მაკფადენის 15 ქულა და "ბურგოსის" მე-9 გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა თად მაკფადენის “ბურგოსმა”. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრის გუნდმა “მანრესას” უმასპინძლა და 91:80 სძლია.

მაკფადენი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:23 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თადმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 სამიანი ჩააგდო. საერთო სარგებლიანობით ის მცირედით ჩამორჩა თანაგუნდელ დეიან კრავიჩს, რომელმაც 16 ქულა დააგროვა.

9 მოგებითა და 5 წაგებით “ბურგოსი” ცხრილში მე-6 ადგილზეა. შემდეგი შეხვედრა მაკფადენის გუნდს 27 დეკემბერს, სტუმრად “ხუვენტუდთან” ელის.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული