თორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და ცსკა-ს მოთამაშემ თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში გადასვლის საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. თორნიკეს თქმით, მედია საშუალებები ყურადღებას არ ამახვილებდნენ მის კონტრაქტზე, რომელსაც მნიშვნელოვანი დეტალები გააჩნია. თორნიკემ ამ ყველაფერზე რადიო ჯორჯიან თაიმსთან ისაუბრა.

"პირველ რიგში მინდა ყველაფერს სპორტული დატვირთვა ჰქონდეს. ცსკა ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის. აქედან გამომდინარე მე რომ ევროლიგა მოვიგო უახლოეს წლებში, ამის შანსი არის უდიდესი. შესაბამისად, ეს მიმჩნია წინ გადადგმულ ნაბიჯად სპორტული კარიერის თვალსაზრისით. იყო სხვა მიზეზებიც რატომაც გადავედი, მაგრამ მათი თქმა თავის მართლებად მიმაჩნია, რისგანაც
თავს ვიკავებ.

მე ძალიან გული დამწყდება თუ ცსკა-ში გადასვლით ხალხს გული დავწყვიტე, ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. პირიქით, ყველა ჩემ ნაბიჯს წარმატებისთვის და ქართველი ხალხის სასახელოდ ვდგამ.

ქართულ დროშას ყველგან ავაფრიალებ, სადაც არ უნდა ვიყო, სადაც საშუალება მომეცემა ამას ყოველთვის ვიზამ.

იყო რაღაცები, რაც მედიამ არ აღნიშნა და ეს საწყენია. ცსკა-ს პრეზიდენტის განცხადებაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. მპლაპარაკებების დაწყების წინ ყველაზე მთავარი რაც იყო ის განისაზღვრა პირველ რიგში: როცა იქნება ნაკრების თამაში, მე გამოშვებაზე პრობლემა არ უნდა შემექმნას. ჩემთვის რთული იყო საქართველოს ნაკრების თამაშები ტელევიზორიდან მეყურა.

თუ ჩემთვის შემოთავაზება იქნება NBA-დან და ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს შემოთავაზება უკეთესი იქნება, აუცილებლად გადავალ. ცსკა-სთან კონტრაქტში ის პუნქტიც არის გათვალისწინებული, რომ მე ყოველ ზაფხულს შემიძლია გუნდის დატოვება."



მკითხველის კომენტარები / 56 /
ეგ კონტრაქტი მამაშენს და ფედერაციის მღრნელებს აუფრიალე. ბევრი ჩვენგანი შენ სახელს აღარც იძახის, ისე აკომეტარებს შენზე. შემდეგ დაგვთვალე რამდენი დაგვკარგე, არა უშავს ჩვენ მოვითმენთ გვეძახონ ბოღმიანები და თუნდაც ნაცები. თუნდაც ასეთებიც იყოს ვინმე, მერწმუნე მათაც უყვარდი და შენით ამაყობდნენ. ასე რომ იმ ზნედაცემულებს ვინც აქ თავის თანამემამულეებს შეურაწყოფით მოიხსენიებენ დარწმუნებული ვარ უმრავლესობაში ვართ. პატარა არ ხარ, ღირსეული განცხადება მაინც გააკეთე, რომ მაგ ოკუპანტებმა გაიგონ ცოტა ღირსებაც რომ გქონია და კაპიტნის სამკლაურზე უარი განაცხადე, რახან ასეთი ვნებათაღელვაა. ეს სახეს ვერ შეგვინარჩუნებს ჩვენ, მარა შენ რაღაცას მაინც დაემსგავსები.
G.LA
11 ივლისი 2020 14:01
27
ეს ურა პატრიოტები, ვინც კომენტარს აკეთებს ქართულ ჯარშიც კი არ ექნებათ ნამსახურები. სამშობლო ჭიქით ხელში უყვართ. თორნიკე კაცია და სადაც წასულა ქართული დროშა აუფრიალებია. წარმატება თორნიკეს!!!!!!!
გგგგგ
11 ივლისი 2020 14:00
48
გვეძინა როცა მარკოიშვილი მაგ რუსულ ცსკა-ში ომის დამთავრებიდან 3-4 წლის მერე გადავიდა, გვეძინა როცა რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს საქართველოს ნაკრებში ათამაშებდნენ, გვეძინა როცა პავლიაშვილი, თოფურია... რუსული არმიის დღესასწაულებზე საქართველოს დამბობმავი, უნიტაზის მომპარავი რუსული ჯარის ჩინოსნებს უმღერიან და ართობდნენ, გვეძინა როცა ამტკიცებდნენ რომ თურმე საქართველო ყოფილა დამნაშავე რომ რუსებმა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა თორემ ისე თურმე აზრადაც არ ქონიათ ან გულში როგორ გაივლებდნენ ჩვენს წყენინებას, გვეძინა გვეძინა... და უცებ გამოვიღვიძეთ და საქართველოს ნაკრების კაპიტანი!!! ამ რუსული ჯარის არმიის რიგებში აღმოვაჩინეთ. ილია ჭავჭავაძის სიტყვები ... და როს გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება... ადრე რაღაც რითმისთვის მოგონილი სიტყვები მეგონა და თურმე ეს ძილის სენი წინა თაობებსაც ჭირვებია, ვერც ჩვენი თაობა აღმოჩნდა წინაზე უკეთესი. აქ პრობლემა არც შენგელიაში, თოფურიაში, პავლიაშვლში... აქ პრობლება საზოგადოებაშია.
qartveli
11 ივლისი 2020 13:55
11
არ გვეძინა, ჩემო კარგო. მაშინაც არავის ესიამოვნა მარკოიშვილის ცეესკაში გადასვლა და მე პირადად იმ წლებში მანუჩარისთვის ტაში არ დამიკრავს, მარა მაშინ სხვა სიტუაცია იყო – მარკოიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა კალათბურთში და სხვა ბევრი არჩევანი არც ჰქონია განსხვავებით შენგელიასგან, თან არც კაპიტანი, ანუ ნაკრების სახე ყოფილა
პავლიაშვილი და თოფურია ახსენე, კანდელაკი და მისთანები კი გამოგრჩა. რომელს თვლი ქართველ ხელოვნად და რომლით ამაყობ? მე ეგ მანქურთები ხსენების ღირსადაც კი არ მიმაჩნია
მერაბი
11 ივლისი 2020 14:47
7
ერთმა ნაცნობმა დაწერა და აქ მინდა დავაკოპირო:
სსრკ-ს დროს თბილისის დინამო ეთამაშებოდა წყალბურთში მოსკოვის დინამოს მოსკოვში, 6:5 ვიგებდით და ერთი წუთი რჩებოდა, მოსკოველებმა მშვენიერაძე შემოიყვანეს ბოლო წუთზე, ორი ბურთი გაგვიტანა და წავაგეთ, ტრიბუნებიდან ვეღაცამ ქართულად დედა შეაგინა, მშვენიერაძე ამოხტა აუზიდან და გულშემატკივრებს მიადგა, რომელმა შემაგინეთო?! გივი კარტოზია გვყავდა მოჭიდავე ის ადგა და მე შეგაგინეო, ხო და გაიძურწა ეს მშვენიერაძე, იგრძნო რო მთელი საქართველოს სახელით იყო ეგ გინება, ხმა აღარ ამოუღია.

სანწუხაროა, მაგრამ საქართველოს ნაკრების პირველივე თამაშზე ჩვენს სპორტის სასახლეში "გივი კარტოზია" იგივეს გაიმეორებს! სხვა ტვინის გამხსნელი "წამალი" არ არსებობს!
პაატა
11 ივლისი 2020 13:43
18
თოკო ძმაო, ეგ კონტრაქტი ხო ქაღალდზე წერია? ხოდა კარგად გადაახვიე, ისე რომ მყარად იყოს და უფროს შენგელიას, კახას გადააწოდე! მაგან იცის რაც უნდა გააკეთოს მაგ კონტრაქტით!!! თუ ვერ გაიგებთ მამა-შვილი, მაშინ ჟურნალისტების მეშვეობით გაგვაგებინეთ და აქედან წამოვა ინტრუქცია...რა გადაგვაყოლეთ ამის ცსკა-ში გადასვალ და ეხლა კიდე ამის უაზრო ბოდიალზე უნდა ვიშალოთ ნერვები?! ერთი თვეა ლამის გული გამისკდეს...ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი რომელიც ამის საქციელს გაამართლებს! ვისაც აქამდე ვერ გაუგია რომ სამშობლოს ინტერების საპირწონედ არაფერი დგება, ის მაინც ვერასდროს გაიგებ რა სიმძიმის გადაწყვეტილება მიიღეს შენგელიებმა! ევროლოგის მოგებისთვის ჩვენი ხალხის მხოცავი არმიის კლუბში გადასვლა ანგარებაა აბა რა უბედურებაა?! ერთი გამაგებინა შენგელიების, რუსეთუმე ქართველების და კიდე უსამშობლო გულშემატკივრის გარდა ვის რაში სჭირდება ეგ ტიტული??? რისი მომცემია ქართული კალათბურთისთვის (ქვეყანაზე არაფერს ვამბობ)?! არ მესმის ამ ხალხის ლოგიკა და მომკალი. თურმე ტიტულისთვის და ფულისთვის თურმე მტრის არმიის სახელით ვითამაშებ, მაგრამ ბიჭებო იცოდეთ რომ შიგნით პატრიოტი ქართველი დავრჩები და ჩვენს დროშას სადაც კი შევძლებ ავაფრიალებო...რომ დაგისვავენ ტრიბუნაზე სამხედროებს და მერე გაგაცნობენ "ვეტერან ვაინი 2008 გოდა" და ხელს ჩამოართმევ მერე იქნებ მოხვიდე აზრზე რა ქაქიჩ მიირთვი, მაგრამ ეჭვი მაქვს მაფას შეირგებ.
პაატა
11 ივლისი 2020 13:36
14
ჩამოსახრჩობია სოფლის მოედანე
ნათია
11 ივლისი 2020 13:21
26
ნაკრების კაპიტნობას უნდა შეეშვას მაგაზე ორი აზრი არ არსებობს
ირაკლი
11 ივლისი 2020 13:19
15
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ქართველი და არა უცხოელი თემურ ქეცბაია რომ რუსულ კლუბში გადავიდა სამუშაოდ არ იყო საგინებელი? რა რუსეთის მეორე ლიგის ტამბოვზე უკეთესი გუნდი ვერ იპოვა სამუშაოდ რომ დახარბდა რუსულ რუბლებს? რატომაა თემურ ქეცბაია მაგარი კაცი და შენგელია მოღალატე? გეთანხმებით შენგელია არის მოღალატე იმიტომ რომ კაპიტანს მეტი მოეთხოვება მაგრამ მას გვერდით რატომ არ ვუყენებთ ქეცბაიას, მარკოიშვილს, კვირკველიას, ანანიძეს... რუსული ესტრადის "კაშკაშა ვარსკვლავებს" თოფურიას, პავლიაშვილს...
გიო
11 ივლისი 2020 13:08
13
ხოდა ძაღლი ჩააკვდა სულში ყველას ვინც რუსის ჩექმას ლოკავს.
კიოსერა
11 ივლისი 2020 16:27
7
დროშა გასაგებია, მაგრამ რუკა უნდა აუფრიალო თუ ბიჭი ხარ
gio
11 ივლისი 2020 13:07
20
დროშა ხომ რას ამბობ, ეგეც კონტრაქტში ექნება ჩაწერილი. მაგ ჭკუაზე არიან რუსები, ქართული დროშა უფრიალონ პუტინს.
ჯერ აფრიალე და მერე დაგვამადლე
11 ივლისი 2020 16:29
6
თურმე კონტრაქტის თანახმად, თოკოს მაისურზე რუსეთის არმიის ლოგო არ იქნება დატანილი, გარდა ამისა, წითელი არმიის ჰიმნის ჩართვისას (რაც ყველა საშინაო მატჩის წინ ხდება), თოკოს უფლება ექნება ყურსასმენები გაიკეთოს. პირადად პოლკოვნიკ გრომოვს მოელაპარაკა, რომელიც ცსკა-ს ხელმძღვანელია. ყოჩაღ თოკო, აი ეგეთი უნდა იყოს კაპიტანი
წითელი არმია
11 ივლისი 2020 13:01
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული