ვეტერან კალათბურთელთა მხარდაჭერა თორნიკე შენგელიას!

AutoSharing Option
ჩვენთვის საყვარელი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას ევროლიგის ჩემპიონ მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა არაერთია ზედმეტად კატეგორიული გამონათქვამიც. ძალიან თამამად მსჯელობენ პატრიოტობა-არაპატრიოტობაზე, ნაკრებიდან მოკვეთაზე და ა.შ.

ჩვენ, 1960-1970-იანი წლების თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ნაკრების ვეტერანები ყველას მოვუწოდებთ, გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე ერთი ადამიანის გადაწყვეტილების შეფასებასთან დაკავშირებთ. მით უმეტეს, რომ ლაპარაკია ბევრი ქართველისთვის საამაყო, საყვარელ კალათბურთელ თორნიკე შენგელიაზე, რომლის კარიერაც არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი ქვეყანა და ხალხი.

იგი
მებრძოლი კალათბურთელია, უკან არასოდეს დაუხევია და მიიღო თამამი გადაწყვეტილება, რომელიც წმინდა სპორტული თვალსაზრისით, საუკეთესო იყო მისი კარიერისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თორნიკეს წინსვლა ნაკრების წარმატებაზეც პირდაპირპროპორციულად აისახება. ის ხომ ეროვნული გუნდის კაპიტანი და ლიდერია.

ვეტერანები მხარში ვუდგავართ თორნიკე შენგელიას, ვუსურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს.

GBF.GE

altთორნიკე შენგელია: მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას

altთორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

altგომელსკი: შენგელიას სტაბილური სროლა არა აქვს, სამაგიეროდ სხვა პლუსები გააჩნია

altქართველმა კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ერთიანი ვიდეო ჩაწერეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
მაგ ნაფტალინში ამოვლებულების გასაპრავებელი რომ დარჩა შენგელია იქედან უნდა მიხვდეს რომ დიდი შეცდომა დაუშვა
dinamo
12 ივლისი 2020 19:35
10
თქვენ სსრკას რომ მისტირით ის თაობა რა გასაკვირია რუსეთს იქით რომ ვერ ხედავთ , ახალგაზრდებს რამ დაუვსო თვალები !!!!
თქვენი აზროვნებით ორჯონიკიძე, ბერია , სტალინი და მსგავსი ერის მოღალატეებიც კი ქვეყნის პატრიოტები და სასიქადულოები არიან !!!!

მიხაელ
12 ივლისი 2020 18:31
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული