ქართველმა მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში პირველივე ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო.
ცსკა-მ "ვი თი ბი" ლიგის პირველ ტურში სტუმრად 93:60 დაამარცხა "ასტანა", შენგელიამ კი დებიუტშივე მუხლის ტრავმა მიიღო.
მოსკოვური კლუბის საიტი იტყობინება, რომ როგორც ჩანს, სერიოზული არაფერია, მხოლოდ ფეხი იტკინა, რომელიც გაუყინეს; თამაშში დასაბრუნებლად ხურდებოდა, მაგრამ მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა პარკეტზე აღარ შეუშვა. პრინციპში, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობდა.
შენგელიამ 3:19 წუთში 2 ქულის ჩაგდება მაინც მოასწრო, 1 ორქულიანი ააცილა, 2-ჯერ მოხსნა და ერთხელ ააცილა ბურთი.
26 სექტემბერს ცსკა ამავე ტურნირის მეორე
ტურში პერმის "პარმას" უმასპინძლებს, ხოლო 1-ელ ოქტომბერს ევროლიგის პირველ ტურში სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
დროთა განმავლობაში დაეწყება რეგრესი.
ცსკაში ქართველს არ გაახარებენ