ცსკა-ს საკათბურთო კლუბის პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემა sport-express-ს საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიას შესახებაც ისაუბრა.
"მოლაპარაკებების დაწყებისთანავე თორნიკემ NBA-ის საკითხი დააყენა და ამერიკულ კლუბს მისი გამოსყიდვა შეუძლია. თუმცა, შენგელიას თავად სურს კარგ ორგანიზაციაში წასვლა და უბრალოდ NBA-ში ყოფნა მისთვის მთავარი არაა.
რაც შეეხება ნაკრების საკითხს, დიახ ჩვენ მზად ვართ სანაკრებო თამაშების დროს თოკო საქართველოში გავუშვათ, თუმცა ერთი პირობით, ნაკრების შეხვედრა ევროლიგაზე ცსკა-ს მატჩის თარიღს (იმავე დღეს არ უნდა იყოს) არ უნდა დაემთხვეს. დანარჩენი კი კალათბურთელზეა დამოკიდებული,
როგორც სურს, ამ უფლებას ისე გამოიყენებს. დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ყოველთვის ვიპოვით.
წელს ნაკრებში წასვლა სპორტული კუთხით მისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველო ევრობასკეტის მასპინძელია და ფინალურ შეჯიბრზე მონაწილეობის მიღება გარანტირებული აქვს. გაცილებით მნშვნელოვანი იქნება 2021-22 წლების სეზონი, როცა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება.
თავად ისეთი საკითხია, უნდა აღვნიშნო, რომ კონტრაქტის გაფორმებისას არც ერთ მოთამაშეს არ წამოუყენებია ეს პირობა, როგორც მისთვის აუცილებელი მოთხოვნა. შენგელიას შემთხვევაში ამ თემას პირველად შევეჯახეთ და ეს თოკოს პატრიოტიზმის კიდევ ერთი ნათელი სამხილია.
ნაკრებში აქამდეც გაგვიშვია მოთაამშეები, თუმცა თანამედროვე კალენდარის მიხედვით, კალათბურთელებისთვის ორ ფრონტზე თამაში ფიზიკურად ძალიან ძნელია. თამაშამდე ერთი დღით ადრე ერთი ქვეყნიდან მეორე უნდა წახვიდე, მოემზადო, ითამაშო, ყველა ამ ნაბიჯს არ გადადგმას. ასე რომ, მიმაჩნია, თოკოს შემთხვევა შესაძლოა, სერიოზული პრეცენდეტი გახდეს, რომელიც ამ სისტემას დაანგრევს,"- განაცხადა ვატუტინმა.
ერი, რომელსაც მტერი და მოყვარე ვერ გაურჩევია, სახელმწიფოს ღირსი არაა.
ჩვენს ტურიზმში რუსი ვიზიტორების ხვედრით წილზე არაფერს ვამბობ.
ქართულ საკაბელო ტელევიზიებში 50-60 პროცენტი რუსულენოვანი არხებია.
რაც ოცნებაა ხელისუფლებაში, რუსეთის მიერ გადმოდგმულ პროვოკაციულ ნაბიჯებზე ხეირიანი პროტესტიც არ განგვიცხადებია ოფიციალურ დონეზე.
აი ამ ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე ერთად აღებული იმის ნახევარი კომენტარებიც არ მოჰყოლია, რაც შენგელიას ცსკა-ში გადასვლას მოჰყვა და მხოლოდ თორნიკეა დამნაშავე ?
თორემ ბაზარი არაა, ძალიან საჩოთირო გადაწყვეტილება მიიღო.