შენგელიამ ქართველი გულშემატკივრების ნეგატიურ კომენტარებზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ რუსული სააგენტო News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარი მისი მისამართით გამოთქმულ ნეგატიურ შეფასებებზე გააკეთა.

"ცხადია, კომენტარებს ვკითხულობდი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დავმშვიდდი და კარგა ხანია, რაც ქართველ გულშემატკივარს ყველაფერი ავუხსენი.

მეორეც, დიდ ყურადღებას მედიაში გამოთქმულ და დაწერილ ნეგატიურ კომენტარებზე არ ვამახვილებდი. ჩემთვის მთავარია, რომ ჩემმა ოჯახმა, ადამიანებმა, ვისაც ვიცნობ და მიყვარს, მხარდაჭერა გამომიცხადა.

მიმაჩნია, რომ დრო ყველაფერს საკუთარ ადგილას დააყენებს", - განაცხადა თოკომ.

მკითხველის კომენტარები / 68 /
ძალიან გვატკინე თოკო, აი მართლა ძალიან. განა გულის სიღრმეში არ გვიყვარხარ ყველას, უბრალოდ გაგვხრიტე წითელ არმიელებთან, რომ გადახვედი. მეტი არაფერი. შეიძლება მართალს იძახი - იქნებ გაგვიაროს.
TanoLife
18 სექტემბერი 2020 22:27
1
ნერვების მომშლელია(სულ ცოტა), დღეს ვინც რუსებს ყველაზე თავგამოდებით აგინებს, უმეტესობა, თვითონ ან მაგათი მამები, ან გვაბეზღებდენ ან გვიჭერდნენ. რუსების და საბჭოთა კავშირის გონებისთვის ახალგაზრდობაში. საშიში რომ იყო ლანძღვა. გადახედეთ რამდენი ძველი პარტიული და "კომსომოლაა". ხოშიანად მოიხმარეს კომპარტია თავის დროს. ავგიას ბოსელივით უნდა გაიწმინდოს ქართული პოლიტიკა განავლისაგან. რუსები რაც ჩათლახები არიან ყველამ ყოველთვის იცოდა, მაგრამ ზემოთ მოყვანილი კატეგორიის ხალხი ნაძირალაა.
გიორგი
16 სექტემბერი 2020 12:03
14
საერთოდ მეცნიერულად დამტკიცებულია, ვინც სხვას მოღალატეს ეძახის თანაც უსაფუძვლოდ, თვითონ არის შინაგანად მოღალატე. ამიტომ დაფიქრდით სანამ ვინმეს მიაკერებთ ასეთ იარლიყს, თავად ხომ არა ხართ მოღალატე?
სანამ ეს ნაც კლასტერები სხვას ეძახიან მოღალატეს, ჩაიხედეთ სარკეში და იმდენ მოღალატეს დაინახავთ თქვენი სახით, რომ შეიძლება თავებიც მოიკლათ.
16 სექტემბერი 2020 11:40
13
ვბალეშიკობდი შენგელიას სულ, სხვა რუსულ კლუბშიც ვუგულშემატკივრებდი,მაგრამ რუსული არმიის გუნდს წითელ ფორმაში ჩაცმულების გულშემატკივრობა არ გამომდის ნამდვილად...ეს წააკითხეთ შენგელიას...!!!!
ი.კკ
16 სექტემბერი 2020 11:24
2
ინტერვიუს სრულ ვერსიას რატომ არ აქვეყნებთ ?!
?????
16 სექტემბერი 2020 11:05
2
ნაკრების კაპიტანს მაგარი ლოგიკა აქვს ვერაფერს იტყვი !!! გასაგებია, რომ ოჯახი ყოველთვის უმთავრესია, მაგრამ ამდენი გულშემატკივარი რომ გყავდა იმათი აზრი არ გაინტერესებდეს ცოტა გასაკვირია !!! რატომ ავოწყდებათ ხოლმე, რომ ყველა თამაში პირველ რიგში გულშემატკივრისთვის არის, თუ არადა გამოიკეტეთ დარბაზში ცალკე და ითამაშეთ რამდენიც გენებოთ. საინტერესოა გულშემატკივრების გარეშე ამხელა ხელფასებიც საიდან გექნებოდათ ?!
!
16 სექტემბერი 2020 11:04
2
საერთოდ არ მაინტერესებს აწი შენგელიამ რამდენი ქულა ჩააგდო, საერთოდ ჩააგდო თუ არა და ისევე როგორც ყოველთვის, ნებისმიერ ეტაპზე ნებისმიერ გუნდთან ყოველთვის რუსული გუნდის მოწინააღდმეგეს ვუგულშემატკივრებ. ჩემთვის შენგელია დამთავრებულია, ისევე როგორც პუტინის მაისურით მორბენალი კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი მოჭიდავეები
გიორგი
16 სექტემბერი 2020 09:49
2
მოღალატეობას და კონფორმისტობას დრო ვერაფერს დააკლებს, ასე რომ იმედი ნუ გაქვს შენი საქციელის "გაკეთილშობილებისა".
გენა
16 სექტემბერი 2020 09:42
4
შენგელია ჯიგარი ხარ.
დათო
16 სექტემბერი 2020 09:00
13
ნუ აქყეყნებთ ამ მოღალატის სისულელე ნათქვამებს.
Status quo
16 სექტემბერი 2020 08:54
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული