თორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და ცსკა-ს მოთამაშემ თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში გადასვლის საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. თორნიკეს თქმით, მედია საშუალებები ყურადღებას არ ამახვილებდნენ მის კონტრაქტზე, რომელსაც მნიშვნელოვანი დეტალები გააჩნია. თორნიკემ ამ ყველაფერზე რადიო ჯორჯიან თაიმსთან ისაუბრა.

"პირველ რიგში მინდა ყველაფერს სპორტული დატვირთვა ჰქონდეს. ცსკა ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის. აქედან გამომდინარე მე რომ ევროლიგა მოვიგო უახლოეს წლებში, ამის შანსი არის უდიდესი. შესაბამისად, ეს მიმჩნია წინ გადადგმულ ნაბიჯად სპორტული კარიერის თვალსაზრისით. იყო სხვა მიზეზებიც რატომაც გადავედი, მაგრამ მათი თქმა თავის მართლებად მიმაჩნია, რისგანაც
თავს ვიკავებ.

მე ძალიან გული დამწყდება თუ ცსკა-ში გადასვლით ხალხს გული დავწყვიტე, ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. პირიქით, ყველა ჩემ ნაბიჯს წარმატებისთვის და ქართველი ხალხის სასახელოდ ვდგამ.

ქართულ დროშას ყველგან ავაფრიალებ, სადაც არ უნდა ვიყო, სადაც საშუალება მომეცემა ამას ყოველთვის ვიზამ.

იყო რაღაცები, რაც მედიამ არ აღნიშნა და ეს საწყენია. ცსკა-ს პრეზიდენტის განცხადებაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. მპლაპარაკებების დაწყების წინ ყველაზე მთავარი რაც იყო ის განისაზღვრა პირველ რიგში: როცა იქნება ნაკრების თამაში, მე გამოშვებაზე პრობლემა არ უნდა შემექმნას. ჩემთვის რთული იყო საქართველოს ნაკრების თამაშები ტელევიზორიდან მეყურა.

თუ ჩემთვის შემოთავაზება იქნება NBA-დან და ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს შემოთავაზება უკეთესი იქნება, აუცილებლად გადავალ. ცსკა-სთან კონტრაქტში ის პუნქტიც არის გათვალისწინებული, რომ მე ყოველ ზაფხულს შემიძლია გუნდის დატოვება."



მკითხველის კომენტარები / 56 /
ეჰ თორნიკე, ვერ გირურვებ ევროლიგის მოგებას, მთელი გულით ვგულშემატკივრობდი ბასკონიას შენს გამო, მაგრამ ცსკ-ს ვერასდროს ვუგულშემატკივრებ და ვერც ევროლიგის მოგებას ვუსურვებ. პირადად შენთვის კი ცუდი არაფერი მინდა, ღმერთი გფარავდეს ცხოვრებაშიც და პარკეტზეც ტრამვებისგა. რაც შეეხება ნაკრებს, იქ შენი ადგილი არაა. ეს ჩემი პირადი აზრია.
irakli81
11 ივლისი 2020 14:59
12
თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილება საქართველოს დაუძინებელი მტრის, ოკუპანტი რუსეთის კლუბში გადასვლის შესახებ, რბილად რომ ვთქვა, არის სამარცხვინო და მოღალატეობრივი, ანტიპატრიოტული ნაბიჯი, უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ქართველთა ნაწილი ამას ვერ იაზრებს და ამართლებს თორნიკეს ქცევას. ეს ნიშნავს, რომ ერად ვერ ჩამოვყალიბდით, ჯერ კიდევ ტომი ან ჯოგი ვართ, რომელსაც ღირსება და სამოქალაქო თვითშეგნება არ გააჩნია, პირადი გადარჩენის ინსტინქტებით ვაზროვნებთ. მართებულია და ზედმოჭრილი დიდი მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები: "ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, სამშობლო ის ეგონა".

აფხაზეთი და ჩრდილო ქართლი ვიდრე ოკუპირებულია, ვიდრე ქართველებს ხოცავენ და იტაცებენ, ვიდრე შენი თანამემამულეები გამოყრილი არიან მათი სახლებიდან რუსეთის ძალით, ვიდრე "ანწუხელიძეებს" და "ტატუნაშვილებს" გვიხოცავენ, შენგელიების კოლაბორაციონიზმი რუსეთთან არის ამ გმირების საფლავებზე დაფურთხება. სიბრიყვეა იძახო, პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვააო, მამულიშვილობა და პატრიოტიზმი სპორტსაც სჭირდება და სპორტსმენსაც! დაუყოვნებლივ გასარიცხია საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ოკუპანტის სამსახურში გადასული, ვინც არ უნდა იყოს იგი. ”
ჩემი სიტყვები არ არის, მაგრამ სრულიად ვეთანხმები სამწუხაროდ
11 ივლისი 2020 14:33
12
მოკლედ, ერთის მხრივ, ჩემთვის, რიგითი ქართველისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ქვეყნის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი გადადის რუსულ საკალათბურთო კლუბში, რადგან რუსეთი ჩემი ქვეყნის ოკუპანტია, თან, არა მხოლოდ ბოლო ათი ან ოცი წლის განმავლობაში, არამედ, უკვე ორ საუკუნეზე მეტია, ოკუპანტია იმ დღიდან, რა დღიდანაც იწყება საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობა, მაგრამ, მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ თორნიკეს გულმხურვალე პატრიოტიზმში და ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი ქართველია, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე მე შემიძლია. ამიტომ, მიუხედავად ჩემი უკმაყოფილებისა, ვერ ვაძლევ თავს უფლებას ვეძახო მას მოღალატე და მოვითხოვო მისი მოკვეთა ეროვნული ნაკრებიდან.
ოკუპირებული
11 ივლისი 2020 12:58
39
არსებობენ შენგელიები და არსებობს ნემანია მატიჩი! მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ რატომ და როგორ თქვა უარი ყაყაჩოს ლოგოიანი მაისურის ჩაცმაზე მან.იუს ერთ-ერთ თამაშზე.არავინ იცის თორნიკეს ადგილზე თვითონ როგორ მოიქცეოდა, აქედან ლაპარაკს და კრიტიკას რა უნდა, მაგრამ მაინც გამიტყდა და ვერ დავმალე;(
ბასკი
11 ივლისი 2020 20:10
6
საქმეც მაგაშია ამ ადამინზე არაფრის თქმაარმინდა თავისი საქმის თვითნ უკეთ იცის უბრალოდ მე პირადად აღარმინდა მისი ნაკრებში დანახვა
gio
11 ივლისი 2020 20:20
12
მოხსენით სასწრაფოდ კაპიტნობიდან და ნაკრებიდანაც თორე მოგიწევთ ქართული მარშის დასწრება ნაკრების თამაშებზე
Smouk
11 ივლისი 2020 17:43
18
სად შეიკრიბეთ ამდენი ვითომ პატრიოტი, რომელს გაქვთ ნეტა იმის მეათედი გაკეთებული საქართველოსთვის რასაც თოკო აკეთებს. ჩვეულებრივი პროპაგანდით მოწამლული ურაპატრიოტები ხართ. არც სამშობლო უყვარს ვინმეს თქვენზე ნაკლებად და თეთრს და შავს არჩევს. წარმატებები თოკო, ვიცი ევროლიგასაც დადებ და ააფრიალებ ჩვენს დროშას კიდევ ერთხელ!!
ლევანი
11 ივლისი 2020 15:20
32
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ქართველი და არა უცხოელი თემურ ქეცბაია რომ რუსულ კლუბში გადავიდა სამუშაოდ არ იყო საგინებელი? რა რუსეთის მეორე ლიგის ტამბოვზე უკეთესი გუნდი ვერ იპოვა სამუშაოდ რომ დახარბდა რუსულ რუბლებს? რატომაა თემურ ქეცბაია მაგარი კაცი და შენგელია მოღალატე? გეთანხმებით შენგელია არის მოღალატე იმიტომ რომ კაპიტანს მეტი მოეთხოვება მაგრამ მას გვერდით რატომ არ ვუყენებთ ქეცბაიას, მარკოიშვილს, კვირკველიას, ანანიძეს... რუსული ესტრადის "კაშკაშა ვარსკვლავებს" თოფურიას, პავლიაშვილს...
გიო
11 ივლისი 2020 13:08
13
ხოდა ძაღლი ჩააკვდა სულში ყველას ვინც რუსის ჩექმას ლოკავს.
კიოსერა
11 ივლისი 2020 16:27
7
ვინც თოკოს ლანძღავს იმას რა გაუკეთებია ქვეყნისთვის? ალბათ არც არაფერი მარჯვენა ხელის გამალებული ვარჯიშის გარდა
Givi
11 ივლისი 2020 18:00
29
ყურს ნუ დაუგდებ უსაქმური მშიერი ძაღლების ყეფას გზა გააგრძელე წარმატებას გისურვებ!!!
912
11 ივლისი 2020 12:08
42
უკვე უკვე ზედმეტები მოდის ზოგიერთ კლავიატურის ლომის და რა მერე თუ ცსკაშია? ნაკრებშიც ითამასებს და სპორტის სასახლეშიც კარგად დავხვდებით მაგასაც ვნახავთ მალე მაინტერესებს ვინ გაბედავს ობსტრუქციის მოწყობას აი მასინ გამოჩნდება ვინ უფრო მაგარია ეს დროც მალე დადგება და ვნხოთ.
სამტრედიის სოფლიდან
11 ივლისი 2020 21:18
15
ამას თუ კიდე კარგად დავხვდით სპორტის სასახლეში , მაშინ მართლა ერი არ ვყოფილვართ!
გიორგი
12 ივლისი 2020 10:42
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული