ქართველმა მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში პირველივე ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო.
ცსკა-მ "ვი თი ბი" ლიგის პირველ ტურში სტუმრად 93:60 დაამარცხა "ასტანა", შენგელიამ კი დებიუტშივე მუხლის ტრავმა მიიღო.
მოსკოვური კლუბის საიტი იტყობინება, რომ როგორც ჩანს, სერიოზული არაფერია, მხოლოდ ფეხი იტკინა, რომელიც გაუყინეს; თამაშში დასაბრუნებლად ხურდებოდა, მაგრამ მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა პარკეტზე აღარ შეუშვა. პრინციპში, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობდა.
შენგელიამ 3:19 წუთში 2 ქულის ჩაგდება მაინც მოასწრო, 1 ორქულიანი ააცილა, 2-ჯერ მოხსნა და ერთხელ ააცილა ბურთი.
26 სექტემბერს ცსკა ამავე ტურნირის მეორე
ტურში პერმის "პარმას" უმასპინძლებს, ხოლო 1-ელ ოქტომბერს ევროლიგის პირველ ტურში სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
ამ საზომით უნდა შეხედოთ შენგელიას საქციელს და შევეშვათ ზედმეტ პათეტიკას
და თუ ვინმე ფიქრობს რომ სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტი განსხვავდება რუსეთ საქართველოსგან ძალიან გულუბრყვილოა... უკეთეს შემთხვევაში
დროთა განმავლობაში დაეწყება რეგრესი.
ცსკაში ქართველს არ გაახარებენ