ანანიძე: შენგელია ცსკა-ში ფულის გამო არ გადადის - ჩემი ამოცანა საქართველოს დროშის აღმართვა იყო

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ Sport24-ის ჟურნალისტ არარატ მამბრეიანს (იგივე არარატ ჯანი) განუცხადა, რომ "ანორთოსისიდან" წამოვიდა, საქართველოშია და სხვა კლუბებისგან შეთავაზებების მოლოდინშია. მან ცსკა-ში გადასული თორნიკე შენგელიას მხარდამჭერი განცხადება გააკეთა:

"მე გულწრფელად ვუჭერ შენგელიას მხარს, რომლის ცსკა-ში გადასვლას ახლა ხშირად განიხილავენ. ეს კალათბურთელის კარიერაა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადადის, რათა ევროლიგა მოიგოს და არმიულ კლუბში თავისი კვალი დატოვოს. აქ პოლიტიკის ადგილი არ უნდა იყოს. შენგელია მხოლოდ თავის კარიერაზე ფიქრობს, ის ხომ ცსკა-ში დიდი ფულის გამო არ გადადის. მისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი
შედეგები და ტიტულებია. აგრეთვე, უნდა დაამტკიცოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია.

მე მრავალი წელი გავატარე რუსეთში, როცა მოსკოვის "სპარტაკში" ვთამაშობდი, ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში და ტიტულების მოპოვების გარდა, ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოს დროშის აღმართვა გახლდათ და ამას ყოველი შესაძლებლობისას ვაკეთებდი. დარწმუნებული ვარ, შენგელია ცსკა-ში ამასვე გააკეთებს.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის. ხომ არავინ ლაპარაკობს პოლიტიკაზე? სპორტი ყოველთვის პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია ეს საუბრები, რომლებიც არავის ალამაზებს. შენგელია კალათბურთელია, თავის კარიერაზე ფიქრობს, ბუნებით გამარჯვებულია და მაღალი სიმაღლეების დალაშქვრა სურს.

ამიტომ მინდა შენგელიას ცსკა-ში მხოლოდ წარმატებები ვუსურვო. მე ვფიქრობ, ის თავისი თამაშით დაამტკიცებს, რომ გამოჩენილი კალათბურთელი, ლიდერი და გამარჯვებულია. მას მხოლოდ წარმატებებს, გამარჯვებებსა და ახალ ტიტულებს ვუსურვებ".

მკითხველის კომენტარები / 23 /
არა კაცო რა ფული, ჩვენ ვერ ვხვდებით, სულ უხელფასოდ იმუშავებს მთავარია დროშა ააფრიალოს :):):):):)
sormona
15 ივლისი 2020 10:13
3
დღეს რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი,მასთან გაწყველია დიპლომატიური ურთიერთობა და რათქმაუნდა პოლიტიკური! ამავე დროს არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი რაც გულისხმობს დეკლარირებულ ურთიერთობას ქვეყნებს შორის კულტურულ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში. რუსეთთან ამ საკითხებში ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უფრო მომგებიანია ვიდრე უზარმაზარი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის! აქედან გამომდინარე რას აშავებს სპორტცმენი რომ მიდის რუსეთში ისეთს, რომ მიწაში ჩავდოთ ამის გამო? ასიათასობით რუს ტურისტს ვემსახურებით ყოველ წელს და ასიათასობით ბოთლი ღვინო გაგვაქვს,.მაშინ შევწყვიტოთ ოფიციალურად,სახემწიფოს დონეზე, ყველანაირი ურთიერთობა(ეკონომიკური,კულტურული) რუსეთთან და ამის მერე თუ ვინმე წავა რუსეთში სათამაშოთ ვაკრიტიკოთ რამდენიც გვინდა!
gabo
15 ივლისი 2020 09:14
9
ქართველები დაწყევლილები ვართ, გონი წაგვერთვა, როდინ უნდა შევძლოთ კომგლიქტების მოგვარება რუსეთთან და აფხაზებთან. პრობლემა ქართულ მენტალიტეტშია,არ ვართ ჩვენ ჭკვიანი ერი!
levani
17 ივლისი 2020 16:27
0
ჭამას რო იმით ამართლებენ, მეც მიჭამიაო, ძაან საყვარლობაა
ვვვ
15 ივლისი 2020 08:41
2
რუსეთი საქართველოს მტერია! ეთანხმები ჯანო?
გიორგი
15 ივლისი 2020 02:13
4
გიორგი შენნაირები უფრო მტრები ხართ, ვინც თორნიკეს აკრიტიკებთ, ვიდრე ის რუსები ვინც ჩვენს თორნიკეს პატივს სცემს.
გემწარა გიორგი ჩემი კომენტარი? ლაშა
15 ივლისი 2020 11:38
9
აბა , სულ საქართველოს დროშის გამო იჯექი მთერი კარიერა სკამზე რომ სპარტაკს 15 წელში 1 ტიტული მოეგო ????
თუ 2 მილიონიანი კონტრაქტის გამო ?
არა , არავის ფული არ მშურს , მე ჩემიც მყოფნის ! უბრალოდ, ფულზე ყიდიან თავმოყვარეობას და მერრე მორალს გვიკითხავენ და პატრიოტობენ რაა !!!
აღიარეთ მაინც რომ რუბლომანები ხართ და სულ უფრო და უფრო დიდი დოზა გინდათ რუბლის და ხალხიც არ მოგაქცევთ ყურადღებას !
მიხაელ
14 ივლისი 2020 23:13
11
ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ცხოვრებისეული პრიორიტეტი. მე საკმაოდ ახალგაზრდა ვარ მაგრამ ჩემთვის საქართველო არის უპირველეს ყოვლისა და მერე მოდის ყველაფერი მათ შორის ბიზნესი , პირადი შემოსავალი და განსაკუთრებით უმნიშვნელოა თემა ნაშების !!!!!
4 ენაზე ვლაპარაკობ თავისუფლად და კიდევ რამდენიმე ვიცი ისე რომ რუსის ნაშაზე არ ვიყო დაგეშილი !!!!
რუსულს არაფერს მოვიხმარ 2008 წლიდან და ეს არის ჩემი პირადი პროტესტი ამ ავადმყოფი იმპერიის წინაღმდეგ !!!!
მით უმეტეს არასდროს გავცვლი საკუთარ თავმოყვარეობას ერთჯერად სექსზე რუსის ნაშასთან... გადახედე რუქას მსოფლიოსში ძალიან ბევრი ქვეყანა და ძალიან ბევრი ლამაზი ერია !!!

თუმცა ძნელია ესაუბრო ღირებულებებზე ტროლებს რომლებსაც უხდიან თითოეულ კომენტარში და არ გააჩნიათ საკუთარი აზრი !!!
zauri--s
15 ივლისი 2020 14:18
3
მიხაელ, თუ ახალგაზრდა ხარ რუსის ნაშებში კარგად დადიხარ არა? ხოლო თუ ბებერი ხარ, კარგად გულაობდი არა რუსეთში ? ასე, რომ მაგრად მიქარავთ როცა სხვას აკრიტიკებთ რატომ მიდიხარტ რუსეთშიო.
ზაური
15 ივლისი 2020 11:43
12
მართალს ამბობს ეს კაცი - “შენგელია მხოლოდ თავის კარიერაზე ფიქრობს”-ო. აბა რაა ბიჭებო, კარიერა პირველ რიგში!!
14 ივლისი 2020 22:43
6
შენმა მზემ, შენ კი არ გინდა არა კარიერა აიწყო?
გიგილა
15 ივლისი 2020 11:46
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული