დათო ტურაშვილი თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა fortuna.ge-სთან საუბრისას კომენტარი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერზე გააკეთა.

"ნამდვილად ვერ გეტყვით, თორნიკე შენგელია ინანებს თუ არა ამ არჩევანთან დაკავშირებით (სამწუხაროდ, საერთოდ არ ვიცნობ მას) და ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერ არჩევანთან დაკავშირებით, მაგრამ მე ნამდვილად არ გავხდებოდი რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის წევრი", - თქვა ტურაშვილმა.

მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია ცსკა-ში რამდენიმე დღის წინ გადავიდა და მის ამ ნაბიჯს ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.

მკითხველის კომენტარები / 83 /
რამდენი ტროლია უკვე ეტყობა კონკრეტულ პიროვნებებს რომ უტევენ! დავით ერთი კაცი მაინც გვყავს ქართველებს ნიჭიერი მწერალი და მოაზროვნე...
ara
13 ივლისი 2020 19:40
31
როგორც "დინამო" არაა შსს-ს გუნდი და ეს სახელი მხოლოდ როგორც წარსული დიდების ბრენდი დარჩა, ზუსტად ასევე "ცსკა" არაა რუსეთის შეიარაღებული ძალების გუნდი და მასაც ეს სახელი როგორც ბრენდი ისე დარჩა! პ.ს. შეიძლება მეც არ გადავსულვიყავი ამ გუნდში, მაგრამ მეორე მხრივ რაც მეტს აუფრიალებს თორნიკე ქართულ დროშას პუტინს ცხვირწინ და ზოგადად რუსებს იმას შეახსენებს თუ ვინ არიან ქართველები და რომ არასოდეს შეურიგდებიან რუსულ ოკუპაციას, მით უკეთესი. ასე რომ წარმატებები თოკოს!!! პ.ს. ამას როგორც საქართველოს მოქალაქე ვამბობ და მითუმეტეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ვეტერანი!!!
soxumeli veterani
13 ივლისი 2020 19:39
80
კვირკველიას აფრიალებული ცოტა გინახავს მოსკოვის "ლოკომოტივში?" თუ ყველა შენისთანა უფხო გგონია?
!
14 ივლისი 2020 15:14
4
ვინ ააფრიალებინებს ქართულ დროშას, თუ ძმა ხარ, სად ბანაობ...
ლევანი
14 ივლისი 2020 09:26
9
ეს მედროვე ნახეთ რა, შენ ერთი უნიჭო ძალად მწერალი დარჩები ნაცების მოყვარული
ნიკო
13 ივლისი 2020 19:24
134
ნიკო,იქნებ მოგეკითხა,რა კაცია დათო ტურაშვილი?სირცხვილია.ღმერთი არა გწამს?ნეტავი 100 კაცი მაინც გვყავდეს,ამისთანა. შენ გინდა ნაცი დაგერქვა და გინდაც პირდაპირ ჰიტლერელი.
სოსო
13 ივლისი 2020 20:59
29
4 წელზე მეტია, რაც ემიგრაციაში ვარ. რატომ წავედი, მიზეზების ახსნას არ დავიწყებ. ვთვლი, რომ ყველგან ჩემი სამშობლოს დესპანი ვარ და ვცდილობ შესაბამისად მოვიქცე! საქართველოს სიყვარული ყოველ ქართველ ადამიანს თავისებურად, გულიანად ესმის და შესაბამისად ასისხლ-ხორცებს თავისი ცხოვრების გზაზე. არ მსიამოვნებს და არ მესმის რატომ უნდა თამაშობდეს цска-ში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მაგრამ მე ერთი რიგითი გულშემატკივარი ვარ სამშობლოს და მისი სპორტის. ალბათ დროთა განმავლობაში მივიღებთ სწორ პასუხს ჩვენს კითხვებზე!
გოგი
13 ივლისი 2020 19:04
24
გატყობ, მაგრად გესმის პატრიოტობა.
სიმართლე.
16 ივლისი 2020 02:55
0
ვერც ვერასდროს გახდები...
ფა
13 ივლისი 2020 19:01
30
სა ჩოურტყი! ))))))
ვვვ
13 ივლისი 2020 19:06
7
ჯერ სჰენზე ილაპარაკე კველაზგან რო ფულს იგებ
goga
13 ივლისი 2020 18:44
95
"კუმ ფეხი გამოჰყო მე ნახირ-ნახირაო"
შალვა
13 ივლისი 2020 18:39
86
ვაი თქვენს პატრონს ქართველებო
ავოე
13 ივლისი 2020 18:39
28
შენისთანა მატრაკვეცებს რომ მწერლები ჰქვიათ ამ ქვეყანაში, უკვე ეგ არის დიაგნოზი.
odala
13 ივლისი 2020 18:39
104
საჭიროა ქართველებმა შევიმუშავოთ საერთო მიდგომა, რომ რუსეთში აღარ დავდივართ, აღარ გადავიდავრათ და გადმოვდივართ, მათთან არ ვთამაშობთ და არ ვმუშაობთ და საერთოდაც მათთან არაფერი არ გვაკავშირებს.
ტურისტად თუ უნდა რუსს ჩამოსვლა, კი ბატონო ჩამოვიდეს, მაგრამ რუსი ტურისტების გამო ჩვენს ქალაქებს რუსული წარწერებით ნუ ავავსებთ. გაიარეთ რა ხდება ბათუმში, ყველა მაღაზია, კაფეს რუსულად აწერია, რეკლამები რუსულად. რა უბედურებაა. რით ვერ მოვეშვით ამ საკუთარი ნებით მონობაში გადასცვლას. ან თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით ტრასაზე შეხედეთ რა ხდება, სულ რუსული წარწერებია. მაგასაც პუტინი ხომ არ გვაძალებს? ჩვენით არ ვაკეთებთ? ამდენს ვერ ვხდებით ქართველები და მარტო შენგელიაზე გვეშლება ნერვები? ჯერ ელემენტარულების დალაგებით დავიწყოთ და მერე შენგელიასაც მოვთხოვოთ რომ ნუ იზამს. ასეთზე უნდა შევთანხმდეთ მთელი ერი.
გიორგი
13 ივლისი 2020 18:36
18
მარნეულში და სამხრეთ ჯავახეთში ვინ არ გაძალებს წარწერებზე ომს? პუტინი? ცოტა დაფიქრდით. ჩვენ უსუსურობას ნურავის ვაბრალებთ. როგორ გაიყიდა სამაჩაბლო და ოსეთი, გადასარევად იცით, მაგრამ მაინც დებილებივით, ერთი და იგივე ჩვენებას აწვებით.
სიმართლე.
16 ივლისი 2020 02:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული