ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ბურჯანაძემ "გრან კანარიას" მოაგებინა

AutoSharing Option
ესპანეთში ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო და პირველივე ტურში თავი ქართველმა კალათბურთელმა გამოიჩინა. “გრან კანარიამ” “ბილბაოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 107:102 რომ დაამარცხა, ბექა ბურჯანაძის დიდი დამსახურება. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 98:98 დასრულდა. გრან კანარიამ მეტოქეს ოვერტაიმში 9 ქულა ჩაუგდო, საიდანაც 6 ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა.

ბექა ბურჯანაძემ საკმაოდ ბევრი – 35:58 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ბექამ 3-დან 2-ორქულიანი, 6-დან 3-სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძემ გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ქართველმა
კალათბურთელმა ოვერტაიმში 2 სამქულიანი მიითვალა, რაც მატჩის მოსაგებად საკვანძო იარაღი აღმოჩნდა.

“მინდა, რომ გუნდს, ქომაგებსა და მთელ კუნძულს მივულოცო ეს გამარჯვება. სწორად დავიწყეთ ძალიან ძლიერ გუნდთან თამაში. ბილბაო კარგი გუნდია, რომელსაც ყველა პოზიციაზე გამორჩეული მოთამაშეები ჰყავს. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ბილბაომ თავის ძალა გვიჩვენა, თამაშში დაბრუნდა და მატჩიც საინტერესო გახდა. ბედნიერი ვარ, რომ მატჩი მოვიგეთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ.

გრან კანარიას მომდევნო მეტოქე ლიგა ენდესას მომდევნო ტურში სან პაბლო ბურგოსი იქნება, რომელიც პირველ ტურში ბარსელონასთან ითამაშებს. რაც შეეხება ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კიდევ ერთ ქართველს, გიორგი შერმადინი პირველი ტურის მატჩს 21 სექტემბერს ჩაატარებს, როცა მისი “ტენერიფე იბეროსტარი” “სარაგოსას” უმასპინძლებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბექა, კარგ გზაზე ხარ, მომატება შეგიძლია და გუნდის ლიდერობა, ამისთვის ყველაფერი გაქვს. მოკლედ მეტი მუშაობა, მეტი გამბედაობა და მეტი თავდაჯერებულობა. წარმატებები!
არტ
02:06 21-09-2020
0
ბექა ყოჩაღ ასახელე შენი ერი მე მჯერა შენში დიდი პოტენციალია წარმატებები
იბერიელი68
17:49 20-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული