თორნიკე შენგელია ვიტორიაში ჩავიდა და "ბასკონიას" გულთბილად დაემშვიდობა. ის ბასკური გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და მის რიგებში 318 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თქვა, რომ ამ გუნდში ბიჭი მივიდა და მიდის როგორც კაცი.
თორნიკემ მადლობა გადაუხადა კლუბსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის, თქვა, რომ ეს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მეორე სახლია.
"უფრო სრულყოფილ დამშვიდობებას ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაა, ვერც ვინატრებდი, სამუდამოდ დამშვიდობებას არ ვაპირებ, რადგან არავინ იცის, რა მოხდება მომავალში", - განაცხადა შენგელიამ.
ცსკა-ში გადასვლის შესახებ კი შემდეგი აღნიშნა: "თავს
კარგად ვგრძნობ, კრიტიკა ჩემზე ისე ძლიერ არ მოქმედებს, ვინაიდან ოჯახი და ხალხი მიცნობს, ვინც ვარ, ხოლო ვინც არ მიცნობს, არ აქვს მიზეზი გამაკრიტიკოს".
მაგრამ საკუთარი ქვეყნის და ქართველი გულშემატკივრების პატივისცემა არ იცი ეგაა პრობლემა. მარტო ბურთზე სდევნა და ქულების მოგროვება არ არის ქვეყნის სიყვარული და გულშემატკივრის პატივისცემა !!!!
P.S. ისე შენს დამცველ ნავლიშვილს ჰკითხე როგორ არის და თუ გაეცნო რა სიტყვებით შეამკეს მისი ფრაზის გამო " თოკო ჩემი მეგობარია და რუსეთი ოკუპანტიო რომ თქვა".
ასეთი საქართველოს მოძულე ხალხის გულშემატკივრობასა და რუბლში გაცვალე ქართველი გულშემატკივარი !!!!!
რაც შეეხება კრიტიკას. გეხვეწებით ნუ ურევთ სპორტს პოლიტიკაში, ისინი აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თოკოს განვითარებისთვის ეს კარგი ნაბიჯია და არავის არ აქვს უფლება რომ რამეთი დაადანაშაულოს რადგან ეს მისი ცხოვრებაა და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. და ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ანანიძე რომ რუსეთში თამაშობდა და სხვა ქართველები მაშინ რატომ არ გქონდათ ეგეთი რეაქცია, რაღა თოკო გახდა მოღალატე? სიმართლე თუ გინდათ იცოდეთ გეტყვით. ვინც თოკოს თვლის მოღალატედ ტავადაა მოღალატე, რადგან ისეთ ქართველს კიცხავს რომელიც ამას არ იმსახურებს. დაგავიწყდათ თოკომ რამდენი რამ გააკეთა ნაკრებისთვის, გულშემატკივრებისთვის. ჩვენ კიდე რითი ვპასუხობთ ლანძღვა გინებითა და შეურაწყოფით. ვინც თვლის რომ შენგო არაა პატრიოტი და მას ლანძღავს, ის უბრალოდ უმადურია. სანამ რამეს დაწერთ დაფიქრდით ხალხო. სულ ცუდს ნუ ხედავთ, ის კარგიც გაიხსენეთ რაც გააკეთა ამდენი წლების განმავლობაში ადამიანმა. რატომ ვართ ესეთი უმადურები?