გუშინ თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მეორე მატჩი გამართა "ევროლიგის" ტურნირზე. პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ მაკაბის "თელ-ავივი" მიიღეს და დაძაბულ ბრძოლაში 76:72 დაამარცხეს.
თორნიკემ ამ მატჩში სოლიდური დრო მიიღო და გუნდის გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. ქართველის ანგარიშზე 30 წუთში 8 ქულა, 12 მოხსნა და 3 გადაცემა გახლდათ.
შემდეგი მატჩი 14 ოქტომბერს გაიმართება, სადაც რუსული გუნდი "ფენერბახჩეს" დაუპირისპირდება.