თორნიკე შენგელია - "ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება..."

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადასვლის ისტორიას ჰყვება. 

როგორც თორნიკემ აღნიშნა, მას ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება. 

"ეს არ იყო მარტივი, რადგან მე 6 წელი ესპანეთში, კერძოდ, "ბასკონიაში" გავატარე, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადავდიოდი. ამან ჩემი გადაწყვეტილება შეამსუბუქა", -  თორნიკემ "ვითიბი ლიგის" პრესსამსახურთან განაცხადა. 

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია 2020 წელს ცსკას რიგებში გადავიდა. მისი ესპანური კარიერა ესპანეთის ჩემპიონობით დააგვირგვინა და "ბასკონია" თავაწეულმა დატოვა.

წყარო - Sport.ru

altცსკა-ს აუტსაიდერმა სძლია, თანაც მოსკოვში - შენგელიამ 9 ქულა ჩააგდო

 

altთორნიკე შენგელიას კარგი მატჩი "ევროლიგაში" [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 13 /
გვკიდია ამისი ,,შინაგანი ბრძოლები"!
ალექსანდრე
22 ოქტომბერი 2020 17:47
10
ფული ჯოჯოხეთს ანათებსო,გამიგია...
ემიგრანტი ქაქუცა
22 ოქტომბერი 2020 16:15
2
მოღალატე
giorgi3
22 ოქტომბერი 2020 17:20
4
აი თურმე რატომ არ ყოფილა მარტივი, ბასკონიას დატოვების გამო. არადა მე ვიფიქრე...:)
Valderrama
22 ოქტომბერი 2020 16:48
5
აა თურმე ბასკონიას დატოვების გამო არ ყოფილა მარტივი.. მე კიდევ რა ვიფიქრე:))
Valderrama
22 ოქტომბერი 2020 13:59
2
საოცარი ისტორიაა!
ვვვ
22 ოქტომბერი 2020 15:58
2
სათაური წავიკითხე და ვიფიქრე რომ რუსული არმიის გუნდიდან წამოვიდა
ზურა
22 ოქტომბერი 2020 14:29
4
თოკო, ისე აწი აზრი აღარ აქვს რა და როგორ იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს შენ და მამაშენი ჩამოყალიბდით, გაგიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება, თუ არც კი დაფიქრებულხართ ეგრევე დათამხმდით?!:)))) ხან ერთს ამბობთ და ხან მეორეს, ტეხავს მაგრად:))) ისე ჯერ-ჯერობით "კარგად უბერავთ" შენც და ცსკა, "ტაკ დერჟატ პაცანი":)))) ხო ერთი რჩევა, ჩვენი ნაკრების კაპიტნობა არც კი გაბედო!!!
პაატა
22 ოქტომბერი 2020 23:13
4
გეგონება უამრავი ადამიანი აკომენტარებს არადა რო დააკვირდები ერთი ბოღმა უსაქმური ჯღაბნის ათასი სახელით,ხან ვალდერამაა ხან ემიგრანტი და ხან კიდევ რა
ჰმ
22 ოქტომბერი 2020 18:40
35
აუ მოდი გააფსუტუნე რა შე ინდაურო!
ჰმ-ს
22 ოქტომბერი 2020 19:21
3
ერთადერთი ბოღმა რაც მახრჩობს,საქართველოს ოკუპაციაა,რომელიც სწორედ წითელმა არმიამ მოახდინა რამდენჯერმე, თქვენნაირები კი ყველა ბოთლს ერგებით საცობად და ყოველთვის ეგრე იყო გინდა ედიკას,გინდა მიშას და გინდაც ახლა.
ემიგრანტი ქაქუცა
22 ოქტომბერი 2020 19:10
2
არ იყო იოლი გადაწყვეტილების მიღებაო და რთულად გადაწყვიტა.
Isidore
22 ოქტომბერი 2020 21:34
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული