ცსკა-ს პრეზიდენტი: შენგელიასთან მიმოწერას ქართულ ენაზე ვაწარმოებდი - საქართველომ თოკოთი უნდა იამაყოს

AutoSharing Option
ცსკა-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა თორნიკე შენგელიას მის კლუბში გადასვლის გამო საქართველოში კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"მართალი გითხრათ, თავიდან კრიტიკას სერიოზულად არ აღვიქვამდი, ინტერნეტში ცალკეული თავდასხმები ჩვეულებრივი ამბავია. მე საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. ერთ-ერთი მათგანი იოსებ აფციაურია, რომელსაც დიდ მოკითხვას გადავცემ. როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, ის ქართულად შეტყობინებების გაგზავნაში მეხმარებოდა.

შესანიშნავად ვიცი, რომ თანამემამულეთა დიდი უმრავლესობა თავიანთი კაპიტნის წარმატებით გახარებულია და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. თუმცა, როდესაც ამ თემაზე უარყოფით დამოკიდებულებას ქვეყნის პრეზიდენტი  გამოთქვამს, როდესაც მან პროფესიონალი სპორტსმენის მიერ სამუშაო ადგილის თავისუფლად არჩევა ეჭვქვეშ
დააყენა, ამან გაკვირვება გამოიწვია. თანაც, არა მარტო ჩემში, არამედ საქართველოს მოსახლეობაშიც.

Sportall.Ge

როგორც შენგელიამ თქვა, მისთვის უცნაურია თავისი პატრიოტიზმის დონის ახსნა. მოლაპარაკებების პირველი დღიდანვე თოკოსთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებში თამაშზე ჩვენი თანხმობა და ეს თანხმობა მან  მიიღო. ჩვენ ჩვენი მოღვაწეობით უსასრულოდ შორს ვართ პოლიტიკური მოტივებისგან. გვსურს, უბრალოდ კალათბურთი ვითამაშოთ, გულშემატკივრები გავახაროთ და გავიმარჯვოთ. მეტი არაფერი.

უდიდესი პატივისცემით ვარ საქართველოსა და მისი ისტორიის მიმართ განწყობილი. ჩვენთან უკვე თამაშობდნენ გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი. ამიტომ მათ ყველა თანამემამულეს თოკოს მატჩებზე ველით. დარწმუნებული ვარ, ვინც თამაშობს ან ცსკა-ს გულშემატკივრობს, ეს საქართველოს პატრიოტიზმში ხელს არანაირად არ უშლის. საქართველოს შეუძლია და უნდა იამაყოს ისეთი სპორტსმენით, როგორიც შენგელიაა", - განაცხადა ვატუტინმა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

altვილდოსა შენგელიათი გაოცებულია და ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე კომენტარს აკეთებს

altდათო ტურაშვილი თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

altთორნიკე შენგელია: მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას

altთორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

altშოთა არველაძე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე: მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას

altგომელსკი: შენგელიას სტაბილური სროლა არა აქვს, სამაგიეროდ სხვა პლუსები გააჩნია

altქართველმა კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ერთიანი ვიდეო ჩაწერეს [VIDEO]

altchampionat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

მკითხველის კომენტარები / 32 /
რამე სხვა გუნდი რო ყოფილიყო კიდე გაატარებდა კაცი, რუსეთის ფირმებთან და ბიზნესმენებთან არაერთი ქართველი თანამშრომლობს, რუს ტურისტებს ელაქუცება ქართველი მომსახურე პერსონალი სასტუმროებსა და რესტორნებში, მაგრამ რუსული არმიის გუნდში როგორ უნდა ითამაშო კაცმა არ მესმის. გულზე რომ გეწერება რუსეთის არმია და ბურთით როცა იქნები და გულშემატკივარი ყვირის მაგ დროს, вперед ребята, наши армейцы ! მაგის მოსმენა ანწუხელიძის ქვეყნის შვილს ესიამოვნება? და თუ არ ესიამოვნება, იქ როგორ უნდა ითამაშო, სადაც შენი გულშემატკივარის მხარდამჭერი სიტყვები გულს გტკენს. აბა "вперед русская армия"-ამ გული როგორ არ უნდა გატკინოს?!
ძალიან მაგარი პატრიოტია შენგელია და ძალიან უყვარს სამშობლოო. მეც მიყვარს სამშობლო, მხოლოდ გულზე ხელს როცა ვირტყავ გაუმარჯოს საქართველოსო, მტკივა, ნეკნებში კალაშნიკოვის ტყვია მაქვს გაჩხერილი მაგიტომაც მტკივა, ისე, სხვათა შორის ეგ ტყვია რაზბორკებში ან ნადირობისას შემთხვევით მოხვედრილი არაა, ომიდან მომყვება. იმდენმა კალათბირთელმა დაუჭირა მხარი შენგელიას, მე აწი ქართული კალათბირთის მყურებელი აღარ ვარ.
კიდევ ართიც, ამის შემდეგ ე.წ გიორგიევსკი ლენტი მოიხსენი და საქართველოში ისე იარეო, როგორ ეტყვის ქართველი რუს ტურისტებს საინტერესოა. ან რუსეთის არმიის წარწერიანი მაისურით გადაღებული შენგელიას ფოტოს რომ გააძროს, საპასუხოდ და გითხრას ამისთვის თუ შეიძლება, ჩემთვის რატო არ შეიძლებაო, სად მიდიხარ მერე, ხო მოგაკეტინებს?! ხოდა აი ეგ ნიშნავს იმას, რომ მთელ ქვეყანას მოგვაკეტინა რუსებთან მიმართებაში აწი ამ ტრანსფერმა.
გივი ჩეჩელაშვილი
15 ივლისი 2020 12:35
14
გპი-ს მანქანათმშენებლობაზე ხომ არ სწავლობდი?
მიშა
16 ივლისი 2020 02:27
2
ამდენი ხნის განმავლობაში წერთ ბევრს,მაგრამ არავის გაგხსენებიათ გეკითხათ თორნიკესთვის,რუსეთი ოკუპანტად მიაჩნია თუ არა ან თუ ცნობს,რუსული არმიის მრავალწლიან აგრესიას ქართველების წინაშე. ოღონდ,ეს ყველაფერი საჯაროდ უნდა კითხოთ,თორე ამირან გულში ღიღინებს გამოვა. ამ პასუხიდან გამოდინარე გააკრიტიკეთ,თავი რო მოაქვს პატრიოდად. ამბროსი ხელაიამ ევროპელ ლიდერებს მისწერა წერილი და შველა სთხოვა,იქვე დაუმატა,რომ სსრკ ქართველებზე ისეთ ექსპერიმენტებს ატარებს,რომელიც ქართველ ერს სულიერ განადგურებამდე მიიყვანსო. ხოდა შეხედეთ,ბევრ ქართველს,ჩვეულებრივ მოქალაქეს,ფეხბურთელს,კალათბურთელს და თვითონ თორნიკეს,მაშინვე მიხვდებით რაზე საუბრობდა ცხონებული პატრიარქი.სიტყვით პატრიოტი და საქმით მოღალატეა ქართველი ერი,მათ შორის თორნიკეც. არადა ილია ჭავჭავაძემ თქვა"სიტყვა სიტყვაა,ხოლო საქმე კი სხვა". ადამიანები დროში ფრიალით,სიტყვით კი არ ფასდება,არამედ მისი გაკეთებული საქმეებით.მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ,კლათბურთელი,ფეხბურთელი თუ კახელი გლეხი რუსეთი ყველასათვის ოკუპანტია. თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ,მაშინ მისი ღირსების დაცვა ვალდებულებაა ყველა მოქალაქის. სამ.კორეის მთავრობამ არ დაუშვა გამონაკლისი სონის შემთხვევაში და ჯარში გაიწვია,თორნიკე წავიდოდა თუ არა ჯარში? ჩემი აზრით არა. ჩააცვით ყველა ქართველს ფორმა და მწვანე ოფლი ადინე ქვეყნის სიყვარულში და მერე ვნახათ,როგორ წავა არმიის კლუბში. ეს მარტო თორნიკეს ბრალი არ არის,ყველას ბრალია,რომლებიც თავს არიდებთ სამხედრო მოვალეობის შესრულებას. მე გეტყვით ამას რატო აკეთებთ,რადგან არ გაგაჩნიათ ღირსება და ოკუპაციას მარტო სიტყვით გაპროტესტება რა უბედურებაა.ადვილია გააკრიტიკო ვიღაც,მაგრამ ძნელია მაგალითი მიცე სხვას. კლავიატურასთან პატრიოტობა მაგარია,მაგრამ საქმით დამტკიცება ჯობია. თორნიკეს საქციელი უპრინციპობა და კარიერისტობაა,ხოლო ვინც მას აკრიტიკებთ სიტყვით პატრიოტები ხართ. 30 წელია ქვეყანას ხან ერთი მოღალატე მართავს და ხან მეორე,შეცვალეთ რამე? კი შეცვალეთ,ერთი პატრიოტი კაცი იყო სათავეში და რუსების დავალებით მოვკალით,ხოდა თორნიკეს რატო თხოვთ ღირსებას უღირსების ქვეყნიდან.ყველამ თავისი გასაკეთებელი გააკეთოს და არ უყუროს სხვა,როცა ამას მოახერხებთ,მერე თორნიკესაც შერცხვება,მაგრამ კრიტიკა ჯობია. ჩემთვის საკალათბურთო ნაკრების ქომაგობაც სირცხვილი,რადგან უღირსი ხალხი თამაშობს იქ. ჭირსაც წაუღია კალათბურთი,მაგრამ ამ ქვეყანას უნდა ეშველოს. ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან,რომ მოღალატეებს პასუხი არ გავცე. ცნობისათვის 28 კაცი არის ავღანეთში ვირუსით ინფიცირებული და რომელს გაგახსენდათ? ის ბიჭები გმირები არიან და გკიდიათ,ხოლო უღირსი ადამიანის საქციელს განიხილავთ აქ. ღირსეული ადამიანი ერთხელ იტყვის,რომ სირცხვილია და მეტ ყურადღებას არ აღირსებს,ხოლო როცა შანსი მიეცემა ტყვიას დაახლის შუბლში მოღალატეს.ცოტა ხანი და ყველაფერი შეიცვლება,მერე არ მინდოდაო არ დაიწყოთ
#სირცხვილია
15 ივლისი 2020 10:05
12
ბოტი თუ ტროლი რო ხარ იმითაც ჩანს რო არ წაგიკითხავ,რაც დავწერე. ჩემს კომენტარში თუ ჩანს ერთი მხარის დიდება და მეორეს ლანძღვა,მაშინ დებილი ბოტი ხარ შენ და ტყუილად გიხდიან ფულს.
#სირცხვილია
15 ივლისი 2020 14:01
5
მაინც რაში ხედავთ თორნიკეს მოღალატეობას? ერთი ხვიჩა კვარაცხელიას და რუსეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებსაც ვკითხოთ და ხმამაღლა სთქვან, რუსები ოკუპანტია? ვერ იტყვიან იმიტომ, რომ რუსეთში არიან და იქ შრომობენ. ხვიჩას და რუსეთში ჩვენს ქართველ ბიჭებზე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ როცა ერთ მხარეს ადიდებთ და აქებთ, აი აქ უკვე მეკეტება გონება! რა გამოდის მარტო თორნიკეა "მოღალატე" (მაპატიე თორნიკე ამ იარლიყისთვის, შენ ბევრისთვის სასახელო კაპიტანი ხარ) და სხვა არა?! მართლა უკვე ნუ გამომიხვედით რომის პაპზე უფრო დიდი პაპი. გეყოთ უკვე ყველანაირ ზღვარს ხართ გადასულები. აქ არავინ ხართ თორნიკეზე მეტი. რამდენჯერ უნდა აგიხსნათ, ეს მისი არჩევანია, მისი სამუშაოა და არა თქვენი. წადით და თქვენს საქმეს მიხედეთ. თორნიკე როგორც წარმატებული იყო, ისეთივე წარმატებულ კარიერას გააგრძელებს და უფრო მეტადაც დაფასდება რუსეთში, ვიდრე თქვენნაირ სულით გაყიდული ქართველებისგან, რომლებმაც ლანძღვა გინება და შეურაცყოფის მეტი არაფერი არ იცით.
სირცხვილიას თორნიკეს, მხარდამჭერისგან. შოთი
15 ივლისი 2020 11:22
9
მიწას რომ რუსი პოლიტიკოსი წაგართმევს, რა უნდა თქვა სპორტსმენი ვარ და არ ვერევიო?
ფეხბურთი
15 ივლისი 2020 02:15
20
თორნიკეს არა! ეგ უფრო მიხუია სააკოვს ეკუთვნის. ხვიჩა კვარაცხელიასაც ეხება არა?
ფეხბურთს ლევანა
15 ივლისი 2020 11:25
8
წარმატებები თორნიკე
Best
15 ივლისი 2020 02:06
20
ამ საიტზე რომ რუსეთუმე ტროლებია იმდენი პრიგოჟინს არ ყავს ტროლების ფაბრიკაში
მიხაელ
14 ივლისი 2020 23:15
12
ვინც სპორტს პოლიტიკაში აურევს, ის თავის ხალხის მტერია. ვაჟა ფშაველა. თუ რუსთაველმა თქვა? მოკლედ კარგადა თქვა, ვინცა თქვა.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14 ივლისი 2020 22:40
42
არცერთმა.... ეგ იაკობ ცურტაველის სიტყვებია...
ნავთლუღელი არშააკა გელის
16 ივლისი 2020 23:44
0
200 წლის მანძილზე ერთს ამბობდით და მეორეს აკეთებდით და არც ეხლა შეცვლილა რაიმე. ნათლად ჩანს როგორ აისახა ჩვენს ერზე ეს ყველაფერი...
ara
14 ივლისი 2020 21:15
9
აი კაცი ძლივს ერთი არ ვნახე ნორმალურად, რომ აზროვნებდეს? აბა ეს ვითომ ყველაფრის მცოდნეები, რომ ყაყანებენ მშიერი ბაყაყებივით და თვითონაც, რომ არ იციან რაზე ყიყინებენ? გინდა რუსი ეძახე გინდა ამერიკელი, ნორმალურად კი ჩამოაყალიბა სათქმელი.
ზურა
14 ივლისი 2020 19:50
32
ეს რომ დამცველად დაგიდგება,საკუთარ თავს რატო არ ეკითხები რამ გადარია ეს ხალხიმანამდედარწმუნებული ვარ არცერთი ვიმეორებ არცერთი ნეგატიური გამოხმაურება არ გქონდა ის კიარა ფაჩულიასთან კომფლიქტს თუ გამოგონებული კომფლიქტი არ იყო ყველა მხარს შენ გიჭერდა და კითხე საკუთარ თავს რატო ფიქრობს ხალხი ასე ძალიან ბევრი დავანებოთ თავინაცებს დაქოცებს მაგათ მიუჩენს ხალხი თავის ადგილს უბრალოდ აღიარება საჭირო რომ უკეთესი ირობების და მაღალიხელფასის და კეთილდღეობისთვის ჯობდა რუსები რომ ამბობენ "ლუტშე სინიცა ვრუკე ჩემ ჟურავლ ნა ნებე" ნბა ინტერესს არ იჩენდა რეალიცაჭიანურებდა და აგერ კარგი კონტრაქტი სერიოზული ფინანსები რატომაც არა ეს იყო და ეს
კახა
14 ივლისი 2020 19:08
17
ეს უკვე დაცინვაზე მეტია რაა !!!
რომელ ისტორიის პატივისცემაზეა ლაპარაკი ? რუსეთის მიერ თავის გემოზე ადაპტირებული რომელსაც თავს გვახვევს ???

სწორედ ამიტომ არ მინდა შენგელიას ნაკრებდი ნახვა , რადგან ამ ცინიკოსი ნე*****ის პროპაგანდის ჭანჭიკი გახდა !!!!
მიხაელ
14 ივლისი 2020 18:35
34
ვინც შენ დიზლაიკი დაგისვა იმათი დედააააა
kommarkos
15 ივლისი 2020 02:08
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული