კლუბმა თავის ახალგაზრდა, იმედისმომცემ ცენტრს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა. ინდიანელებმა სოციალურ ქსელში პოსტერი გამოაქვეყნეს, სადაც გოგა ბითაძე ქართულადა და ინგლისურად წერია, დატანილია საქართველოს დროშა, კალათბურთის ბურთზე კი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო გერბია გამოსახული. იქვეა მინაწერიც:
შეგახსენებთ, რომ პეისერსმა ქართველი ცენტრი გასულ წელს დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია და სანამ სეზონი პანდემიის გამო შეწყდებოდა, ბითაძის საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 8.4 წუთი, 3.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.4 პასი, 0.7 დაფარება.
თავად კალათბურთელებმა, ვარჯიშის დაწყებამდე, რა თქმა უნდა, ქართველ ცენტრს დაბადების დღე ტორტით მიულოცეს. გოგამ სიმბოლურად, 1 სანთელი ჩააქრო.
GBF.GE
ე
ახლა მაინც ირწმუნეთ რომ ამერიკა დემოკრატიაა, ხოლო რუსეთი შოვინიზმი.