"ცხადია, კომენტარებს ვკითხულობდი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დავმშვიდდი და კარგა ხანია, რაც ქართველ გულშემატკივარს ყველაფერი ავუხსენი.
მეორეც, დიდ ყურადღებას მედიაში გამოთქმულ და დაწერილ ნეგატიურ კომენტარებზე არ ვამახვილებდი. ჩემთვის მთავარია, რომ ჩემმა ოჯახმა, ადამიანებმა, ვისაც ვიცნობ და მიყვარს, მხარდაჭერა გამომიცხადა.
მიმაჩნია, რომ დრო ყველაფერს საკუთარ ადგილას დააყენებს", - განაცხადა თოკომ.
მე მგონი ყველა თანხმდება, რომ ებრაელი პალესტინის კლუბში (ან პირიქით) და სომეხი აზერბაიჯულ კლუბში (ან პირიქით) არასდროს არ ითამაშებს და ვერავინ გაბედავს მათ ბრიყვები ან ქსენოფობები უწოდოს. იმიტომ რომ მათ ომი აქვთ ერთმანეთთან და რაკი ახლა ომის ცივი ფაზაა, არ ნიშნავს დაივიწყონ რომ ის მტერია.
იმედი მაქვს ჩვენთან არავის ჭირდება იმის შეხსენება რომ რუსეთის სახელმწიფო (და არა მხოლოდ პუტინი ან ელცინი, ან შოიგუ) ჩვენი მტერია!
რაც შეეხება ფეხბურთელებთან შედარებას. დიახ სულაც არ მომწონს რომ ჯანომ კარიერა შეალია სპარტაკს და მაღალ ხელფასს, არ გარისკა და არ ჩანდა ბედი, მაგალითად, ესპანეთში სადაც ტექნიკურ ფეხბურთს დიდ პატივს სცემენ! კვირკველიამ ლესტერს უთხრა უარი, ლოკომოტივი ჩემპიონთა ლიგაშიაო-ს მიზეზით და ა.შ. არ მომწონს ახალგაზრდების იქ ყოფნაც. თუმცა მესმის რომ ჯერ 18-20 წლის არიან და ასეთ ხელფასს ამ ასაკში არსად მისცემენ. ასევე იმედი მაქვს რომ კანის, კვირკველიას და იმავე მალხაზ ასათიანის მაგალითი კარგად იციან და ეგრევე წავლენ ევროპაში რა წამს შანსი იქნება, რაც არ უნდა რისკი ახლდეს ამ ყველაფერს!
მაგრამ თორნიკე შენგელიას შემთხვევა სულ სხვაა!
ესპანეთის, საუკეთესო საკალათბურთო ლიგის მოგების შემდეგ წავიდა რუსეთში, თან ცსკა-ში, თან ნაკრების კაპიტნის და მთავარი ლიდერის რანგში!!!
და შვილმკვდარი ოჯახები იმას უნდა უყურებდნენ როგორ თამაშობს ნაკრების კაპიტანი მტრის არმიის მთავარ (ცენტრალურ) სპორტულ კლუბში - ცსკა. მერე აქ ჩამოდიოდეს და ნაკრებს კაპიტნობდეს:(
პ.ს. ვინც საქართველოს საფეხბურთო და საკალათბურთო ნაკრებებს შორის სხვაობას ვერ ხვდება ციფრებს და ფაქტებს შეხედეთ - ზედიზედ ოთხჯერ ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე, აქედან ორჯერ მცირედი დაგვაკლდა მეოთხედფინალამდე. ოფიციალური თამაშებში დამარცხებული გვყავს სერბეთი და ლიტვა.ფაქტიურად ევროპის10 საუკეთესო ნაკრებში ვართ ან ვიბრძვით რომ ამ ათეულში ვიყოთ. გვიცნობს ევროპული სპორტული (საკალათბურთო) სამყარო! გვყავს ნბა-ს ორგზის გამარჯვებული და ეს ფაქტი მოხდა სულ 2-3 წლის წინ!
ფეხბურთში: 24 ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და საერთოდ ახლოსაც კი არ ვიყავით ამ 24 ნაკრებთან, თმა 2 ცდიდან :( და რომ არა უეფას რეფორმები და ერთა ლიგა, კიდევ რამდენი წელი არ გვექნება შანსი ყველამ ვიცით :(
ვის ახსოვს ევროპულ სპორტულ (საფეხბურთო) სამყაროში ქართული ფეხბურთი და თუნდაც კალაძის 13 და 17 წინანდელი წარმატებები? არავის :(
ჰოდა ნუ შეადრით დამწყებ ფეხბურთელებს, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს... სირცხვილი თორნიკეს!
კითხვა ეგრე ძალიან თუ გიყვარს, სულხან-საბას "სიბრძნე სიცრუისა" იკითხე ორ კვირაში ერთხელ..
რას ჩასციკლულხარ ამ კომენტარებსა..
იხარე, ძმაო, საქართველოს გამოადექი!!!