მაკფადენის 20 ქულა და გასვლითი გამარჯვება "ფუენლაბრადასთან"

AutoSharing Option
რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის "მურსიამ" ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში სტუმრად "ფუენლაბრადა" 88:72 დაამარცხა. რატის არ უთამაშია, ახალგაზრდა ქართველი განაცხადში არ იყო, მაკფადენი კი მატჩის გმირი გახდა.

მაკფადენი სასტარტო ხუთეულში არ იყო, ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საბოლოოდ 20 ქულით მურსიელთაგან ბომბარდირი გახდა. თადმა 10-დან 4 სამქულიანი, 4-დან 2 ორიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მას ასევე 3 პასი და თითო მოხსნა და ჩაჭრა დაუგროვდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (18) ის გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო.

"მურსიას" 8 მოგება და 9
მარცხი აქვს. გუნდი ჩემპიონატში მე-12 პოზიციაზეა. მაკფადენი და კომპანია 29 იანვარს ერთ-ერთ ლიდერ "ბასკონიას" მასპინძლობს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული