თორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და ცსკა-ს მოთამაშემ თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში გადასვლის საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. თორნიკეს თქმით, მედია საშუალებები ყურადღებას არ ამახვილებდნენ მის კონტრაქტზე, რომელსაც მნიშვნელოვანი დეტალები გააჩნია. თორნიკემ ამ ყველაფერზე რადიო ჯორჯიან თაიმსთან ისაუბრა.

"პირველ რიგში მინდა ყველაფერს სპორტული დატვირთვა ჰქონდეს. ცსკა ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის. აქედან გამომდინარე მე რომ ევროლიგა მოვიგო უახლოეს წლებში, ამის შანსი არის უდიდესი. შესაბამისად, ეს მიმჩნია წინ გადადგმულ ნაბიჯად სპორტული კარიერის თვალსაზრისით. იყო სხვა მიზეზებიც რატომაც გადავედი, მაგრამ მათი თქმა თავის მართლებად მიმაჩნია, რისგანაც
თავს ვიკავებ.

მე ძალიან გული დამწყდება თუ ცსკა-ში გადასვლით ხალხს გული დავწყვიტე, ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. პირიქით, ყველა ჩემ ნაბიჯს წარმატებისთვის და ქართველი ხალხის სასახელოდ ვდგამ.

ქართულ დროშას ყველგან ავაფრიალებ, სადაც არ უნდა ვიყო, სადაც საშუალება მომეცემა ამას ყოველთვის ვიზამ.

იყო რაღაცები, რაც მედიამ არ აღნიშნა და ეს საწყენია. ცსკა-ს პრეზიდენტის განცხადებაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. მპლაპარაკებების დაწყების წინ ყველაზე მთავარი რაც იყო ის განისაზღვრა პირველ რიგში: როცა იქნება ნაკრების თამაში, მე გამოშვებაზე პრობლემა არ უნდა შემექმნას. ჩემთვის რთული იყო საქართველოს ნაკრების თამაშები ტელევიზორიდან მეყურა.

თუ ჩემთვის შემოთავაზება იქნება NBA-დან და ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს შემოთავაზება უკეთესი იქნება, აუცილებლად გადავალ. ცსკა-სთან კონტრაქტში ის პუნქტიც არის გათვალისწინებული, რომ მე ყოველ ზაფხულს შემიძლია გუნდის დატოვება."



მკითხველის კომენტარები / 56 /
Qartul droshas aaprialebs kaci.shenc exla Moskovi ar aigo ..chveni drosha aapriales chvenma gmirebma qartuli sulit da gulit.shen ki Rusul rublebze gaixide tavi. Capitaní unda sheicvalos .
Gio
11 ივლისი 2020 12:58
14
მოკლედ, ერთის მხრივ, ჩემთვის, რიგითი ქართველისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ქვეყნის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი გადადის რუსულ საკალათბურთო კლუბში, რადგან რუსეთი ჩემი ქვეყნის ოკუპანტია, თან, არა მხოლოდ ბოლო ათი ან ოცი წლის განმავლობაში, არამედ, უკვე ორ საუკუნეზე მეტია, ოკუპანტია იმ დღიდან, რა დღიდანაც იწყება საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობა, მაგრამ, მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ თორნიკეს გულმხურვალე პატრიოტიზმში და ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი ქართველია, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე მე შემიძლია. ამიტომ, მიუხედავად ჩემი უკმაყოფილებისა, ვერ ვაძლევ თავს უფლებას ვეძახო მას მოღალატე და მოვითხოვო მისი მოკვეთა ეროვნული ნაკრებიდან.
ოკუპირებული
11 ივლისი 2020 12:58
39
ქვეყანა -რომლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი წლების მანძილზე, ივსება რუსი ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული-თანხებით.სახელმწიფო რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი არსებობს რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილებით . ქვეყანა რომლის მილიონზე მეტი ემიგრანტი ცხოვრობს რუსეთში. ქვეყანა რომლის ენერგო-სისტემა და 300-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი, გასხვისებულია თავად საქართველოს ხელისუფლების მიერ -რუსეთზე .ქვეყანა რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ ზუსტად ერთ თვეში- ენგურ-ჰესი მიყიდა რუსეთს და დღემდე საიდუმლო გრიფი არ მოუხსნია ხელშეკრულებისთვის .ქვეყანა რომლის საუკეთესო ბალერინა- ნინო ანანიაშვილი მოსკოვის დიდი თეატრის პრიმაა. ქვეყანა რომლის მომღერლების , მოცეკვავეების , სპორტსმენების მეცნიერების და ბიზნესმენების უმრავლესობა რუსეთში ,,დაფრთიანდა,, და იქ მოიწყო ცხოვრება და კარიერა, დღეს მიხვდა , რომ თურმე ოკუპაცია მხოლოდ თორნიკე შენგელიას რუსულ კლუბში გადასვლით გახდა აუტანელი , კლუბში სადაც 8 ამერიკლი , 5 გერმანელი , 3 იტალიელი და მხოლოდ 4 რუსი ასპარეზობს . ბრმათა ქვეყანა -რომელსაც მხოლოდ თორნიკეზე აეხილა თვალი და სამარცხვინოდ აბულინგებს , ლანძღავს და მიწასთან ასწორებს ჩვენს საამაყო კაპიტანს . ყოვლად სამარცხვინო პრეზიდენტს- ზურაბიშვილს- რომელსაც-ჩორჩანაზე , მავთულხლართებზე, მცოცავ-ოკუპაციაზე, გავრილოვზე, პირ-ამოკერილ მაღაროელებზე , დახოცილ ახალგაზრდებზე და წამებით მოკლულ ბიჭებზე ერთი სამძიმარი და ერთი მოსაზრება არ დასცდენია რადგან, თურმე ეს ყოველივე - მისი საქმე არ არის და მის კომპეტენციას სცდება. თორნიკეს კი ლამის სალანძღავი პოსტი მიუძღვნა ქალბატონმა ,,მართმადიანმა,, . აი ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ ჩემო თორნიკე, ამიტომ გული არ გაიტეხო. ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით კი გეტყვი კაპიტანო - ვამაყობთ შენით , გიცხადებთ სოლიდარობას და გგულშემატკივრობთ მუდამ❗️ყურადღებას ნუ მიაქცევ ამ მარაზმამდე მისულ ისტერიკას , იმ ადამიანებისა -რომელთაგან ერთად არ გამოიძერწება შენისთანა პატრიოტი, ვაჟკაცი და გულიანი ქართველი . წინ გამარჯვებებისკენ კაპიტანო
მევარმე
11 ივლისი 2020 12:57
54
ჩვენც როგორ საზოგადოებამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და ჩვენი დანაშაულიც ვაღიაროთ რომ თავის დროზე მარკოიშვილს გავუტარეთ როცა ცსკა-ში გადავიდა, კვირკველია ნაკრებიდან არ გავუშვით რომელიც იმ გუნდის რკინიგზელთა გუნდს იცავს რა რკინიგზითაც ცხინვალში მებრძოლი რუსული ჯარი და სამხედრო ტექნიკა ვლადიკავკაზამდე ჩამოიყვანეს, სამხედრო დღესასწაულებზე რუსი ოფიცრების წინაშე მომღერალ არარაობებს ისევ ქართველები რომ ქვიათ, ქართული პასპორტები რომ აქვთ საქართველოში რომ ჩამოდიან და არავინ არაფერს რომ არ ეუბნება. ასე რომ ყველაფერს მათ შორის ჩვენ დანაშაულსაც შენგელიაზე ნუ გადავიტანთ, უბრალოდ ნაკრების კაპიტნობას უნდა შეეშვას და მორჩა რაც უნდა ის ქნას და სადაც უნდა იქ ითამაშოს
dinamo
11 ივლისი 2020 12:54
12
100%. ჩვენი პასუხისმგებლობა არის პირველ რიგში. შენგელიას გადასვლა სიმპტომია და არა მეხის გავარდნა ცარიელ ცაზე. ჩვენ რომ პრინციპული ხალხი ვიყოთ, არ წავიდოდით საერთოდ რუსეთში არც სამუშაოდ, არც სათამაშოდ და ა.შ. მაგრამ ზოგის მესმის, სხვა არჩევანი რომ არ აქვს. კაპიტნისგან და მრავალი პერსპექტივის მქონისგან მართლა მეწყინა განსაკუთრებულად
და ისე ფაქტია, რომ მატერიალური სარგებელი ქართველისთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეროვნული ღირსება. სამწუხაროდ. იმედი მაქვს მომავალი თაობა (ჩემი და თორნიკე შენგელიას შემდგომი თაობისთვის) შეიცვლება ეს
rasa
11 ივლისი 2020 20:41
0
და ნუღარ დებთ ამ თ.შ-ზე სტატიებს, დავნევროზდით უკვე. რუსეთში წერონ მაგაზე და ვისაც უნდა იქ იკითხოს.
SL
11 ივლისი 2020 12:42
10
გეთანხმები. ამდენი ყურადღება არაა საჭირო.

გია
11 ივლისი 2020 14:20
5
ძალიან გამიხარდება თუ ევროლიგის ფინალში გავა ცსკა და შეხვდება ბასკონიას. და განადგურდება ისე როგორც არც ერთი გუნდი არ განადგურებულა არასოდეს! რა ვქნა, მეც დავიბოღმე თ.შ.-ს ამ "საამაყო" და მისთვის ბედნიერების მომტანი საქციელის შემდეგ. ბოლომდე არ მჯეროდა და ძალიან ძალიან გამიტყდა. დიდ სიყვარულსა და დიდ სიძულვილს შორის ძალიან პატარა ზღვარია, რომელიც თ.შ.-მ ძალიან მსუბუქად გადალახა, რაშიც მიეხმარა ხელფასებში სხვაობა (რაღაც) და იმის უნარი რომ დაიკიდა თავისი გულშემატკივარი. ხოდა არც არავის გაუკვირდება, თუ გულშემატკივარიც დაიკიდებს ან მისი წარუმატებლობით გაიხარებს. მე ნაღდად გავიხარებ, დამიძახეთ დაბოღმილი! და არც ეგეთი კალათბურთი და ნაკრები (ბრბოს აზროვნებით) მინდა ვაფშე!
SL
11 ივლისი 2020 12:40
15
სულ რომ პლანეტის საუკეთესო კალათბურთელი გახდე ჩემთვის დამთავრებულია შენი როგორც კალათბურთელის არსებობა !!!!
და სანამ კალათბურთში შენი გამპრავებელი რუსეთის მონა ფედერაცია და ვაივეტერანები იქნებიან არც ნაკრების თამაშებზე ექმება აზრი დასწრებას !!!!
ვის რად უნდიხარ ნაკრებში რუსული არმიის სახე როდესაც ხდები !!!!
მიხაელ
11 ივლისი 2020 12:36
17
100%
გიორგი
11 ივლისი 2020 14:53
3
მოკეტოს მაინც. კიდე თავს იმართლებს.
ვერ გაპრავდება შეენგელიას საქციელი ვერაფრით!
გენა
11 ივლისი 2020 12:27
17
ყურს ნუ დაუგდებ უსაქმური მშიერი ძაღლების ყეფას გზა გააგრძელე წარმატებას გისურვებ!!!
912
11 ივლისი 2020 12:08
42
თოკო დაუნახავებს და სხვის საქმეში ბრძენ ხალხს რადალევს. დაიკიდე, შებერე, გვეამაყები!
dzeke
11 ივლისი 2020 11:57
62

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული