ბერიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თამაშისთვის განკუთვნილი სრული 40 წუთი გაატარა. მიხეილმა 6-დან 3 ორქულიანი, 8-დან 3 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულასთან ერთად ბერიშვილმა 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს.
2 მოგებითა და 1 მარცხით "ალ შამალი" 9-გუნდიან ყატარულ ლიგაში მე-4-მე-5 ადგილებს იყოფს. 19 დეკემბერს "ალ
შამალი" "ალ აჰლის" უმასპინძლებს.
GBF.GE