ქართველმა კალათბურთელმა კვლავაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 18:39 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო,
მოსკოველთა რიგებში 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი ამერიკელი დარუნ ჰილიარდი იყო – 14 ქულა, 7 მოხსნა.
ფინალის დასრულების შემდეგ ინდივიდუალური ჯილდოები ჩამოარიგეს და ერთ-ერთი მათგანი შენგელიას ერგო. თორნიკე ტურნირის საუკეთესო ფორვარდად აღიარეს და შესაბამისი ჯილდოც გადასცეს.
ამგვარად, ცსკა-მ ახალი სეზონისთვის მზადება დაასრულა და 23 სექტემბრიდან უკვე VTB-ლიგაში ჩაებმება. რუსულ კლუბს ყაზახურ ნურ-სულთანში სტუმრობა ელის, სადაც ასტანას დაუპირისპირდება.
წყარო: GBF.GE