკამის ხეხვას დაიწყებ და აქეთ აგვიწუწუნდები - აგერ, რის ფასად მიჯდება ჩემი ქართცელობაო... არ გვინდა, ძმაო, თავი დაგვანებე, შენმა გადასვლამ ნაკრების დანარჩენი წევრებიც აჭრა და კიდევ რა ექსცესებს უნდა ველოდოთ შენს ჩამოსვლაზე, არავინ იცის...უშენოდაც გვითამაშია (ისე, საინტერესოა, ბასკონიაში ვინ დაგიშალა ეგეთი პუნქტის ჩადება კონტრაქტში) და კიდევაც ვითამაშებთ ავად თუ კარგად, შენ კი ღმერთმა ხელი მოგიმართოს...
პ.ს. სხვათაშორის, თავის დროზე გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა ერთი გუნდის ფასი ფეხბურთელი ბერნდ შუსტერი მოკვეთა გუნდიდან, რადგან ბრაიტნერთან და რუმენიგესთან ჰქონდა კონფლიქტი... ჰოდა, ეს უნიჭიერესი ფეხბურთელი დაიკარგა, თორემ გერმანელები სუ დაგა-დუგით გახდნენ ჩემპიონები...
აღარ გვაინტერესებს
11 ივლისი 2020 16:09
15
თოკოო და ვინ ამბობს რო ქართველობა წაგართვეს:)) აბა თქვი რო რუსეთი ოკუპანტია... ვერაა??? საქმეც მაგაშია:))
Ttt
11 ივლისი 2020 15:45
14
სად შეიკრიბეთ ამდენი ვითომ პატრიოტი, რომელს გაქვთ ნეტა იმის მეათედი გაკეთებული საქართველოსთვის რასაც თოკო აკეთებს. ჩვეულებრივი პროპაგანდით მოწამლული ურაპატრიოტები ხართ. არც სამშობლო უყვარს ვინმეს თქვენზე ნაკლებად და თეთრს და შავს არჩევს. წარმატებები თოკო, ვიცი ევროლიგასაც დადებ და ააფრიალებ ჩვენს დროშას კიდევ ერთხელ!!
ლევანი
11 ივლისი 2020 15:20
32
ტვინი ნუ წაიღეთ ამ ვაი პატრიოტებმაა..მარტო სახლში და კლავიატურასთან რომ ხართ პატრიოტები რაა.თოკოს მეითხედი გააკეთეთ თქვენ ქვეყნისთვის და მერე გამოდით სიტყვით.მთელი საქართველოს ნაკრები რუსთში თამაშობს..ფეხბურთის.და აბა ყველა მოღალატე ყოფილა.დააყენეთ რაა.აცადეთ კიდევ ბევრი წარმატება მოუტანოს ქვეყანას.
Gio
11 ივლისი 2020 15:16
31
ეჰ თორნიკე, ვერ გირურვებ ევროლიგის მოგებას, მთელი გულით ვგულშემატკივრობდი ბასკონიას შენს გამო, მაგრამ ცსკ-ს ვერასდროს ვუგულშემატკივრებ და ვერც ევროლიგის მოგებას ვუსურვებ. პირადად შენთვის კი ცუდი არაფერი მინდა, ღმერთი გფარავდეს ცხოვრებაშიც და პარკეტზეც ტრამვებისგა. რაც შეეხება ნაკრებს, იქ შენი ადგილი არაა. ეს ჩემი პირადი აზრია.
irakli81
11 ივლისი 2020 14:59
12
ის ყველას აჯობებდა ჩვენ გვყოლოდა ისეთი ძლიერი საკალათბურთო გუნდი,რომელიც ცეესკას და მის ტოლსწორ გუნდებს ღირსეული წინააღმდეგობას გაუწევდა და ამ ქართულ გუნდებში ეთამაშა შენგელიას და მის დარ კალათბურთელებს,ამაზე რომ გვეზრუნა ყველაზე კარგი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ყველაზე კარგად ერთმანეთის ლანძღვა -გინება გამოგვდის. წარმატებები მინდა ვუსურვო თოკოს პირველ რიგში საქართველოს ნაკრებში და მერე სადაც ითამაშენს იქაც.
ნიკა
11 ივლისი 2020 14:58
17
თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილება საქართველოს დაუძინებელი მტრის, ოკუპანტი რუსეთის კლუბში გადასვლის შესახებ, რბილად რომ ვთქვა, არის სამარცხვინო და მოღალატეობრივი, ანტიპატრიოტული ნაბიჯი, უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ქართველთა ნაწილი ამას ვერ იაზრებს და ამართლებს თორნიკეს ქცევას. ეს ნიშნავს, რომ ერად ვერ ჩამოვყალიბდით, ჯერ კიდევ ტომი ან ჯოგი ვართ, რომელსაც ღირსება და სამოქალაქო თვითშეგნება არ გააჩნია, პირადი გადარჩენის ინსტინქტებით ვაზროვნებთ. მართებულია და ზედმოჭრილი დიდი მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები: "ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, სამშობლო ის ეგონა".

აფხაზეთი და ჩრდილო ქართლი ვიდრე ოკუპირებულია, ვიდრე ქართველებს ხოცავენ და იტაცებენ, ვიდრე შენი თანამემამულეები გამოყრილი არიან მათი სახლებიდან რუსეთის ძალით, ვიდრე "ანწუხელიძეებს" და "ტატუნაშვილებს" გვიხოცავენ, შენგელიების კოლაბორაციონიზმი რუსეთთან არის ამ გმირების საფლავებზე დაფურთხება. სიბრიყვეა იძახო, პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვააო, მამულიშვილობა და პატრიოტიზმი სპორტსაც სჭირდება და სპორტსმენსაც! დაუყოვნებლივ გასარიცხია საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ოკუპანტის სამსახურში გადასული, ვინც არ უნდა იყოს იგი. ”
ჩემი სიტყვები არ არის, მაგრამ სრულიად ვეთანხმები სამწუხაროდ
11 ივლისი 2020 14:33
12
მე პირადად მერჩივნა თორნიკეს (აღარ თოკოს) რეალში ეთამაშა და ნაკრებში არა. თორნიკე არ გინდა თავის მართლება დათმე კაპიტნობა და ღმერთმა შეგარგოს განსხვავება ბასკონიის( ესპანეთის ჩემპიონი) ხელფასს და რუსულ ფულს შორის.
გია
11 ივლისი 2020 14:07
35
აშკარად განდიდების მანია გაქვს. იმკურნალე.
გია
12 ივლისი 2020 10:30
0
შენ მითხარი კიდევ რა გირჩევნია, ეხლა ჩაომოურეკავ ყველა სპორტსმენს და ვეტყვი როგორ მოიქცნენ. თოკოსაც კაპიტნობიდან აუცილებლად გადავაყენებ რადგან შენ ეგრე თვლი. ხომ ვერ მეტყვი ვინ დავნიშნო? თუმცა ვიჩალიჩებ, რომ სპორტის მინისტრად დაგნიშნონ და შენ თვითონ მიხედავ მაგ ამბავს.
გიას
11 ივლისი 2020 14:44
27
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული