"ცხადია, კომენტარებს ვკითხულობდი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დავმშვიდდი და კარგა ხანია, რაც ქართველ გულშემატკივარს ყველაფერი ავუხსენი.
მეორეც, დიდ ყურადღებას მედიაში გამოთქმულ და დაწერილ ნეგატიურ კომენტარებზე არ ვამახვილებდი. ჩემთვის მთავარია, რომ ჩემმა ოჯახმა, ადამიანებმა, ვისაც ვიცნობ და მიყვარს, მხარდაჭერა გამომიცხადა.
მიმაჩნია, რომ დრო ყველაფერს საკუთარ ადგილას დააყენებს", - განაცხადა თოკომ.