თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო დეკადის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგა ენდესას ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის. ლიგამ 16 კალათბურთელი გამოარჩია, რომლებიც პლეი-ოფის სისტემით მერვედფინალში დააწყვილა და გულშემატკივრებში გამოკითხვას ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი, 2014-დან 2020 წლამდე, სწორედ ლიგა ენდესაში გაუტარებია და ესპანური კარიერა ჩემპიონობით დაასრულა. მიმდინარე სეზონის წინ შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა.

მერვედფინალში მოთამაშეები ასე დაწყვილდნენ: ნიკოლა მიროტიჩი-მარსელინიო უერტასი, რუდი ფერნანდესი-ფაკუნდო კამპაცო, სერხიო როდრიგესო-ლუკა დონჩიჩი, ფელიპე რეიესი-ფრან ვასკესი, ჯეისი კეროლი-თორნიკე შენგელია, ხუან კარლოს ნავარო-ანტე ტომიჩი, ბოიან დუბლევიჩი-ვალტერ ტავარესი, სერხიო
ლული-ფერნანდო სან ემეტერიო.

Sportall.Ge




















ლიგა ენდესას "ტვიტერის" გვერდზე თითოეული წყვილისთვის თითო დღეა გამოყოფილი. შენგელიასა და კეროლს შორის უმჯობესი 11 იანვარს უნდა გაირკვეს, ხმის მიცემა კი დილის 10:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებულს ნავაროსა და ტომიჩს შორის უმჯობესთან დაპირისპირება ელის. ვირტუალურ ბრძოლაში მეოთხედფინალები 19-22 იანვარსაა დაგეგმილი, ნახევარფინალები – 25-26 იანვარს, საუკეთესოს ვინაობას კი 28 იანვარს შევიტყობთ.

ცნობისთვის, შენგელიას "ვალენსიასა" (2008-09 წლების სეზონი) და "ბასკონიას" მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 182 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 2 227 ქულაა. თორნიკეს საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 23.0 წუთი, 12.2 ქულა, 4.8 მოხსნა, 1.7 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 14.3.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული