შენგელიამ ქართველი გულშემატკივრების ნეგატიურ კომენტარებზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ რუსული სააგენტო News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარი მისი მისამართით გამოთქმულ ნეგატიურ შეფასებებზე გააკეთა.

"ცხადია, კომენტარებს ვკითხულობდი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დავმშვიდდი და კარგა ხანია, რაც ქართველ გულშემატკივარს ყველაფერი ავუხსენი.

მეორეც, დიდ ყურადღებას მედიაში გამოთქმულ და დაწერილ ნეგატიურ კომენტარებზე არ ვამახვილებდი. ჩემთვის მთავარია, რომ ჩემმა ოჯახმა, ადამიანებმა, ვისაც ვიცნობ და მიყვარს, მხარდაჭერა გამომიცხადა.

მიმაჩნია, რომ დრო ყველაფერს საკუთარ ადგილას დააყენებს", - განაცხადა თოკომ.

მკითხველის კომენტარები / 68 /
უკვე გიყენებენ თავიანთი პროპაგანდისთვის და ქართველებს ერთმანეთს გვალანძღინებენ, ჯერ სად ხარ, წინ ბევრი სამარცხვინო საქციელი გელოდება სამწუხაროდ, ვითომ ხიდი ქართველებს და ღრუსებს შორის, საბოლოოდ სოსო პავლიაშვილი დარჩები
ზურა
16 სექტემბერი 2020 05:12
2
ადმინ მაგ ინტერვიუს სრული ვერსია რატომ არ გამოაქვეყნეთ??? ერთი კვირაც არ მიფიქრია გადასვლაზეო, ეგრვე დავთანხმდიო და რაც დრო გადის ვრწმუნდები ეს რუსები რა კაი ხალხი ყოფილაო...ჩვენს კალათბრუთში NBA-ს ორგზის ჩემპიონი გყავდეს და ცსკა-თი ვინმე იწონებდეს თავს?! მინიმუმ სირცხვილია და უფრო უარესი კიდევ ის რომ გაცილებით დაბალი დონისა და მოკრძალებული მიღწევების კალათბურთელებს (სანიკიძე, მარკოიშვილი, ცინცაძე და სხვები) მიყავდეთ "პარადი", თან თურმე გულით რუსები ესიმფატიურებათ ამ ბრიყვებს...ახალგაზრდა თაობას მოწამლავენ თუ ეგ ბანდა არ მოშორდა ჩვენს კალათბურთს
პაატა
16 სექტემბერი 2020 03:03
13
როდის უნდა მორჩეთ თორნიკეზე უზრო ბჟუტურს? მოცლილებო!
paatas
16 სექტემბერი 2020 11:22
8
საიტის ადმინისტრაციისადმი თხოვნა მექნება, ამ თემაზე სტატიებს ნუღარ გამოაქვეყნებთ. უარყოფითი ემოციის გარდა არაფერს ტოვებს, რაზეც კომენტარებიც მეტყველებს. გგონიათ დრო გავიდა და ხალხის აზრი შეიცვალა? რუსული არმიისადმი სიძულვილს ვერაფერი შეცვლის, ჩვენი კაპიტანი კი მისთვის იბრძვის.
emigranti
16 სექტემბერი 2020 02:22
4
ვინ ხართ, ვინ ჩემი ფეხები ხართ თორნიკეს, რომ აკრიტიკებთ?
emigrants
16 სექტემბერი 2020 11:24
12
სანამ თეთრს თეთრს არ დავარქმევთ და შავს შავს მანამდე ასეთ სახელმწიფოს ვიმსახურებთ როგორიც გვაქვს...
მე მგონი ყველა თანხმდება, რომ ებრაელი პალესტინის კლუბში (ან პირიქით) და სომეხი აზერბაიჯულ კლუბში (ან პირიქით) არასდროს არ ითამაშებს და ვერავინ გაბედავს მათ ბრიყვები ან ქსენოფობები უწოდოს. იმიტომ რომ მათ ომი აქვთ ერთმანეთთან და რაკი ახლა ომის ცივი ფაზაა, არ ნიშნავს დაივიწყონ რომ ის მტერია.
იმედი მაქვს ჩვენთან არავის ჭირდება იმის შეხსენება რომ რუსეთის სახელმწიფო (და არა მხოლოდ პუტინი ან ელცინი, ან შოიგუ) ჩვენი მტერია!
რაც შეეხება ფეხბურთელებთან შედარებას. დიახ სულაც არ მომწონს რომ ჯანომ კარიერა შეალია სპარტაკს და მაღალ ხელფასს, არ გარისკა და არ ჩანდა ბედი, მაგალითად, ესპანეთში სადაც ტექნიკურ ფეხბურთს დიდ პატივს სცემენ! კვირკველიამ ლესტერს უთხრა უარი, ლოკომოტივი ჩემპიონთა ლიგაშიაო-ს მიზეზით და ა.შ. არ მომწონს ახალგაზრდების იქ ყოფნაც. თუმცა მესმის რომ ჯერ 18-20 წლის არიან და ასეთ ხელფასს ამ ასაკში არსად მისცემენ. ასევე იმედი მაქვს რომ კანის, კვირკველიას და იმავე მალხაზ ასათიანის მაგალითი კარგად იციან და ეგრევე წავლენ ევროპაში რა წამს შანსი იქნება, რაც არ უნდა რისკი ახლდეს ამ ყველაფერს!
მაგრამ თორნიკე შენგელიას შემთხვევა სულ სხვაა!
ესპანეთის, საუკეთესო საკალათბურთო ლიგის მოგების შემდეგ წავიდა რუსეთში, თან ცსკა-ში, თან ნაკრების კაპიტნის და მთავარი ლიდერის რანგში!!!
და შვილმკვდარი ოჯახები იმას უნდა უყურებდნენ როგორ თამაშობს ნაკრების კაპიტანი მტრის არმიის მთავარ (ცენტრალურ) სპორტულ კლუბში - ცსკა. მერე აქ ჩამოდიოდეს და ნაკრებს კაპიტნობდეს:(
პ.ს. ვინც საქართველოს საფეხბურთო და საკალათბურთო ნაკრებებს შორის სხვაობას ვერ ხვდება ციფრებს და ფაქტებს შეხედეთ - ზედიზედ ოთხჯერ ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე, აქედან ორჯერ მცირედი დაგვაკლდა მეოთხედფინალამდე. ოფიციალური თამაშებში დამარცხებული გვყავს სერბეთი და ლიტვა.ფაქტიურად ევროპის10 საუკეთესო ნაკრებში ვართ ან ვიბრძვით რომ ამ ათეულში ვიყოთ. გვიცნობს ევროპული სპორტული (საკალათბურთო) სამყარო! გვყავს ნბა-ს ორგზის გამარჯვებული და ეს ფაქტი მოხდა სულ 2-3 წლის წინ!
ფეხბურთში: 24 ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და საერთოდ ახლოსაც კი არ ვიყავით ამ 24 ნაკრებთან, თმა 2 ცდიდან :( და რომ არა უეფას რეფორმები და ერთა ლიგა, კიდევ რამდენი წელი არ გვექნება შანსი ყველამ ვიცით :(
ვის ახსოვს ევროპულ სპორტულ (საფეხბურთო) სამყაროში ქართული ფეხბურთი და თუნდაც კალაძის 13 და 17 წინანდელი წარმატებები? არავის :(

ჰოდა ნუ შეადრით დამწყებ ფეხბურთელებს, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს... სირცხვილი თორნიკეს!
დავითი
16 სექტემბერი 2020 10:48
5
თოკო წარმატებები სულ,მხოლოდ შენი გადასაწყვეტია სად ითამაშებ და რა ჯობია შენთვის,აქ ხოგიერთი კლავიატურის ლომი და ფალოსი გამოხტება ასეთებს რა დალევს,ესენი ეკრანს უკან არიან კაცები მ,არცერთს არა აქვს ერთი ადგილი რომ პირში გითხრას სალანძღავი სიტყვები მ,უბრალოდ აქ ილანძღებიან,თოკო სამაგალითო ქართველია და უდიდესი პროფესიონალი,გეხუტე გულში თოკო
jiji
16 სექტემბერი 2020 01:27
32
ნაცი რომ ხარ ფაქტია,ნაცები იძახიან მხოლოდ მსგავს და ისიც ეკრანს ამოფარებულები იმიტომ რომ ფარჩაკები და ჩმო...ი ხართ,რამე რომ იყოს სააკაშვილის დაძახილზე დაემსგავსები ს..რს,? ნაცობა არ გიტყდება? იმ სექტის წევრიხარ და მერე აქ თოკოზე წერ რაღაცეებს,დაეწერე რომ მოვიდეთ და გვითხრათ პირში ეს სიბინძურე რასაც აქ წერდი თოკოზე ,გაგიცნობთ იქნებ ნაცებზეც დაგელაპარაკოთ
jiji-sმოპასუხეს
16 სექტემბერი 2020 17:15
7
შენ კომენტარში რაც ხარ რასაც აზროვნებ გასაგებია.............. მაგ სიმართლით იარე.
jijii-ს ართველისაგან
16 სექტემბერი 2020 16:51
4
ყველა გამოხმაურება
მალე ნახავთ ,რომ ეს დიდი შეცდომაა. კაცურად და ქართულად არასწორი საქციელია. ერთია ფეხბურთში 18 წლის ბიჭის წასვლა გზის გასაკაფად პრინციპში ერთადერთ რეალურ გზაზე-რუსეთის ჩემპიონატში და სულ სხვა- ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის გადასვლა ვალოდიას არმიაში. გასაგებია, რომ საქმე ფინანსებშია. ასე,რომ შეფასება იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ თვლის,ფულზე რა იყიდება და რა არა.
კოტე11
16 სექტემბერი 2020 00:17
7
შეგნებულად და შეუგნებლად, მაგრამ მაინც თოკომ "ტუპოი" გადაწყვეტილება მიიღო.
ოზეკი
15 სექტემბერი 2020 23:17
5
მოსაბეზრებელია უკვე ეს ერთმანეთის ლანძღვა-გინება. არც მე მომეწონა შენგელიას ცსკა-ში გადასვლა, მაგრამ რა ვქნა? ყველამ თავისი ამბის თავად იცის. რაც შეეხება რუსული გაზის მოხმარებას - უფასოდ კი არ ვიხმართ. სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რუსებს რომ უნდა მიუვარდეთ ე.წ. საზღვართან. ნატო ვერაფერს აკლებს და ქართველმა ახალგაზრდება რა უნდა უყონ. სანამ რამეს დაწერთ, ცოტა დაუფიქრდით. ოკუპაციას რომ თავი დავანებოთ, ბავშვობიდან ცსკა-ს ზიზღი მაქვს. მოგიწოდებთ ყველას, ვიყოთ დელიკატურები ერთმანეთის მიმართ.
ავთო
15 სექტემბერი 2020 22:49
5
ავთო ძმა ხარ.
ოზეკი
15 სექტემბერი 2020 23:12
4
თოკო რო ყოფილიყავი საშუალო დონის კალადბურთელი კიდევ ხო.. მაგრამ ევროპაში ყველას უნდოდი... იტალიაში წასულიყავი ან რეალში ან ბარსაში. ან რავი ცეესკას იქით ადგილი არ იყო? როგორ უნდა ვუბალეშიკო რუსულ კლუბს ჩემამდე არ დადის შენი კაი სტატისტიკა გამახარებს მაგრამ მაგათი მოგება არა.
Roma
15 სექტემბერი 2020 21:25
7
იძახოს რუსეთში აფხაზეთი საქართველოა და რუსის ჯარი არ უნდა იდგესო და მერე ნახოს როგორი კარგი ხალხია. ხო არ არის სპორტი პოლიტიკა? აზრის დაფიქსირებაც არ უნდა იყოს პრობლემა. ქართველების სახე -თორნიკე შენგელაია . სადაც სარგებელია, იქ სამშობლო რა სახსენებელია აბა ))) იმედია საკრებო კარიერას დაასრულებს, გვეყო შერცხვენა
თ.ბ.
15 სექტემბერი 2020 21:23
10
რა 5 ნომერი მაგათზე მეტად რუსეთუმე გგონია ვინმე??? საქართველოს მოქალაქეს ძალიანაც მეკითხება ვინ წარმოადგენს საქართველოს და ურას თუ მიუწერ პატრიოტიზმს თუ გგონია დააკნინებ ძალიან ცდები, პატრიოტიზმი პატრიოტიზმია მიანც და არაპატრიოტ "იი სპორტი პოლიტიკა არ არის" ხალხზე მეტი მაინც ვართ . ადმაიანს ერთი პირი და პოზიცია უნდა ქონდეს სპორტშიც პოლიტიკაშიც და ყველგან.
თ.ბ. კახას
16 სექტემბერი 2020 11:39
1
შენ ვინ გეკითხება დაასრულებსთუ არა ? 5 ნომერ პარტიაში ,დიდი მოთხოვნაა ურა პატრიოტების - იქ გაიარე რეგისტრაცია ! ფეხბურთსი საქართველოს ნაკრების 7 ფეხბურთელი რუსეთში თამაშობს , 4თუ 5 რაგბის ნაკრების წევრიდა მარტო თორნიკეა გამონაკლისი ?!!!
კახა
15 სექტემბერი 2020 21:44
33
კაცო,
კითხვა ეგრე ძალიან თუ გიყვარს, სულხან-საბას "სიბრძნე სიცრუისა" იკითხე ორ კვირაში ერთხელ..

რას ჩასციკლულხარ ამ კომენტარებსა..

იხარე, ძმაო, საქართველოს გამოადექი!!!
alex
15 სექტემბერი 2020 20:48
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული