მამუკელაშვილის "სან ანტონიომ" ბითაძის "ორლანდოს" სძლია

AutoSharing Option
ამერიკის პროფესიულ საკალათბურთო ასოციაციაში ქართულიდერბი შედგა. საგამოფენო მატჩში ერთმანეთს გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" და სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიო" შეხვდნენ.გამარჯვება მამუს "სან ანტონიოს" დარჩა – 107:97.

მასპინძელთა შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარეს ერთმანეთის გვერდით ვიქტორ ვემბანიამამ და გამოცდილმა კრის პოლმა. პირველმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, მეორემ მატჩი 5 ქულითა და 3 პასით დაასრულა.

მათმა ქართველმა თანაგუნდელმა სანდრო მამუკელაშვილმა 17 წუთში 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 9 ქულით, 4 მოხსნითა და თითო ჩაჭრა-პასით დაასრულა.

ვემბანიამას წინააღმდეგ შედეგიანად ითამაშა გოგა ბითაძემ.
მან შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 22 წუთში 8 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება ჩაიწერა.

"ორლანდო მეჯიქის" მომდევნო მატჩი "ნიუ ორლეანს პელიკანსთან", ქარიშხლის გამო გაუქმდა. "სან ანტონიო" კი 13 ოქტომბერს "იუტას" უასპინძლებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული