35 წუთში სანდრომ გუნდს 23 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა. აღსანიშნავია, რომ ქართველს 7 დაკარგვა ჰქონდა, რაც საკმაოდ ბევრია.
კარგი მატჩი ჩაატარა მამუკელაშვილის თანაგუნდელმა როდენმა, რომელმაც თავი 19 ქულით, 4 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
"ვილანოვას" რიგებიდან საუკეთესო ჯერმაინ სამუელსი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
საუკეთესო მექულე კი კოლინ გილესპი იყო, რომელმაც 22 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
15 თამაშის შემდეგ "სეტონ ჰოლი" დიდ აღმოსავლეთის კონფერენციაში 9 გამარჯვებითა და 6 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ვილანოვას", ისინი ამ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებენ. მათ ანგარიშზე 9 გამარჯვება და 1 მარცხი გახლავთ.
მომდევნო მატჩს "სეტონ ჰოლი" 23 იანვარს, "ბატლერის" წინააღმდეგ გამართავს.
"მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს", - ამბობს "სეტონ ჰოლის" მწვრთნელი