ბითაძემ არასრული 6 წუთი ითამაშა. გოგა თამაშში მეორე პერიოდის დასაწყისიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ დროში 3 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ასეთივე შედეგიანობით ესროლა საჯარიმოებიც.
საუკეთესო ისევ პაოლო ბანკერო გახ
და, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. "ორლანდოს" ძირითადმა ცენტრმა, ვენდელ კარტერმა 8 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა 31 წუთში. შემდეგი მატჩი "ორლანდოს" 27 ოქტომბერს, მემფისში, "გრიზლისთან" ელის.
GBF.GE